დღეს უკვე იმ ნიშნულს მივაღწიე, რომელსაც დაღლა ჰქვია. უღიმღამოდ გადავამოწმე მეილი, შემდეგ ჩემს ფეისს გვერდს ჩავუყევი და ძალიან პოზიტიური ფოტო ვიპოვე. ფოტო, რომელიც სიკეთეს და ბედნიერებას ასხივებდა.
დღეს უკვე იმ ნიშნულს მივაღწიე, რომელსაც დაღლა ჰქვია. უღიმღამოდ გადავამოწმე მეილი, შემდეგ ჩემს ფეისს გვერდს ჩავუყევი და ძალიან პოზიტიური ფოტო ვიპოვე. ფოტო, რომელიც სიკეთეს და ბედნიერებას ასხივებდა.
მე დავიბადე სოფლად, სადაც ქალები მზეს ასწრებენ გაღვიძებას და ნამიან მდელოს გრძელი ქვედაბოლოებით შეისისხლხორცრბენ. მე დავიბადე სოფლად, სადაც მამლის ყივილი მოასწავებს ახალი დღის გათენებას.
ყოველი დილა იწყება იმედით, დღეის შემდეგ. ეს უკანასკნელი კი მოიცავს ყველასა და ყველაფერს რისი შესრულების ძალაც დღეს არ შეგვწევს. ამ ორ სიტყვაში კი გადის დღეები, კვირები, თვეები და ზოგჯერ წლები სასრულამდე. ასე უსასრულო ჯაჭვით არის გადაბმული ყოველი დღე ამ სიტყვებზე, ისე თითქოს თავშესაფარს ამ მოკლე წინადადებაში პოულობს. თითქოს გეიმედება არარსებული გარემოება, რომელსაც მომავალში შენვე იქმნი.
“ბედნიერება მდგომარეობაა, მდგომარეობას კი ჩვენვე ვიქმნით, ვიქნებით უბედურები, ბედნიერები, თუ ძლიერები ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ნებისმიერი მათგანის მიღწევას თანაბარი ძალისხმევა სჭირდება!”
ადამიანი, დაბადებიდან გრძნობს რაოდენ უმწეოა დიდი სამყაროს წინაშე. ამიტომ ჯერ კიდევ პირველ წამებს ამ სამყაროსთან შეხვედრისა ტირილით აპროტესტებს. შემდგომ კი ეძებს გზებს, როგორ დაამყაროს მასთან კომუნიკაცია. ჯერ ღიღინით, მერე გაუგებარი ბგერებით, შემდგომ პირველი სიტყვებით და ბოლოს გარკვეული მეტყველებით.