ყოველი დილა იწყება იმედით, დღეის შემდეგ. ეს უკანასკნელი კი მოიცავს ყველასა და ყველაფერს რისი შესრულების ძალაც დღეს არ შეგვწევს. ამ ორ სიტყვაში კი გადის დღეები, კვირები, თვეები და ზოგჯერ წლები სასრულამდე. ასე უსასრულო ჯაჭვით არის გადაბმული ყოველი დღე ამ სიტყვებზე, ისე თითქოს თავშესაფარს ამ მოკლე წინადადებაში პოულობს. თითქოს გეიმედება არარსებული გარემოება, რომელსაც მომავალში შენვე იქმნი.
მაგრამ გიფიქრია რას აკეთებ დღეს ამისთვის? თუ დაფიქრდები და ნახავ, რომ გუშინდელის მერე არაფერი შეცვლილა ესეიგი არაფერს და არც აპირებ კიდევ დიდი ხნით.
ადამიანებს გვეშინინია, გვეშინია აწყმოსი და ეს აწყმო არასასურველ წარსულად იქცევა ხოლმე, რომელიც გზას გიღობავს ქმედებაში და კიდევ ვინუგეშებთ თავს, რომ დღეის შემდეგ რაღაც სხვაგვარად იქნება, უფრო კარგი, უფრო ნათელი, სასურველი. მაგრამ შეცვლილა რაიმე მხოლოდ სურვილით? როგორც იტყვიან ხელი ხელს ბანსო. ასევეა სურვილი და ქმედება, ისინი ერთად განსაზღვრავენ მიზანს. მიზანს სულს ვერ შთავბერავთ სურვილის გარეშე, ხოლო ხორცს ვერ შევასხამთ ქმედების გარეშე.
გეთანხმებით არ არის მარტივი ყველაზე იოლი ნაბიჯიც კი დასაწყებად. რთულია ყოველი ახალი გარემო, შინაგან ქაოსს იწვევს, როგორც არ უნდა იყოს. მაგრამ დროს, როცა დავუთმობთ საკუთარ თავს მივხვდებით, რომ გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ ვისწავლეთ, შევეჩვიეთ, განვითარდით. მაგრამ ის რად ღირს, რომ აღარ იარსებებს დღეის შემდეგ. ცხოვრებისკენ სვლას დღევანდელი დღით დაიწყებ. არ დაგჭირდება გასასამართლებელი საბუთები საკუთარ თავთან. მითუმეტეს სხვასთან.
იმისთვის, რომ გაიზარდო, განვითარდე და სასურველს მიაღწიო პირველ რიგში საკუთარი თავის, სურვილებისა და ოცნებების პატივისცემა უნდა შეძლო. რადგან თუ შენ არა სხვა მითუმეტეს ვერ შეძლებს ამას. პირიქით შენში იარსებებს იმდენი ადამიანის მიზანი და მისწრაფება, რამდენსაც იცნობ.
ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არ სჩვევიათ უფრო ახლოს მოვიდნენ შენს შინაგან სამყაროსთან. რეალურად განსაზღვრონ რა გიხარიათ და რა არა. ამიტომ ნუ დავადანაშაულებთ ჩვენს “უბედობაში” სხვებს. მხოლოდ შენ შეგიძლია იპოვო საკუთარი თავი დღევანდელობაში. დაფიქრდი როგორ მოიქცეოდი, რომ ცოტახნით ყველაფრისგან მოშორებული ყოფილიყავი ცისა და მიწის ფერდობზე, სადაც მხოლოდ ბუნების საოცრებებია. რა იქნებოდა შენი რეალური სურვილი, ქმედება.
შევწყვიტოთ დღევანდელობაში სხვისი ჩართულობა იმ დოზით, რაც საერთოდ არ წარმოადგენს საჭიროებას. ერთი ნაბიჯი, ყოველთვის მოითხოვს მეორეს, მეორე მესამეს და ასე დაუსრულებლად. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ დღეს, ამ წუთს დაიწყოთ ქმედება. თუ სათქმელი დაგიგროვდათ თქვით, თუ ქმედება გსურთ იმოქმედოთ, თუ ყვირილი გინდათ იყვირეთ. ოღონდ ნუღარ გაივლებთ თვენთვის ჩუმად გულში -დღეის შემდეგ…. არ იარსებებს დღეის შემდეგ, ვინდაიდან არსებობს დღეს. რადგან დღეების განმავლობაში ისე დაგიგროვდებათ სურვილებიც, მიზნებიც, სათქმელიც და ქმედებებიც, რომ უბრალოდ ვეღარ შეძლებთ ამ სიმძიმის გადაფარვას, ხვალინდელი დღის იმედით. არ გადადგმული ნაბიჯები ნელ-ნელა სევდით გამოკვებავს თქვენ ხორცსაც და სულსაც. ისე, რომ აღარც სურვილი იარსებეს, იმედი ვნახოთ ხვალინდელ დღეში.
” გსურს გაიგო ვინ ხარ? ნუ დასვამ ამ შეკითხვას. იმოქმედე! მოქმედება გამოარჩევს და განსაზღვრავს შენს პიროვნებას!”
სტატიის ავტორი: ანნა გვილავა
P.S. და რა სჭარბობს თქვენს ცხოვრებაში, მოსაწყენი ერთფეროვნება თუ მრავალფეროვანი თავგადასავლები? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები აქვე კომენტარებში.
P.P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
წარმატებები <3
ე.წ.მედღე-მეხვალეობა ყველას ახასიათებს მეტ-ნაკლებად.თუმცა შედეგი მოგაფხიზლებს და შეგცვლის (გონიერების შემთხვევაში) მომეწონა.
მოსაწყენი ერთფეროვნება:( 🙁 🙁