დღეს ეჭვი აღარავის ეპარება, რომ არსებობს მასობრივი კულტურა და ელიტარული კულტურა.
წიგნები, რომლებიც მილიონიანი ტირაჟით გამოდის და წიგნები, რომელთა 100 ეგზემპლარის გამოცემაც საკმარისია.
გიგანტური მოედნები, რომლებიც 10 000-ობით პოპმუსიკის მსენელს იტევს და პატარა საკონცერტო დარბაზები კამერული მუსიკის მოსასმენად.
კომიკსების მილიონიანი ტირაჟი და სახვითი ხელოვნების მშვენიერი ალბომები, რომელთა ფასები მთელ მსოფლიოში იმდენად მაღალია, რომ აუცილებელია კარგად გესმოდეთ მათი ღირებულება, რათა თავს უფლება მისცეთ, შეიძინოთ ისინი.
არსებობს მიწიერი და კოსმიური კულტურა. ადამიანი – ეს ხომ კოსმიური სულია, მოთავსებული მიწიერ სხეულში. ამიტომ მიწიერი და კოსმიური კულტურის მიზნები სხვადასხვაა.
მიწიერი კულტურის მიზანი სხეულის მოფერება და ლოიალობაა, მიწაზე ბიოლოგიური სხეულის მიჯაჭვა და ამ ბიოლოგიური სხეულის უკანასკნელ ზღვარამდე გაძღომაა, რათა შექმნას საშუალო ხატი ადამიან-პიროვნებისა და განსაზღვროს მისი (პიროვნების) ძირითადი მოთხოვნები. პიროვნებამ უნდა იაზროვნოს სტერეოტიპულად და იმოქმედოს დანარჩენი საშუალოდ არსებულთა პიროვნებების სასარგებლოდ. ამიტომ კულტურა მათთვის ასე გახსნილად იწოდება „მასობრივ კულტურად“. ხოლო საინფორმაციო წყარო, რომელიც მათ უნდა მიიიღონ, იწოდება „მასობრივი ინფორმაციის საშუალებებად“…
კოსმიური კულტურის წარმომადგენლები კი არიან გენიოსები, რომლებიც ქმნიან დიდ შემოქმედებას, მაგრამ საერთო არა აქვთ მასებთან. ისინი ხვდებიან კოსმიური სულის ძირითად პოსტულატს – რომ ადამიანი ეს არის უნიკალური, ერთადერთი და განუმეორებელი.
ამიტომ კოსმიური კულტურა ყოველთვის მიმართავს ერთ ადამიანს, განუმეორებელ და უნიკალურ პიროვნებას. აქ იბადება პარადოქსი.
კოსმიური კულტურა- ეს არის კავშირი მაკრო და მიკროკოსმოსისა, ანუ კოსმოსსა და მასში დაბადებულ ადამიანს შორის.
მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ უდიდესი კულტურის მისაღებად ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ გენიოსები. რადგან თავისთავად გასაგებია, რომ საშუალობა უუნაროა გაუგოს გენიოსებს. შეიძლება უამრავი წიგნი წაიკითხო, მოუსმინო ლამაზ მელოდიას, დიდი მხატვრების ნახატებს უყურო, მაგრამ ამაოდ. რადგან კოსმიურ კულტურას აქვს გარკვეული ნიშნები, რომლის მიღწევის გარეშე ვერ გაიგებთ ნამდვილ კულტურას. მიწიერ კულტურას აინტერესებს არა კოსმიური ადამიანი, არა მისი ინდივიდუალურობა, არამედ საერთო, ადამიანთა უზარმაზარი ბიომასა.
და აი, ადამიანი რჩება კონვეირული კულტურის ჩარჩოებში, რომლებიც იმათ რეგისტრაციაში ხვდებიან, რათა შეავსონ დიდი ქარხნების მფლობელთა ჯიბეები.
ადამიანი კი იბადება გენიალურად, ის არის შეკუმშული (შედედებული) კოსმიური ენერგია, რომელიც მოხვდა მიწიერ ჭაობში. ამ ჭაობში მას ელოდებიან ადგილობრივი ხელისუფალნი. ამიერიდან ადამიანი მიწიერი კონვეირების მონა ხდება. მას რიგში ჩააყენებენ, დაასაჭურისებენ და აუხსნიან, როგორ მოიქცეს. მას მოუყვებიან, რას ნიშნავს “იყო თანამედროვე“. მას ასწავლიან იყიდოს ის, რაც აუცილებელია გამყიდველების გასამდიდრებლად.
