ადამიანი, დაბადებიდან გრძნობს რაოდენ უმწეოა დიდი სამყაროს წინაშე. ამიტომ ჯერ კიდევ პირველ წამებს ამ სამყაროსთან შეხვედრისა ტირილით აპროტესტებს. შემდგომ კი ეძებს გზებს, როგორ დაამყაროს მასთან კომუნიკაცია. ჯერ ღიღინით, მერე გაუგებარი ბგერებით, შემდგომ პირველი სიტყვებით და ბოლოს გარკვეული მეტყველებით.
სამყაროც ხომ მეტი არაფერია გარდა ადამიანების უსასრულო ჯაჭვისა. ჩვენც ამ ჯაჭვის შემადგენელ ნაწილად გვინდა ყოფნა. კომუნიკაციას სხვებთან ჯერ თამაშით ვიწყებთ, რაც საბოლოო სახეს აზრთა გაცვლითა და ურთიერთობის დამყარებით იღებს.
მაგრამ სანამ ამ უსასრულო ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი გავხდებით, დიდი ბრძოლა გვიწევს ყოველ წამს, წუთს, დღე, კვირა, თვე, თუ წელს საკუთარ თავთან. პირად ციხესამგრეს ვაგებთ გონებით და ისე გვითრევს ყოველივე ეს, რომ ხშირად გვიჭირს მისგან თავის დაღწევა. ჩვენ გვინდა ვიყოთ შემადგენელი ნაწილი ერთი მთლიანისა, თუმცა ხშირად გვავიწყდება რომ ეს მთლიანობა ჩვენნაირი ინდივიდებისგან არის შექმნილი.
მთლიანობა არ ნიშნავს საკუთარი “მეს” უგულვებელყოფას. გაერთიანება იმიტომ კი არ არის საჭირო, რომ ყველანი ერთნაირიები ვიყოთ, არამედ იმისთვის, რომ შევავსოთ საკუთარი დანაკლისი.
რამე რომ ტყდება, ნატეხები იდენტურია ერთმანეთის? რათქმაუნდა არა. აქ არ არსებობს დიდი და პატარა ნატეხები. შეიძლება ერთმა ნამცეცა ნამსხვრევმა დაუკარგოს ნივთს ერთიანობის ელფერი. ამიტომ მომავალში როცა რამეს გატეხთ, ნუ შეეცდებით უმალვე გადაყრას. შეართეთ ისინი და მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.
ასევეა ჩვენი ნაბიჯები ბედნიერებისა და წარმატების გზაზე. გვავიწყდება, რომ ერთი პატარა ნაბიჯი, სწორედ ის ნამცეცია, რომელიც ჩვენს ბედნიერებასა თუ წარმატებას სრულყოფილს გახდის.
რატომ? მიზეზი ბევრია. ჩვენ გვინდა ერთი დიდი ნახტომით მივიღოთ ყველაფერი. მაგრამ დავფიქრდეთ ერთი ნახტომით აღმოვჩნდებით ერთი ნაპირიდან მეორეზე, ან ერთი ქვეყნიდან მეორეში? ამისთვის ჩვენ დრო გვაქვს გამოყოფილი, რათა დანიშნულების ადგილამდე ჩავიდეთ გემით, ან თვითმფრინავით, ან კიდევ რითაც გენებოთ. სწორედ ეს დრო გვენანება ადამიანებს, საკუთარი თავისთვის. ანგარიშს ვუწევთ ყველას და ყველაფერს, გარდა რეალური სურვილებისა. არ ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯს, ვინაიდან უსარგებლო, მტკივნეული, ან ჩვენგან მიუწვდომელი გვეჩვენება. ამ ყველაფრით კი არათუ წინ მივიწევთ, არამედ უკან ვიხევთ.
გიგრძვნიათ, როცა რაიმეს გაკეთება გსურთ და თან ორჭოფობთ გააკეთოთ, თუ არა? განგიცდიათ ერთდროულად ორივე შეგრძნება?
როცა ამ ნაბიჯს არ ვდგამთ, გულში ეკლად გვრჩება კითხვა რა მოხდებოდა, რომ გამეკეთებინა, იქნებ რა მელოდა.
ან გადაგიდგამთ და დიდი არაფერი შედეგიც მოუცია თქვენთვის, თუმცა მიუხედავად ამისა კმაყოფილებას განიცდით, ვინაიდან ჯერ ერთი გაიმარჯვეთ საკუთარ თავზე, მეორე – სცადეთ, მესამე – სამომავლოდ გამოცდილების სახით გამოიყენებთ.
ვიცით და გააზრებულიც გვაქვს რაზეც ვისაუბრეთ. მაგრამ მაინც ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ვმერყეობთ კი თუ არა?
და რამდენჯერაც ვიტყვით კი, მეტი სარგებელი დაგვრჩება საკუთარი თავისთვის.
დიახ, ჩვენ ჩვენი თავი ზედმეტად პატარა გვეჩვენება დიდი სურვილებისთვის. მაგრამ გვავიწყდება რომ ერთ მცირე ზომის ნათურას შეუძლია ბევრად უფრო დიდი მანძილი გაანათოს, ვიდრე მისი არსებული ტერიტორიაა. ვერასდროს ვერავინ დაგვიკანონებს ჩვენს შესაძლებლობებს, თუ ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ. ყველა ადამიანი ფიქრობს ისე, როგორც თავად ესმის, მაგრამ ჩვენ რა გვიშლის ხელს საკუთარ ფიქრებს მივსდიოთ და არა სხვისას? თუ შეგიძლია სხვისი ტყავით ვიცხოვროთ, უფრო სასარგებლო არ იქნება, ჩვენივე ხმებს მივყვეთ. ხშირად მივსდევთ სხვის ოცნებებს, კრიტერიუმებს, გეგმებს, დადგენილ წესებს და გვავიწყდება, რომ ამით საკუთარ თავს ჩვენივე სურვილით ვასმევთ დაღს, რომელიც მტკივნეული და საკმაოდ ღრმააა.
