“ბედნიერება მდგომარეობაა, მდგომარეობას კი ჩვენვე ვიქმნით, ვიქნებით უბედურები, ბედნიერები, თუ ძლიერები ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ნებისმიერი მათგანის მიღწევას თანაბარი ძალისხმევა სჭირდება!”
მოკლედ მსგავსი შინაარსის ფრაზები ხშირად წაგვიკითხავს. რაც ზოგჯერ მოტივაციას გვიქმნის, ზოგჯერ გვაღიზიანებს. რატომ? იმიტომ, რომ წაკითხული ფრაზების რეალობასთან კავშირს ვერ ვხედავთ. ხოლო რადგან თავად არ შეგვიძლია დანახვა სიცრუედ აღვიქვამთ. მივყვებით დადგენილი წესით ცხოვრებას და ყოველდღე ვუსმევთ კითხავს საკუთარ თავს – რატომ არ ვართ ბედნიერი, წარმატებული, მნიშვნელოვანი? მაგრამ მთავარი რამ გვავიწყდება ამ გაუცნობიერებელ გეგმა ზომიერებაში: ბედნიერებას არ ჰქონია, არ აქვს და არ ექნება განსაზღვრული წამზომი მოქმედების დასაწყებად.
ჩვენ გვსურს გარკვეული ქმედების შემდეგ გონებამ დაგვიდასტუროს – გილოცავთ, დღეს გაგიმართლათ, ჯილდოდ ბედნიერება გერგოთ. მაგრამ ეს ხომ აბსურდია, ყველაზე სახალისო კი ის არის, რომ თეორიულად ყველაფერი გაცნობიერებული გვაქვს. პრაქტიკაში კი დინების მიმართულებით ვიწყებთ ცურვას. იქნებ საკუთარ თავში უნდა ვეძებდეთ რა გვინდა რეალურად? კომფორტის ზონად ქცეული უბედურება, თუ ახალი თვალით დანახული სამყარო ბედნიერებისთვის?
1.რა გვაბედნიერებს?
ხშირად ადამიანებს საკმარისზე მეტი რესურსი გვაქვს წარმატებისთვის, სიხარულისთვის მაგრამ თვალდახუჭული ვუვლით გვერდს. მგონი, რომ ყველაზე დიდ ბედნიერებად ის წარმოგვიდგენია, რაც ამჟამად არ გაგვაჩნია. მაგალითად, რომელიმე ძვირადღირებული ნივთი. თუმცა გადის, დრო ვიძენთ ამ ნივთს, მაგრამ განცდა არ იცვლება არ ვართ ბედნიერები. საკმარისია დავკარგოთ არსებული რესურსი, რაც გვქონდა, რომ მაშინვე განგაშს ტეხს გონება, რატომ არ ვაფასებდით?
ბედნიერება არ არის დაპროგრამებული მასალა, ეს არის გრძნობების მთლიანობა: სიყვარულის, მადლიერების, სიკეთის, პატიების, განვითარების, გარშემო არსებული შანსების დანახვის, ახალი დღის ახალ ეტაპად აღქმის. ეს ყველაფერი კი ჩვენშია. ხშირად კი იმ დანაშაულზე ვთხოვთ სხვებს პასუხს, რასაც საკუთარ თავს ჩვენვე ვუშავებთ.
2.დაფასება
ყველაზე მეტად ადამიანებს არსებული მდგომარეობის დაფასება გვიჭირს, არსებულისა, რომლისთვისაც სხვა უსაზღვროდ ბედნიერი იქნებოდა. “ფეხსაცმელი არ მქონდა და ბედს ვუჩიოდი ვიდრე არ ვნახე ადამიანი, რომელსაც ფეხები არ ჰქონდა.” ჩვენც ამ ფეხსაცმლის ძიებაში, ვივიწყებთ მთავარ მამოძრავებელ ძალას, რომლითაც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია.
დაფასება სჭირდება ყველაფერს: საყვარელ ადამიანებს, ურთიერთბებს, ჩვენს უნარებს, რაც გამოგვარჩევს სხვებისგან და ხაზს უსვამს ინდივიდუალიზმს.
3. მადლიერება
მადლიერება ერთ-ერთი ყველაზე მსუყე ნაჭერია ჩვენი წილი ბედნიერებისთვის. რისთვის ვართ მადლიერები? ოჯახისთვის, სიცოცხლისთვის, დამოუკიდებელი ქმედებისთვის, თავისუფლების შეგრძნებისთვის.
4. სიკეთე
ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, საკუთარ თავს თვითონვე ვართმევთ ჩვენ წილ ბედნიერებას. ნაკლებად გავცემთ, თუმცა ცხოვრებისგან ბევრს მოვითხოვთ. მაგრამ სიკეთე ის უწყინარი ფარია, რომელიც ძლიერად გვიცავს ნეგატივისგან. ჩვენ შეიძლება ძალიან მცირედით დავეხმაროთ სრულიად უცხო ადამინს. მაგალითად დავეხმაროთ საყვარელ ბებოს გზის გადაკვეთაში. თითქოს ეს ჩვენთვის ღირშესანიშნავი არაფერია, თუმცა გაურკვეველი სიხარულით ვივსებით შინაგანად.
5. გზა წარმატებისკენ
ყველა ადამიანს უნდა აკეთოს საქმე, რომელიც უყვარს და ამავდროულად იყოს წარმატებული, მნიშვნელოვანი და საჭირო გარემოსთვის. უფრო ხშირად გვაბედნიერების ამაზე ფიქრი ვიდრე მოქმედების პროცესი. მაგრამ გვავიწყდება რომ ის ნაბიჯი, რასაც ვდგამთ დღეს მიზნის მისაღწევად, ბევრად უფრო საამაყო და მნიშვნელოვანია ვიდე ყველა ფიქრი და მსჯელობა ერთად აღებული.