კოსმიური სული დაექვემდებარება მიწიერ სხეულს და დაიწყებს მასთან ერთად დაბერებას. სხეულის სიკვდილს მოყვება განუვითარებელი სულის სიკვდილი.
იმისათვის რომ ეს არ მოხდეს, არსებობს კოსმიური კულტურა, სავსე საიდუმლო ნიშნებით, რომლებიც ამაგრებენ მიწიერი ადამიანის კავშირს მის აკვანთან–კოსმოსთან. ხელოვნების გენიალური შემოქმედება ყოველთვის აქტუალურია, რადგან მათთვის არ არსებობს დროის გაგება. მაგრამ ადამიანს, რომლის სულიც მოხვდა მიწიერ ხაფანგში, არ აინტერესებს ისეთი აბსტრაქტული კატეგორია, როგორიცაა მარადიულობა.
ჩვენს პლანეტაზე ადამიანების მცირე ჯგუფს, რომელთაც მიეცათ ჭეშმარიტი კულტურის მოვლენების შექმნისა და მიღების ნიჭი, კარგად ესმით, რაზეა აქ საუბარი.
სამწუხაროდ, ძალიან ძნელია მიუკაკუნო (მიწვდე) უამრავი მოტყუებულის ცნობიერებას, რათა გააგებინო მათ, არ დაკარგონ კავშირი კოსმიურ აკვანთან.
როგორ ავუხსნა მათ, თუ რას კარგავენ?
როგორ დავეხმარო გაიარონ საიდუმლო ნიშნების სისტემა?
როგორ გადალახონ კოდები?
რა უნდა გაიგონ და რა უნდა იგრძნონ იმის მისახვედრად, რომ ცხოვრება თავისი „დღეს, ხვალ და შემდეგი კვირით“ მხოლოდ შეზღუდული მიწიერი მოვლენაა?
დედამიწაზე ჩვენ ყველას მოგვეცა შანსი, ესაა მარადიულობის სულიერი გამოვლინება, იმ მარადიულობისა, რომელსაც ყოველწამიერად ზურგს ვაქცევთ.
დერჟავინი: „მე მეფე – მე მონა – მე მატლი – მე ღმერთი“.
ამ სიტყვებში ხელოვნების ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ღრმა მიგნებაა. იაპონელი ხელოვნებათმცოდნეები გაბრიელ დერჟავინის ამ ლექსს მსოფლიო პოეზიის შედევრად მიიჩნევენ. ყველაფერი ეს – მატლიდან ღმერთამდე და მონიდან მეფემდე, ხომ ადამიანზეა, მის უსაზღვრო შესაძლებლობებზე.
მაშასადამე, მთავრი საიდუმლო და ექსპერიმენტი ყოფიერებისა მდგომარეობს იმაში, რომ სული მოვათავსოთ სხეულში და მივცეთ გამოსაცდელი ვადა. სწორედ ეს ჰქონდა დიდ ფილოსოფოსს ემანუელ კანტს მხედველობაში, როცა ამბობდა: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზემოთ და მორალური კანონი ჩემში“.
შეძლებს კი მიწიერი სხეული თავისი არსებობის სულ რაღაც 60-70 წლის განმავლობაში გაანადგუროს კოსმიური სული? დიახ თუ არა? უმეტეს შემთხვევაში, როგორც გვიჩვენებს გამოცდილება, შეძლებს. თანაც სხეულს მიეხმარებიან…
და მაინც საშინლად გვსურს, გამოვტაცოთ რაც შეიძლება მეტი რაოდენობა ადამიანებისა სულის გამანადგურებელ მანქანას.
თარგმნა: მაკა წკრიალაშვილმა
წიგნიდან: “გენიოსების საიდუმლო” –მიხეილ კაზინიკი
ეს სუბიექტური შეხედულებაა…
ბატონო ხვიჩა, ძალზედ ახლობელ, სულიერ მეგობრად მიმაჩნიხართ ამ ვირტუალურ სივრცეში, რადგან სწორედ იმას მოუწოდებ ადამიანებს, როგორიც მინდა იყოს კაცობრიობა.