ჩვენი ნაბიჯები, მიზნები, ოცნებები, მისწრაფებები ჩვენია, ჩვენს ხელთაა ჩვენგან კი მოთმინებასა და დროს მოითხოვენ. დროს, რომელსაც ფუჭად ვკარგავთ იმ ყალიბის მორგებაზე, რომელიც არც ახლა და არც არასდროს ყოფილა და იქნება ჩვენი. ერთი ნაბიჯი, აუცილებლად მოითხოვს მეორეს და დამერწმუნეთ, მეორე ყოველთვის უფრო მყარი და თავდაჯერებულია პირველისაგან განსხვავებით.
ავტორი: ანნა გვილავა
P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლირებით, ხვიჩა მებონია
Gamarjobat! Didi madloba rom var tqveni vebgverdis tanamoziare.
გამარჯობა ეკა. მადლობა რომ გვსტუმრობთ, ეცნობით ჩვენს მასალებს და გვიზიარებთ შთაბეჭდილებებს <3
დიდი მადლობა თქვენ <3
წარმატებები ანნას!
დიდი მადლობა თქვენ <3
საინტერესოა,გინდა რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვიტო და არ იცი რა შედეგს მოიტანს. ამ შემთხვევაში ხშირად მიკითხავს აზრი მეგობრებისათვის, ყველა თავის მხრივ ნამდვილად კარგ რჩევას მაძლევს და მათი მითითების მიხედვითაც მოვქცეულვარ, თუმცა შინაგანი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გრჩება. ჯერ იმიტომ რომ შენი სურვილები და ემოციები ეწინააღმდეგება იმ ,,იდეალურ” რჩევას, შემდეგ მაინც გაფიქრებს იქნება სხვაგვარად მოვქცეულიყავი და უკეთესი ყოფილიყო ჩემი ცხოვრებისთვის ან სიტუაციისთვის. არ არის ადვილი დამოუკიდებული ,,მე”-ს შექმნა მაგრამ საკუთარ თავზე გამარჯვება ყველაზე დიდი გამარჯვებაა. ყველას გისურვებთ საკუთარ თავზე გამარჯვებას
ნამდვილად ასეა <3 წარმატებები ირინე <3
anna mogesalmebit.
sakuTari gulistqma da amavdroulad gabeduleba warmatebis formulaa, madloba, gmad filosofiuri da realuria
მადლობა თქვენ დადებითი ემოციის გაზიარებისთვის <3
<3
ძალიან დიდი მადლობა თითოეულს! <3 მიხარია, თუ თქვენთან ახლოს მოვიტანე სათქმელი! <3 წარმატებებს გისურვებთ!
ეს არის ჩემთვის საყვარელი და საინტერესო თემა: სამყარო საკმაოდ მდიდარია იმისთვის, რომ ჩვენი ნებისმიერი სურვილი დააკმაყოფილოს. ადამიანი ისე ცხოვრობს, როგორც ფიქრობს და აზროვნებს. აქვს სიახლის და წაგების შიში, ოცნებებს და სურვილებს გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს, საკუთარი თავს ბლოკავს,მიილტვის კარგი, ბედნიერი ცხოვრებისკენ და ამისათვის არ დგავს გარკვეულ ნაბიჯებს, ისევ შიშის გამო.თუ გაბედა და გადადგა ნაბიჯი, პირველივე ცდაზე უნდა, რომ წარმატებას მიაღწიოს. ,,წიწილებს, შემოდგომით ითვლიან”-ო. რატომაა ნათქვამი? ან-და მარცვალს რომ ვთესავთ, რამდენი მოვლა და დრო სჭირდება, რომ მივიღოთ სასურველი მოსავალი? ასევე ჩვენს წამოწყებულ საქმეს უნდა დაუღალავი შრომა, შემდგომი ნაბიჯების სწორად გადადგმა. დავაკვირდეთ წარმატებულ ხალხს, გადავიღოთ მათი უნარ-ჩვევები. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, გარკვეული აზროვნებით. უნდა წარმოვიდგინოთ ლამაზი მომავალი, ბედნიერი ცხოვრება და აუცილებლად იქნება წარმატებაც.
სრული ჭეშმარიტება <3
ძალიან კარგია!
მთავარია საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარი ქმედებების , ფიქრების გაანალიზება და სწორი დასკვნის გამოტანა. ადრე , შორეულ ახალგაზრდობაში დაახლოებით 30 წლის წინათ, ყოველდღიურად დავიწყე საღამოს განვლილი დღის მოვლენების ჩაწერა და გაანალიზება. ასე გრძელდებოდა სამი წელი. თუ მანამდე ერთი ჩვეულებრივი , სხვებისთვის შეუმჩნეველი პიროვნება პიროვნება ვიყავი , თანდათან კოლექტივში არაფორმალური ლიდერი გავხდი. ამ ხნის მანძილზე სხვადასხვა სფეროში მომიწია მუშაობამ და ყველგან წარმატებული ვიყავი და ვარ.
ასე, რომ მთავარია საკუთარი შინაგანი სამყარო მოვაწესრიგოდ და დანარჩენი ყველაფერი დალაგდება!
დიდი მადლობა.საინტერესო გამოცდილებაა, შემდგომშიც წარმატებებს გისურვებთ!