და კვლავ გზაში ვარ

საკონკურსო ნაშრომი N7

 

აჰჰ, დავიბადე, და აღვმოჩნდი 21-ე საუკუნის ერთ ერთი რიგითი ტყვე- დროის სრბოლაში დაკარგული. როცა დღე დღეს მისდევს და ხალხი კი კუდამოძუებული მისდევს სხვადასხვა ნივთებით ხელდამშვენებული.

Read more

როგორ მასწავლეს შვილებმა ცურვა

საკონკურსო ნაშრომი N6

     

ალბათ გინახავთ დაბა სიონი. თიანეთის ზურმუხტ მთებს შორის  მოქცეული მდინარე იორის წყალსაცავი- ცისფერი  ბრილიანტი,  ხან  მწვანე და ხანაც შაბიამნისფერი. ზოგჯერ სამივე შეფერილობით. ულამაზესია. პირველად რომ ვნახე თვალს ვერ ვაშორებდი.  გადავწყვიტე შვილები წამომეყვანა. დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად( ამაზე სხვა დროს მოგიყვებით)  მაინც მოვახერხეთ სიონში დასვენება თითქმის ერთი თვით. 

Read more

ნუ გეშინია ტკივილის

საკონკურსო ნაშრომი N5 ნუ გეშინია ტკივილის საყვარელო … ის ყველაზე საოცარი რამ არის, რაც უფალმა ჩადო ჩვენში … სიცოცხლის დასაცავად… რომელიც სიგნალია… იმისი , რომ რაღაც უნდა შეცვალო ,იმოქმედო …უშველო … ის გაცოცხლებს …ეს სიცოცხლეა … მკვდარ სხეულს აღარაფერი ტკივა … ამას სიცოცხლე განაპირობებს, ტკივილს შეგრძნებას მასში … სიფრთხილედ გამოიყენე ის და არა შიშის საფუძვლად … Read more

ფიქრები წყენასა და პატიებაზე

 საკონკურსო ნაშრომი N4

ადამიანი ბიოსოციალური არსებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერასოდეს ვიარსებებთ ერთმანეთთან ურთიერთობის გარეშე. ურთიერთობა გვხდის ბედნიერსა და უბედურს, გვიყალიბებს წარმოდგენებსა და პროგრამებს, რომლებითაც ვცხოვრობთ, გვაძლევს ცხოვრებისეულ გაკვეთილებსა და სულიერი განვითარების შესაძლებლობას. 

Read more

წლის ტრანსფორმაცია ტონია ლიტოვკასთან ერთად და “დუალური გონების” ხაფანგები

“ერთხელ, ოთახში შემთხვევით ჩიტი შემოფრინდა. ის ფართხალით აწყდებოდა კედლებს და ვერ პულობდა გასასვლელს. ადამიანმა გადაწყვიტა დახმარებოდა მას, ისევ უკან, თავისუფლებაში დაბრუნებაში, მაგრამ ჩიტს ადამიანებთან ურთიერთობის წარსული გამოცდილება აიძულებდა სიფრთხილის გამოჩენას.

მას ჰქონდა ერთგვარი პროგრამა, რომ ადამიანი მტერია, მტაცებელი, რომელსაც შეუძლია მისი მოკვლა და ეს პროგრამა იმდენად ღრმად იყო გამჯდარი მთელს მის არსებაში,  რომ ფრინველს არ შეეძლო შესაბამისად აღექვა ადამიანის ჭეშმარიტი განზრახვა: გაეთავისუფლებინა ჩიტი მისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

lito

შიში არ აძლევდა იმის გაგების საშუალებას, რომ ადამიანს ამოძრავებდა სიყვარული და დახმარების გაწევის სურვილი. როგორც კი ის ფრინველს მიუახლოვდებოდა, ჩიტი კიდევ უფრო მეტად განწირულად ფართხალებდა და უთავბოლოდ აწყდებოდა კედლებს, ფანჯრის მინებს, სხვადასხვა ნივთებს ოთახში…

არადა, მას რომ შეძლებოდა ჩაწვდომოდა არსებული სიტუაციის არსს ისე, რომ არ გაეტარებინა ის საკუთარი წარსული გამოცდილების პრიზმაში, მაშინ არ მოუწევდა ასეთი სტრესის გადატანა. მისი უსიამოვნებების ნამდვილი მიზეზი იყო მისივე უმეცრება და მცდარი წარმოდგენა რეალობაზე. ის არ ენდობოდა დახმარებისთვის გამოწვდილ ხელებს…”

Read more

ქალიშვილის წერილი მამას

papa

ჩვენი ისტორია დაიწყო ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე. მე ჯერ არ ვიყავი, მაგრამ შენ უკვე მელოდებოდი. და მელოდებოდი ალბათ ისე, როგორც არ ელოდებიან არასდროს და არავის ცხოვრებაში და  შენ უკვე გიყვარდი, მთელი გულით, მთელი არსებით.  

Read more

ფორთოხლის ლიმონათი

საკონკურსო ნაშრომი N3

                                                   

   ჩემი ბავშვობის ჩანახატებიდან

2004 წელი. 14 ოქტომბერი. დღეს ყველანი სახლში ვართ. გარეთ ისეთი ამინდია, რომ გგონია სიცივეა, მაგრამ სინამდვილეში ჯერ კიდევ თბილა და გსიამოვნებს. დედიკოს ჩემი საშემოდგომო ქურთუკი გარეთ გამოუფენია და ხვალისთვის მიმზეურებს. ჩემი პატარა დაიკო,  სავარძელში ზის და რაღაცაზე ფიქრობს. 

Read more

სამი სიზმარი და უფრო მეტი გაკვეთილი  

 საკონკურსო ნაშრომი N2

ეპიგრაფის მაგიერ:ჯერ ვიფიქრე დამეწერა ჩემზე, მერე ვიფიქრე, დამეწერა შენზე, შემდეგ კი მივხვდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა ჩემზე დავწერ თუ შენზე, რადგან შენ ჩემი ანარეკლი ხარ, მე კიშენი, მე შენ ვარ, შენ კი მე

Read more

ვინც იცის რატომ, ის გაუძლებს ყოველგვარ როგორს…

 საკონკურსო ნაშრომი N1

ქართული ანდაზაა – “გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო”, თუმცა ყოველთვის ამართლებს კი ეს გაქცევის ხერხი? – საკითხავია… 

Read more

კონკურსი

  კონკურსი დაიწყო   საუკეთესო პოსტი (სტატია, ჩანახატი, ესსე, ნოველა, ლექსი და ა.შ.) პიროვნული ზრდის თემაზე.   მონაწილეობის პირობები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. მიუხედავად მისი ეროვნებისა, ასაკისა, სქესისა, რასისა და აღმსარებლობისა! არავითარი შეზღუდვა თემის არჩევისას. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები უნდა აკმაყოფილებდეს ერთადერთ პირობას: უნდა შეესაბამებოდეს ბლოგის თემატიკას – პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება.   … Read more