სამწუხაროდ ცხოვრება იმდენად რთულია, დღემდე ვერავინ ახსნა, ხოლო თვით გენიალური ჰიპოთეზებით, არაფერი შეიცვალა. ასე მგონია, (მაპატიოს ყველამ)-ჩემსავით არავის ესმის თქვენი დიადი მოწოდებების, მაგრამ ყველა ვერ იქნება გენიალური შემოქმედი, ყველას არ შეუძლია იყიდოს გენიოსთა ნაწარმოებები და მათ შორის მეც…
არაა ეს ცხოვრება რეალობაზე მორგებული და ამიტომაც ამ ირეალური სივრცით ვცდილობთ სული დავიმშვიდოთ. არსებობის თუნდაც მეოთხედს, (60-70 უკვე შორი გზაა) – სიყვარული გამოვსტაცოთ…
თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მავანთ მწარედ არ გააღიმებთ ეგ მოწოდება და სევდას არ მოჰგვრის?
(მავანთ „ფაქიზოც კი არა გვყავს, რომ ეკონომიურად მიწაზე ფეხი მოვიკიდოთ)… მწვერვალი კი, მხოლოდ დაბლიდანაა მშვენიერი, მთვარეზეც მიწის ნაჭერია და ანგელოზშიც დემონია….
ციტირება:
„კოსმიური კულტურის წარმომადგენლები კი არიან გენიოსები, რომლებიც ქმნიან დიდ შემოქმედებას, მაგრამ საერთო არა აქვთ მასებთან. ისინი ხვდებიან კოსმიური სულის ძირითად პოსტულატს — რომ ადამიანი ეს არის უნიკალური, ერთადერთი და განუმეორებელი.“
ჩნდება კითხვა: ეს გენიოსები საკუთარი თავისთვის ქმნიან თუ ხალხისთვის? და თუ ხალხისთვის, დამისახელეთ ის გენიოს – გენიალური, „კოსმიური კულტურის“ პიროვნება, რომელიც შეაჩერებს „კოსმოს-მწვერვალიდან“- დედამიწაზე სისხლსა და ცრემლებს, რომელიც უპირველეს, დაამკვიდრებს მშვიდობასაა და ერთიანობას ადამიანებს შორის….
„ საშუალობა უუნაროა გაუგოს გენიოსებს.“- ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, მაგრამ დაბალმა და საშუალომ მხოლოდ სულიერებით რომ ვერ მიაღწია „მწვერვალს“ და ჭაობს რომ ვერ გასცდა, ეს არაა მისი ბრალი, რამეთუ (თუ უფალი მართლა გვწამს, უნდა გვახსოვდეს, რომ მისი ნების გარეშე, „ერთი წყრთითაც“ ვერ ამაღლდება ადამიანი.)- და თუ ეს აბსურდია, არაფერი ყოფილა ჭეშმარიტი.
„ ადამიანი კი იბადება გენიალურად, ის არის შეკუმშული (შედედებული) კოსმიური ენერგია, რომელიც მოხვდა მიწიერ ჭაობში. ამ ჭაობში მას ელოდებიან ადგილობრივი ხელისუფალნი. ამიერიდან ადამიანი მიწიერი კონვეირების მონა ხდება. მას რიგში ჩააყენებენ, დაასაჭურისებენ და აუხსნიან, როგორ მოიქცეს. მას მოუყვებიან, რას ნიშნავს “იყო თანამედროვე“. მას ასწავლიან იყიდოს ის, რაც აუცილებელია გამყიდველების გასამდიდრებლად.“
სწორედ რომ ასეა ეს სამყარო შექმნილი, სამწუხაროდ, მაგრამ „კონვეირებულ ადამიანს, რომელსაც ჭაობის გარდა არაფერი გააჩნია, სად წავიდეს? განა დაწყევლილი ფულის გარეშე შესაძლებელია (თუნდაც გენიოსებმა) გზა გაიკვალონ მწვერვალისკენ?…
მე მინდა შევიძინო გენიალურ ავტორთა წიგნები, ნახატები, დისკები, ყველაფერი, რაც გონების მკვებავი წყაროა, მაგრამ ფული?…
იმდენი ტვინი ყველას აქვს, მიხვდეს მისი ბედნიერებისთვის რაა მთავარი, მაგრამ „ადგილობრივი ხელისუფალნი“, თუ დემონთუფალნი, იმ ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზებს უღობავენ სწორედ ჭეშმარიტებს, უფულო და არა უუნარო ადამიანებს და ამიტომაც არ ამოშრა ჭაობი.
