გილოცავთ 8 მარტს

ვიღაცას უთქვამს „ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარიაო მამაკაცისა“! დიახ, სიზმრად თუ ცხადად, მიწაზე თუ ცაში, ხმელეთსა თუ ზღვაში, მთაში თუ ბარში, სააქაოში თუ საიქიოში არ მეგულება ბევრად უფრო სრულყოფილი, დიადი, მშვენიერი, საოცარი, იდუმალი, ღრმა, სათუთი და ამავე დროს ძლიერი, გონიერი და ბრძნული ქმნილება უფლისა, ვიდრე ქალია! ძვირფასო ქალბატონებო, დედებო, დებო, მეუღლეებო, სწორედ თქვენ ხართ ის … Read more

მსოფლიო ჩემპიონატი ეფექტურობაში და პოზიტიური აზროვნების საიდუმლო

  ერთხელ ერთ ბუდისტურ ტაძარში, ახლაგაზრდა ბერი მივიდა წინამძღვართან და სიხარულით უთხრა: – მოძღვარო მე ვისწავლე ჩემი აზრების მართვა. ახლა ისინი მუდმივად კონტროლქვეშ მყავს. – ძალიან კარგი, – უპასუხა მოძღვარმა,- ყოჩაღ! ახლა ეცადე მედიტაციის დროს არ იფიქრო პატარა ცელქ მაიმუნებზე. რამოდენიმე დღის მერე ახალგზარდა ბერი ისევ მივიდა მოძღვართან უკვე გაწამებული სახით: – მოძღვარო დავიტანჯე, აღარ … Read more

გაყიდე შენი ნაკლი

რუბრიკა: სავარჯიშოები, ტექნიკები

გაყიდე შენი ნაკლი

 

ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ, რაზეც ვახდენთ ჩვენი აზროვნების მუდმივ კონცენტრირებას, სწორედ ის ვითარდება და ძლიერდება ჩვენს ცხოვრებაში.

მაგალითად, თუ ჩვენ გამუდმებით ვამჩნევთ ჩვენში ნაკლოვანებებს და ვახდენთ მათზე კონცენტრირებას, დავიწყებთ ბრძოლას საკუთარ ნაკლოვანებებთან, ადრე თუ გვიან აუცილებლად დავმარცხდებით, რამეთუ ის, რასაც ვებრძვით, მხოლოდ ძლიერდება ამ ბრძოლისგან, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით კონცენტრირებული ჩვენს ღირსებებზე, მაშინ სწორედ ამ ღირსებების განვითარებას შევუწყობთ ხელს.

ხშირ შემთხვევაში, ის რასაც ჩვენ ნაკლოვანებებს ვეძახით, სინამდვილეში არის მხოლოდ ჩვენი შეგრძნებები და დამოკიდებულება ხასიათის ამა თუ იმ თვისებაზე. მაგალითად ერთი და იგივე ქმედება ერთი და იგივე სიტუაციაში ერთისგან შეიძლება შეფასდეს როგოც სიმხდალე, მეორეისგან კი , როგორც სიფრთხილე.

ახლა მე გაგაცნობთ ერთ სავარჯიშოს, რომელიც მოგცემთ საშუალებას, შეიცვალოთ დამოკიდებულება თქვენი ე.წ. ნაკლოვანებებისადმი და დაინახოთ მათში პოზიტივი.   

Read more

ოქრო თუ ნაგავი? – ანუ, ვინ რას უზიარებს გარშემომყოფებს

oqro-tu-nagavi

ხანდახან გვეჩვენება, რომ გარშემომყოფებს არ ესმით, თუ რამდენად კარგი ადამიანი ვართ, ვერ ამჩნევენ ჩვენს ღირსებებს. რა არის ამის მიზეზი? 

Read more

თვითმკვლელი

xidi1

 

ადამიანი, რომელიც ხიდის მოაჯირზე იდგა, ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ უკვე ბევრის გადატანა მოესწრო. 

