ჩანაწერები ‘ikigai’

ნაბიჯი წინ, ან ნაბიჯი უკან

  ადამიანი, დაბადებიდან გრძნობს რაოდენ უმწეოა დიდი სამყაროს წინაშე. ამიტომ ჯერ კიდევ პირველ წამებს ამ სამყაროსთან  შეხვედრისა ტირილით აპროტესტებს. შემდგომ კი ეძებს გზებს, როგორ დაამყაროს მასთან კომუნიკაცია. ჯერ ღიღინით, მერე გაუგებარი ბგერებით, შემდგომ პირველი სიტყვებით და ბოლოს გარკვეული მეტყველებით.