

როგორ იქმნება გენიალური იდეები? აქვთ თუ არა რაიმე საერთო „მონა ლიზას“ და ფარდობითობის თეორიის ავტორებს?

მიმდინარე წლის 18-20 მარტს კომპანია MBM -ის ორგანიზებით უკრაინაში, ქ. ბროვარიში ჩატარდა სამდღიანი ბიზნესკონფერნცია Brand&Marketing (ბრენდ მარკეტინგი). მე როგორც ამ კომპანიის ერთ-ერთი პროექტის “მაღალანაზღაურებადი სპიკერების აკადემიის” პლატინიუმ ჯგუფის წევრს, საჩუქრად გადმომეცა კონფერენციაზე დასაწრები VIP პაკეტი და რა თქმა უნდა სიხარულით მივიღე მოწვევა და დავესწარი კიდევაც ამ ღონისძიებას, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ღონისძიება დიდი რაოდენობის პრაქტიკული ხასიათის უნიკალური კონტენტით, რომელსაც ახალგაზრდა მაგრამ უკვე ძალიან გამოცდილი პრაქტიკოსი ინტერნეტბიზნესმენები გვიზიარებდნენ არტიომის თამადობით, უამრავი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და არაჩვეულებრივი ახალი კავშირები, საზეიმო საღამოები და ალაფურშეტები, მოწვეული მსახიობების, კომიკოსების და ცოცხალი მუსიკის თანხლებით, ლაზერშოუ, სტენდაპშოუ… მოკლედ სასარგებლოს და სასიამოვნოს საოცარი შეხამება!
და რაც ასევე საისამოვნოა მიუხედავად ძალიან გადატვირტლი გრაფიკისა კომპანია MBM-ის დამფუძნებელმა, ახალგაზრდა მილიონერმა არტიომ ნესტერენკომ მაინც გამონახა დრო ჩემტან ინტერვიუს ჩასაწერად.
ჩაწერა მიმდინარეობდა რუსულ ენაზე, მისი ქართულად გახმოვანება ჯერ მზად არ მაქვს, ამიტომ ვიდეოს თან ერთვის ინტერვიუს ტექსტური ვერსია ქართულ ენაზე.
ვიდეოს ჩასართავად დააჭირეთ თეთრ სამკუთხედს შუაში. ტქესტური ვერსია იხილეთ ვიდეოს ქვემოთ.
მოგესალმებით, მე ვარ ხვიჩა მებონია, ინტელექტტრენერი და სამოტივაციო სპიკერი. ახლა ვიმყოფები ქ. ბროვარიში, უკრაინა, სადაც ვესწრები გრნადიოზულ სამდღიან ბიზნეს-კონფერენციას „ბრენდ-მარკეტინგი“ რომელიც ტარდება კომპანია MBM -ის ორგანიზებით. და ახლ ჩვენ გვაქვს საშუალება გავესაუბროთ ამ კომპანიის დამფუძნებელს, ახალგაზრდა ამბიციურ, გიჟ (როგორც მას ხშირად ეძახიან) მილიონერს არტიომ ნესტერენკოს.
ძვირფასო მეგობარო, წინა წერილებში ჩვენ მოგვიწია შეხებამ სრუალიად ახალი ტიპის, პარადოქსალურ ინფორმაციასთან.
ძვირფასო მეგობარო, წინა წერილებში ჩვენ განვიხილეთ ის სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ, ის მეთოდები, მიდგომები, ტექნოლოგიები, რომლებითაც იმართება თანამედროვე მსოფლიო.
როცა სარკეში ვიყურებით, ჩვენ ვხედავთ არა უბრალოდ კარგ ადამიანს, არამედ ვხედავთ უკიდეგანო პოტენციალს, უსაზღვრო შესაძლებლობებს, ჩვენ ვხედავთ გენიოსს. შეიძლება მკითხოთ, მაშინ რატომ არ ვარ მეც ისეთივე ცნობილი და სახელგანთქმული როგორც ეინშტეინი, მახათმა განდი, მოცარტი, მიქელანჯელო და ა.შ.
საქმე იმაშია, რომ ადამიანის ზეშესაძლებლობები არის ყველაზე გასაიდუმლოებული ჭეშმარიტება დედამიწაზე, რადგან სისტემას, რომელიც მართავს სამყაროს, არ აწყობს, რომ ჩვენ ვიყოთ, ჭკვიანი, ბრძენი, გენიალური, სულით და სხეულით ძლიერი, იმიტომ რომ ასეთი ადამიანებით მანიპულირება შეუძლებელია..
ამიტომ, დედამიწაზე კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ ან უკიდურეს შემთხვეაში ეჭვი შეიტანონ იმაში, რომ ისინი, ღმერთმა თავის ხატად და დარად შექმნა და ფლობენ ისეთ უსაზღვრო შესაძლებლობებს, რომლის სიტყვით აღწერაც შეუძლებელია.
ალბათ დამეთანხმებით, რომ გაცილებით ადვილია მართო ისეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ საცოდავი ქმნილებები არიან, რომლებიც ფიქრობენ რომ არიან ავადმყოფები, სუსტები და უბედურები, ვიდრე მართო ადამიანები, რომლებმაც იციან რომ გენიალურები არიან, რომ ფლობენ უსაზღვრო შესაძლებლობებს და რომლებმაც იციან რომ უფალმა ისინი თავის მსგავსად შექმნა.
ახლა კი მოდით ვნახოთ ის ტექნიკები და მეთოდები, რომლითაც ახერხებს სისტემა ადამიანებში ღვთისგან ბოძებული ზეშესაძლებლობების ჩაკვლას და გიგანტების ჯუჯებად ქცევას.
ბედნიერებას აქვს ბევრი მნიშვნელობა და როგორც წინა პოსტიდან შევიტყვეთ პირველი – ის არის ცხოვრების არსი. არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ცხოვრების არსი მდგომარეობს იმაში რომ ვიყო ბედნიერი და გულუხვად გავუზიარო ეს ბედნიერება სხვებს.
ნებისმიერ სასარგებლო იდეას აქვს თავისი ევულუცია, მისი წარმოშობის, განვითარების და სრულყოფის გზა. ასეთი გზა გაიარეს მაგალითად რაკეტების, ცათამბჯენების, ავტომობილების, კომპიუტერების იდეამ. თუ თქვენ გესმით, რომ სასარგებლო, ადამიანებისთვის საჭირო იდეები მუდმივად ევოლუციონირებენ, თუ თქვენ შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ მათი განვითარება-სრულყოფის გზას და გაარკვიოთ რა იყო გუშინ, გუშინწინ, რა ხდება დღეს, მაშინ შეძლებთ გაიგოთ რა მოხდება ხვალ.