როცა თქვენს სტატიებს ვკითხულობ, ყველაფერი იოლი მგონია,მაგრამ საკუთარ პრობლემებთან დარჩენილს, თვალწინ „ცოდვილთა თეატრონი“ მეხატება…
ადამიანი ღმერთის ქმნილება რომ იყოს, მასში რაღაც მაინც იქნებოდა ღვთიური….
„დერჟავინი: (ამბობდაო -) „მე მეფე – მე მონა – მე მატლი – მე ღმერთი“.
ამ სიტყვებში ხელოვნების ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ღრმა მიგნებაა. იაპონელი ხელოვნებათმცოდნეები გაბრიელ დერჟავინის ამ ლექსს მსოფლიო პოეზიის შედევრად მიიჩნევენ. ყველაფერი ეს – მატლიდან ღმერთამდე და მონიდან მეფემდე, ხომ ადამიანზეა, მის უსაზღვრო შესაძლებლობებზე.“
(მე კი ვთქვი:)
მდუმარებს მეფეც, პოეტიც, ისმის ამურის გოდება,
ჩვენ სამშობლოსთვის მოვედით, სამშობლო არ მეორდება…
მოვედით სიყვარულისთვის და სიმღერისთვის მოვედით,
მოვკვდეთ სამშობლოს გულისთვის,მეფეც, მონაც და პოეტიც…
……..
„ადამიანს, რომლის სულიც მოხვდა მიწიერ ხაფანგში, არ აინტერესებს ისეთი აბსტრაქტული კატეგორია, როგორიცაა მარადიულობა.“-(ო)…
მერედა ამ ხაფანგის დამგებთ უნდა ებრძოლოს გენიოს -გენიალურ-ბრძენმან, რომ ღვთის გლახაკთ, ანუ „უუნარო“ ადამიანებს, გზა გაუკვალონ, თორემ (ვისიც არ უნდა იყოს) რჩევები და მოწოდებები ადვილია მხოლოდ (უხეშად რომ ვთქვა) უმდიდრესთათვის, ხოლო უღარიბესთათვის იგი რჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა და ამას უპირველესად ჩემი თავიდან გამომდინარე ვამბობ…
იმედია გასაგებია, რომ ძალიან კარგად მესმის რაა საჭირო „მწვერვალზე“ მოსახვედრად, მაგრამ, ჩემმა მე და სხვებს თავისმა ცხოვრების ბედმა თუ პირობებმა გვითხერა: ა რ ა !!!…
რათქმაუნდა ბრძოლას ვაგრძელებთ, თუმცა ჰორიზონტს მიღმა მხოლოდ გლადიატორთა არენა მოჩანს და ეს არენა ცოდვილი გენიოსებია, ცოდვილი დედამიწით, რომელსაც მეორედ მესიის მოსვლა ჯერ არ ეღირსა…
ახლა კი მინდა ლექსი, რომელიც ჩემს დამოკიდებულებას ყველაფრისადმი ხსნის, პირადად თქვენ გაჩუქოთ, – ჩემო სულიერო მეგობარო….
ნეტავი ისე იყოს, როგორც ჩვენ გვინდა… გვწამს… გვეიმედება… ველოდებით..
სითბოთი და სიყვარულით : ბობოქარი დედამიწის შუაგულიდან : მაია მახარაძე…
უფალო!