Read more

ისინი იყვნენ ორნი…

qali-da-kaci

ისინი იყვნენ ორნი – ქალი და კაცი. მათ სადღაც იპოვეს ერთმანეთი და ახლა ცხოვრობდნენ ერთად, ერთი ცხოვრებით, ზოგჯერ მხიარული, ზოგჯერ მოწყენილი და საერთოდ, ორი ძალიან ბედნიერი ადამიანის ძალზე ჩვეულებრივი ცხოვრებით.

Read more

ლურსმანი და თავშეუკავებელი ახალგაზრდა

იყო ერთი ძალზე ემოციური და თავშეუკავებელი ახალგაზრდა, რომელიც ადვილად ბრაზდებოდა ხოლმე და შემდეგ საშინელი სიტყვებით ილანძღებოდა.

ერთხელ მამამისმა ის დასაჯა შემდეგნაირად: ყოველ ჯერზე, როცა ახალგაზრდა ვერ შეძლებდა სიბრაზის შეკავებას, მას ერთი ლურსმანი უნდა ჩაეჭედა ხის ძელზე.

ლურსმანი

პირველივე დღეს ძელზე გაჩნდა რამოდენიმე ათეული ლურსმანი. ასე გაგრძელდა რამოდენიმე დღე, მაგრამ მერე ახალგაზრდას მობეზრდა რა ხშირ–ხშირად ძელზე ლურსმნის მიჭედება, თანდათანობით აიძულა თავი გაეკონტროლებინა საკუთარი ემოციები და შესაბამისად ყოველდღიურად დაიწყო კლება ძელზე მიჭედებული ლურსმნების რაოდენობამაც.  

Read more

ბედნიერების დევნაში

კატა

ერთხელ, ერთი ბებერი კატა შეხვდა ახალგაზრდა კნუტს, რომელიც ცდილობდა დაეჭირა საკუთარი კუდი. ის თავგანწირული ტრიალებდა წრეზე. ეცემოდა, წამოდგებოდა და ისევ განაგრძნობდა კუდის დევნას. 

Read more

უცნაური ანდერძი

ერთ ღვთისმოშიშ კაცს ყავდა ურწმუნო შვილი. მამა ძალიან განიცდიდა, მაგრამ ვერაფრით შეძლო ბიჭისთვის ღვთის სიყვარული ჩაენერგა.

ერთხელ, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, დაუძახა შვილს და უთხრა:

– შემისრულებ უკანასკნელ თხოვნას?

– რა თქმა უნდა მამა.

უცნაური ანდერძი

– ჩემი სიკვდიდილის შემდეგ, 40 დღის განმავლობაში, ყოველდღე, მინიმუმ 15 წუთით მოდი ამ ოთახში.

– და რა უნდა გავაკეთო?

– არაფერი, უბრალოდ მოდი და დაჯექი სკამზე, ოღონდ ყოველდღე და მინიმუმ 15 წუთით.

– კარგი მამა, გპირდები.   

Read more

დროის კვადრანტი

pirovnuli-ganvitareba

“ერთხელ წარსული და მომავალი შეკამათდნენ.

წარსული ამტკიცებდა:

– მე ვარ მთავარი ადამიანისთვის. ეს მე შევქმენი ადამიანი ისეთად, როგორიც ის დღეს არის და მას შეუძლია მხოლოდ ის, რაც ისწავლა წარსულში. ადამიანს აქვს საკუთარი თავის რწმენა მხოლოდ იმიტომ, რომ მას შეუძლია კარგად აკეთოს ის საქმეები, რომელთა კეთების გამოცდილებაც აქვს წარსულიდან.

ადამიანს უყვარს ისინი, ვისთანაც მას აკავშირებს ურთიერთობები წარსულში. მხოლოდ წარსულის გახსენება ხდის მას ბედნიერს, იმიტომ, რომ მხოლოდ წარსულში  გრძნობს თავს უსაფრთხოდ და მყუდროდ, რადგანაც იცის რომ იქ არაფერი შეიცვლება.   

Read more