6. წარსულისა და მომავლის გზაგასაყარზე
ბედნიერებას ხშირად ვხედავთ წარსულსა და მომავლში. – რა ბედნიერი ვყოფილვარ, როცა ახალგარდა ვიყავი. ან რა ბედნიერი ვიქნები გამოცდებს რომ ჩავაბარებ. თუმცა დღევანდელ დღეზე გონებას რეაქცია არ აქვს, თითქოს არც ვართ აქ და სხვა სამყაროდან ვუყურებთ საკუთარ თავს, მოძრავი კადრების მსგავსად, რომლიც არეულია მომავლისა და წარსულის სინთეზით. თენდება ახალი დღე და უკვე მივტირით გუშინდელს და გვეიმედება ხვალინდელი.
7. ვინც ეძებს, ის პოულობს
გინდა იყო ბედნიერი? იქნები! გინდა მიზეზი ბედნიერებისთვის? მოძებნი! გინდა გახდე უკეთესი? გახდები… უმადურობა კლავს ყველაფერს, რაც ფერად და კარგ დღევანდელობასთან არის დაკავშირებული. თუ დღეს ერთ მიზეზს იპოვი, ხვალ, ზეგ ამ მიზეზთა რაოდენობა გაიზრდება. თუ დღეს გაგაბედნიერებს ახალი დღე, ხვალ იპოვი გზას, როგორ გააფერადო შენი დღე უკვე კონკრეტული ქმედებით.
და ბოლოს თავი დავაღწიოთ მითებს რომ ბედნიერი ადამიანები არიან მხოლოდ მდიდრები, წარმატების პიკზე, დადგენილი სხეულის ზომებითა, თუ ოთხბორბალა სკამებით. იპოვო საკუთარი თავი, ნიშნავს იპოვო საკუთარი სურვილები. მკაფიოდ გამოკვეთო ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბედნიერებისა და წარმატების გზაზე… და იმოქმედო!!!
ავტოტი: ანნა გვილავა
P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. გავავრცელოთ ბედნიერების და სიყვარულიე ენერგია. ასევე, გაგვიზიარეთ თქენი მოსაზრებები აქვე, კომენტარებში.
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლირებით, ხვიჩა მებონია
წარმატებები <3
ასევე <3
<3
«ფეხსაცმელი არ მქონდა და ბედს ვუჩიოდი ვიდრე არ ვნახე ადამიანი, რომელსაც ფეხები არ ჰქონდა.»
<3
warmatebebii
დიდი მადლობა
მოგესალმებით,წავიკითხე ახალი სტატია,,ბედნიერების მოლოდინში,,მინდა ჩემი აზრი გაგიზიაროთ ზოგადად ბედნიერების შესახებ ამ სტატიიდან გამომდინარე. არაფერი უცხოს და გაუგონარს არ ვიტყვი,როგორც მესმის ისე ვწერ.როცა უფალმა ამ ქვეყანაზე გაგვაჩინა ყველა განცდა /სიხარული,სიყვარული,სიკეთე,მადლიერება და ა.შ/ასე მგონია სიტყვა,,ბედნიერებაში,,გამოხატა,რომელსაც ცხოვრების მიმდინარეობისას მეტ ნაკლებად ვიღებთ,სიცოცხლის მანძილზე თუ ნებისმიერი რამ გვახარებს ბედნიერი ვართ,თუ გვაწუხებს უბედური.ყველაფერს ვეგუებით,ვსწავლობთ,ვეცნობით ამქვეყნიურსაც და მგონი ცოტა იმქვეყნიურსაც,მაგრამ ვერაფერს ვერ ვცვლით,რადგან უფალმა რაც გვარგუნა ბუნებით ისე მიგვყავს ცხოვრება,ვიბრძვით ლამაზი ტკბილი უდარდელი ცხოვრებისთვის მაგრამ მაინც სიცოცხლის გარკვეული ნაწილია…ყველა ასაკს თავისი შეხედულება აქვს ცხოვრებაზე,გვინდა მთელი ჩვენი ცხოვრება ბედნიერი იყოს, მაგრამ ასე არ არის, რადგან ერთფეროვნად მოგვეჩვენება, ისევ რაღაცის შეცვლა მოგვინდება… ვქმნით,ვაშენებთ,ვსწავლობთ,გვიყვარს,ვპატიობთ,ვეძებთ,ვპოულობთ თუ არ ვპოულობთ და ასე გადის დრო სიცოცხლისა…ოპტიმისტი ვარ და მინდა ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს,აკეთოს სიკეთე,იცხოვროს მშვიდობიან ქვეყანაში… ანნა გისურვებ წარმატებებს შემოქმედებაში…
არ არსებობს ზამთარი ზაფხულის გარეშე და ზაფხული ზამთრის გარეშე. არც ბედნიერება არ არსებობს იმედგაცრუებისა და ტკივილის გარეშე. ოქროს შუალედი ყველაფერში საჭიროა <3 დიდი მადლობა
მოკლედ და ბევრისმთქმელი აზრებით გადმოცემული რეალობა. დავაფასოთ რაც გვაქვს და ვიყოთ მადლიერები. მაშინ ბედნიერებაც გვეწვევა.
აუცილებლად <3
დიდი მადლობა თითოელს აზრთა გასვლისთვის, საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებისა და კეთილი სურვილების თვის <3