“ჭეშმარიტება ის არის, რომ საკუთარი ხანძრიდან საკუთარი ჭეშმარიტება იბადება.”
დღეს სიახლეებს ვსქროლავდი ჩემს ფეის გვერდზე უცბად ამ სიტყვებზე გავამახვილე ყურადღება. ერთხელ წავიკითხე, ორჯერ, სამჯერ. მესამეჯერ წაკითხვისას მომინდა რაიმე დამეწერა, უფრო სწორად ის რასაც დიდი ხანია ვეძებდი.
რას ნიშნავს საკუთარი ხანძრიდან, ჭეშმარიტების დაბადება?
პასუხიც მალევე ამოტივტივდა ჩემეულად ჩემეული, ვიღაცისთვის შეიძლება მცდარი, თუმცა საკუთარი ხანძრიდან მონაპარი.
ადამიანი ნაპერწკალია იმ სამყაროსი, რომელშიც ვცხოვრობთ. ნაპერწკალი, რომელიც არ ვიცით როდის აალდება და მოიცავს არემარეს. ზოგჯერ გვგონია, რომ მხოლოდ სიცარიელე და შინაგანი სიცივე გვასულდგმულებს და ყველაფერი ჩვეულ რიტმში თუა პრობლემაც არაფერია. როგორ გვინდა, ოჰ, როგორ გვინდა რომ რუტინით ვკმაყოფილდებოდეთ, ვიღაცასთან მსგავსებით სიმშვიდეს ვპოულობდეთ. მაგრამ არა! რაღაც შინაგანი გვექაჩება მთელი ძალით, გვღრღნის, გვტანჯავს, გვიხმობს. ჩვენ კი მთელი ძალით ვაჩუმებთ, ვუკუაგდებთ. ზუსტად ისე, როგორც, ნაპერწკალს აქრობენ წყლით, იმის შიშით, რომ გარემოს არ მოედოს. მაგრამ შინაგანი სიცივე ვერ ერევა იმ თბილ ნაპერწკალს, რომელიც ჩვენში ყველაზე რთულ სიტუაციაშიც არსებობს. თითქოს სულის შებერვას ელოდება ჩვენგან და გარემოსგან რომ გაცოცხლდეს, აალდეს, მიეცეს გასაქანი და ამ მოლოდინში სულგანაბული ფეთქავს, ისევე როგორც მაჯისცემა, რომელიც თითქოს აღარ ისმის, მაგრამ სადღაც ყრუდ ერთი-ორჯერ შეიგრძნობ. ეს ესაა უნდა წაიქცეო იფიქრებ და რაღაც ძალით კვლავ იბრძვი.
ადამიანის ცხოვრება ბრძოლაა ამ ხანძრის გასაჩენად, გასაღრმავებლად, რომელიც მთელ სხეულს მოიცავს თავისი არსებით. იცი, რომ თუ ნაპერწკლის არსებობით დაკმაყოფილდები მხოლოდ, შენი ცხოვრება აუხდენელი ოცნებების ზარდახშად გადაიქცევა, ოცნებებისა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაზე ნამდვილი, არსებულ სინამდვილეს შორის. მაგრამ ზოგჯერ არ გვყოფნის ძალა შევუბეროთ იმ ძალით, რომ ნაპერწკალი ცეცხლად იქცეს. ამიტომ გვგონია, რომ ყველაფერი შინაგანი ჩაქრა, ნაცრად გადაიქცა.
რამდენი იმედგაცრუებაა ირგვლივ რამდენი ნაპერწკალ ჩამქრალი ადამიანია ჩვენს გარშემო. გეფიქრება, თუ სხვა ადამიანებმა ვერ შეძლეს საკუთარი სურვილების ასრულება, შენ როგორ შეძლებ? როგორ შეძლებ წვეთით ზღვის შექმნას. შენც ხომ ერთ-ერთი მათგანი ხარ. ალბათ შენი ხვედრიც ეს იქნება. წლების შემდეგ ამოიოხრო ნანატრ ოცნებებზე, მიზნებზე. ნაღვლიანი თვალებით გააყოლო მზერა უკანასკნელ წამს და ინატრო ნეტავ უფრო მეტი გამეკეთებინა.
მაგრამ, კმარა!
კმარა, გამუდმებით საკუთარი ცხოვრების სხვის ცხოვრებასთან გაიგივება. კმარა, რომ ნაცვლად საკუთარი თავისა სხვები გვიკანონებენ რა და როგორ ჯობია. კმარა, სხვისი თვალით შეფასება საკუთარი თავისა. ჩვენ ჩვენ ვართ, ჭეშმარიტებას ვერასდროს ვერ ვიპოვით სხვისი ანალიზით, ქმედებით თუ მოსაზრებით.
ყველაზე ძვირფასი ფოლადი დიდ წვას განიცდის სანამ სრულყოფილ სახეს მიიღებს. ჩვენც ამ ფოლადს ვგავართ, თუ გადავწყვეტთ, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს სრულყოფილი, არაერთხელ მოგვიწევს საკუთარ ქარცეცხლში გამოვლა, რაც შეიძლება სულის გავლით ხორცამდე მტკივნეული, დამანგრეველი იყოს. უცბად გადაწყვიტო რომ გირჩევნია შეჩერდე და დარჩე უსახურ მასალად. თუმცა არა, ვერ დაუშვებ, დაგენანება, ეგოისტობა არ მოგცემს საშუალებას შეჩერდე. სულ რომ ცხელ ნაკვერჩხლებზე მოგიწიოს შიშველი ფეხის გულებით გავლა, მაინც გააკეთებ! მაინც შეძლებ რადგან საკუთარი გზების ძიებით მიხვალ იმ ჭეშმარიტებამდე, რაც სასიცოცხლოდ გჭირდება. აი ამ დროს, ყველაზე დიდი ტკივილით იგრძნობ რომ ცოცხალი ხარ მთელი არსებით, გრძნობით, გულით. და არ ხარ მხოლოდ არსებობისთვის მოვლენილი.