თუ ჩვენს სახლში შემოიჭრებიან ყაჩაღები ოჯახის წევრების მოსაკლავად, – მაშინ ვიბრძვით გამარჯვებამდე და ეს ბუნებრივია!
მაგრამ, ახლა, გთხოვთ, წარმოიდგინოთ, რომ ვიბრძვით მზეზე ადგილის მოსაპოვებლად. ჩვენ ვიღვიძებთ ყოველ დილას და ვებრძვით მთელ სამყაროს, მივდევთ ოლიმპიურ ოქროს, ვიკავებთ პოლიტიკაში პირველ ადგილს, ნობელის პრემიას, პირველობას ხელოვნებაში, ბიზნესში, მეცნიერებაში, ჩვენ ვიბრძვით ვიღაცის გულის მოსაგებად, ჩვენ ვიბრძვით, ვიბრძვით, ვიბრძვით.
ჩართეთ თქვენი ტვინი, აზრობრივად ამაღლდით ჩვენს ცივილიზაციაზე და შეხედეთ რამდენი ადამიანი კარგავს დროს, ენერგიას, ნერვებს ბრძოლაში, კონკურენციაში. ბანკები, ავია-კომპანიები, ინტერნეტ-მაღაზიები, რესტორნები, კოსმეტიკური მაღაზიები, უნივერსიტეტები, კორპორაციები – ყველანი ებრძვიან კონკურენტებს. მათი მთავარი მიზანია – საბაზრო პრონცეტის მაღალი მაჩვენებელი. ამ დაბერებული, პრიმიტიული ორგანიზაციების შიგნით მიმდინარეობს ბრძოლა აქციონერებსა და ხელმძღვანელებს შორის შემოსავლიანი და გავლენიანი ადგილების მოსაპოვებლად.
ახლახანს მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ შინაგან ბრძოლებზე, კონფლიქტებზე, ინტრიგებზე იხარჯება რესურსების 41%. ხოლო ნაღებს დღეს ხდის ის, ვინც უსწრებს დროს. კომპანია Apple-ის მაგალითზე ეს კარგად ჩანს.