(ვირტუალურ სამყაროში, ჩემს სულიერ მეგობარს, ხვიჩა მებონიას)
სულიწმიდისგან ჩაისახე, წმინდა ქალწულში,
ნაცვლად აკვნისა, ბაგა იყო შენი საწოლი,
ვისაც, რომ ხელით მოაშორე, გულზე მარწუხი,
დღეს იმათ ცოდვებს, თვით თემიდაც, ვეღარ აწონის…
ქადაგებდი და მადლს აპნედი, დანდობ – შენდობით,
კვართის ამარას და ფეხშიშველს, სინემა გცნობდა,
შენს ყოველ სიყტვას, ამოსუნთქვას, მე ბრმად ვენდობი,
ჭეშმარიტებით თვალს უხელდი მას, ვინაც გგმობდა…
თვით დაგმობილმა, გაყიდულმა , ოცდაათ ვერცხლად,
გამყიდველი და დამგმობელი, მამას ავედრე,
შენ ინთებოდი, სადაც იყავ საჭირო, ცეცხლად,
ადამთა მოდგმას, თვით ჯვარცმასაც, კი არ აყვედრებ…
ბრბოთა წინაშე, ხელებს ურცხვად იბანს პილატე,
ჭეშმარიტ უფალს, ამჯობინეს, ქურდი ბარაბა,
ჟამს აღდგომისას, თუმც იხილეს, ბრიყვმან სინათლე,
შარავანდედად მოფენილი, მათ ბნელ დარაბას…
სიყვარულისთვის მოვლენილო, მხსნელო მესიავ,
გვმოძღვრავდი, ზეცას რწმენა უნდა და არა კიბე,
ჭეშმარიტების ყოფა დღესაც, უმძიმესია,
თუმცა ისინი იტოვებენ, კვლავაც შენს იმედს…
(ოცდამეერთემ დაასრულა „მითების“ კითხვა,)
ანუ ღვთის რწმენას ანახევრებს, აღრევა სისხლის,
ნუ გვალოდინებ გამჩენელო, გვედრი, რომ გვიხსნა,
ნოეს კიდობანს მარტო ვჭედავ, დრო საყრდენს გვიშლის…
უკვე წარღვნაა სამყაროში, აპოკალიფსი…
ცნობიერება ჟანგდება და ყოფიერდება,
იქცა ნაკვეთად ჰორიზონტი, ბრძენთა თვალებშიც,
დედამიწა კი, ნაოჭდება, სკდება, ბერდება…
ნუთუ სიკეთემ ბოროტება ვერ გადაწონა,
ნუთუ ცოდვაზე ნაკლებია, ადამთა მადლი?!
გული ვაქციე ურწმუნოთა სასტიკ სასწორად,
სუყველა ცოდვილს ავუზომე თავისი ადლი…
მაგრამ მე ვინ ვარ, რა ძალა აქვს, ჩემს ღაღადებას,
მამაო ჩვენო! მოგვივლინე კვლავაც მესია,
იესო! ახლა მე შევხვდები, შენს დაბადებას,
მკერდით დაგიცავ, რომც ვიცოდე, ტყვიას მესვრიან…
. . .
დიდი მადლობა ბატონო ხვიჩა ყველაფრისატვის.ვგრძნობ როგორ მთელი გულით ც დილობთ დაეხმაროთ ყველა იმ ადამიანს ვინც ასა უზომოდ,გადაძაბული და დათრგუნულია დგესდგეობით. მე პირადად ერთი აზრი გამაჩნია და ამ აზრს ალბათ სიკვდილამდე ვერავინ შემაცვლევინებს და მადლობა უფალს რომ,ბევრ რამეზე თვალი ამეხილა და თითქოს ხელისგულივით არი ჩემს წინ ეს მოვლენები გადაშლილი თუ რაც ხდება დღესდგეობით. თუ როგორ გაბათონებულია ეშმაკი და როგორ ისმის მისი სუნთქვა ყველგან,როგორ გაგვაბოროტა და როგორ გაირყვნა მთელი დედამიწის უმრავლესობა,როგორ იგმობა უფალი.ესყველაფერი კულმინაციამდეა უკვე მისული. თქვენ ერთერთ ვიდეორგოლში საინტერესოდ ხსნით როგორ,ვართ ბავშობიდანვე ვიღაცისგან მართვადი და შეშინებულები თუნდაც სკოლის ასაკიდან,ყველაფერში აბსოლიტურად გეთანხმებით გარდა ერთისა:წუთისოფლის ადამიანისაგან ხსნა არიქნება,მხოლოდ უფალი და ეკლესია თუ გვიშველის,წმინდანთა და ღვთისმშობლის ლოცვა თუ გვიშველის.ასიათასობით რომ იყვნენ თუნდაც თქვენნაირი კეთილმოსურნე და ნათელი გონების ადამიანები,როკფელერების,როტშილდების,მასონების და ათასგვარ უღვთო ორგანიზაციების დემონურ პროგრამებს უფლის გარეშე და ეკლესიის გარეშე ვერ დავძლევთ. აი ესარი ჩემი აზრი.პატივისცემით ზეზვა.