შეიძლება დღეს ვიღაცამ პატარა სულის შებერვით გააღვივოს ჩემში ცეცხლი, რომელსაც ხვალ მე გავუღვივებ სხვას. საკუთარ თავში ხანძრის გაჩაღება ყველაზე სასარგებლო რამაა, რაც კი შეიძლება ადამიანმა ინატროს. ეს არის აუცილებლობა, რომელიც ყველა გარემოში და სიტუაციაში დაგეხმარება პასუხების მოძიებაში. შეიძლება სასიამოვნოა, უფრო სწორად უსაფრთხოა დინებიბის მიმართულებით ცურვა, თუმცა ბევრად სასიამოვნოა საპირისპირო ტალღებზე გამარჯვება.
ჩვენ არ ვართ ვალდებული სხვა ვარწმუნოთ რაიმეში, რაც ჩვენი შინაგანია, მთავარია, ის გავუკეთოთ საკუთარ თავს, რომლითაც საკუთარ ჭეშმარიტებას ვიპოვით. ნაპერწკალი ზუსტად ის იარაღია, რომლითაც პატარა მონაკვეთით დიდ მაშტაბებს დავიპყრობთ.
ვეძებოთ, გავუფრთხილდეთ და გავაღვივოთ საკუთარ თავში ის ნაპერწკალი, რომელიც შინაგან ხანძარს გამოიწვევს. ჭეშმარიტება ჩვენსავე ხელთაა, რომელსაც დანახვა, ბრძოლა და გაანალიზება სჭირდება. როგორც იტყვიან ბრძოლის წაგება ომის წაგებას არ ნიშნავს. საკუთარი თავის დროებით დაკარგვა, მის სრულ დაკარგვას არ გულისხმობს პირიქით…
სტატიის ავტორი: ანნა გვილავა
P.S. რა არის თქვენი ჭეშმარიტება და თუ შეძელით თავად საკუთარი ნაპერწკლის გაღვივება? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები აქვე კომენტარებში.
P.P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
სანამ ასეთი ნაპერწკალი კიაფობს ადამიანის სულში , ის სულიერად ცოცხალია. მთავარია მისგან ცეცხლის დანთება შევძლოთ! ეს არც ისე ასვილია , მაგრამ შეუძლებელი არა.
გეთანხმებით გიორგი, ძნლია მაგრამ სავსებით შესაძლებელი თუ თვითონ ვირწმუნებთ პირველ რიგში.
დღევანდელი საქართველოს მოსახლეობა უკვე მე-3-ე ათეული წელია, ნეგატიური ცხოვრებით ცხოვრობს, ძნელია ამ პირობებში იმ ნაპერწკლის გაღვივება, რომელიც შინაგან ხანძრად გადაიქცევა, მითუმეტეს, რომ ყველა შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორები, მის გაღვივებას მყისიერადვე აქრობს,ჰკლავს. მას მხოლოდ შინაგანი სულიერი სიმტკიცე, ღვთის სიყვარული, გააღვივებს, რადგან სულიერება იგივე სინდისია,თუ შექსპირს დავესესხებით, ,,სინდისი უზენაესი მსაჯულია, ადამიანის ქცევისა”, მისი სიძლიერისა და ნებისყოფის გამოვლენისა,კაცი ხომ ცხოვრებაში არაფერს ჰკარგავს სინდისის გარდა, სინდის დაკარგული ადამიანების ზეობის პირობებში კი ძალზე რთულია შენი პიროვნული ფაქტორის სულის სიმტკიცისა და იმ ,,ფოლადის მდნობელი” ნაპერწკლის გაღვივება, რასაც ამ სტატიის ავტორი გვთავაზობს. მიუხედავად ამისა, მაინც დიდი სიამოვნება მივიღე ამ სტატიისგან, ამიტომ ქალბატონ ანნას ვუსურვებ, რომ კვლავაც არ დააკლოს და გააგრძელოს მცდელობა ნაპერწკლის გაღვივებისა და მისით გამოწვეული ჭეშმარიტების ხანძარში ჩანთქმისათვის, როგორც საკუთარი, ისე დანარჩენი საქართველოს მოსახლეობისათვის,თუნდაც მხოლოდ ახალგაზრდებისათვის) .
დიდი მადლობა <3
<3
მადობა ავტორს ამ შინაარსობრივად სირღმისეული სტატიისთვის.. რა არის ნაპერწკალი და როდის იწყებს ადამიანი ნაპერწკლის ძიებას საკუთარ თავში.. ან როგორი გამოვლენის იქნება და რა ხასიათის… ნაპერწალი ბოროტების, დაყოფის და ბატონობის თუ გაერთიანებისა, სიყვარულისა და სათნოებისა… როგორი გაერთიანების? რისი სიყვარულის? ადამიანი და ბუნება, სრული ჰარმონია.. არვითარი საზღვრები გლობალიზირება სიყვარულის გარშემო და შეცნობა და გათვითცნობიერება ბუნებისა როგოც შენი მშობელი დედისა..