

როგორ იქმნება გენიალური იდეები? აქვთ თუ არა რაიმე საერთო „მონა ლიზას“ და ფარდობითობის თეორიის ავტორებს?

მიმდინარე წლის 18-20 მარტს კომპანია MBM -ის ორგანიზებით უკრაინაში, ქ. ბროვარიში ჩატარდა სამდღიანი ბიზნესკონფერნცია Brand&Marketing (ბრენდ მარკეტინგი). მე როგორც ამ კომპანიის ერთ-ერთი პროექტის “მაღალანაზღაურებადი სპიკერების აკადემიის” პლატინიუმ ჯგუფის წევრს, საჩუქრად გადმომეცა კონფერენციაზე დასაწრები VIP პაკეტი და რა თქმა უნდა სიხარულით მივიღე მოწვევა და დავესწარი კიდევაც ამ ღონისძიებას, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ღონისძიება დიდი რაოდენობის პრაქტიკული ხასიათის უნიკალური კონტენტით, რომელსაც ახალგაზრდა მაგრამ უკვე ძალიან გამოცდილი პრაქტიკოსი ინტერნეტბიზნესმენები გვიზიარებდნენ არტიომის თამადობით, უამრავი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და არაჩვეულებრივი ახალი კავშირები, საზეიმო საღამოები და ალაფურშეტები, მოწვეული მსახიობების, კომიკოსების და ცოცხალი მუსიკის თანხლებით, ლაზერშოუ, სტენდაპშოუ… მოკლედ სასარგებლოს და სასიამოვნოს საოცარი შეხამება!
და რაც ასევე საისამოვნოა მიუხედავად ძალიან გადატვირტლი გრაფიკისა კომპანია MBM-ის დამფუძნებელმა, ახალგაზრდა მილიონერმა არტიომ ნესტერენკომ მაინც გამონახა დრო ჩემტან ინტერვიუს ჩასაწერად.
ჩაწერა მიმდინარეობდა რუსულ ენაზე, მისი ქართულად გახმოვანება ჯერ მზად არ მაქვს, ამიტომ ვიდეოს თან ერთვის ინტერვიუს ტექსტური ვერსია ქართულ ენაზე.
ვიდეოს ჩასართავად დააჭირეთ თეთრ სამკუთხედს შუაში. ტქესტური ვერსია იხილეთ ვიდეოს ქვემოთ.
მოგესალმებით, მე ვარ ხვიჩა მებონია, ინტელექტტრენერი და სამოტივაციო სპიკერი. ახლა ვიმყოფები ქ. ბროვარიში, უკრაინა, სადაც ვესწრები გრნადიოზულ სამდღიან ბიზნეს-კონფერენციას „ბრენდ-მარკეტინგი“ რომელიც ტარდება კომპანია MBM -ის ორგანიზებით. და ახლ ჩვენ გვაქვს საშუალება გავესაუბროთ ამ კომპანიის დამფუძნებელს, ახალგაზრდა ამბიციურ, გიჟ (როგორც მას ხშირად ეძახიან) მილიონერს არტიომ ნესტერენკოს.
როდესაც სწრაფი რეაგირების ბატალიონის მეთაურს აცნობეს, მებონიამ კოსოვოში ნატოს სარდლობის პოლკოვნიკი სცემაო, პირზე დუჟმორეული მეთაური უკანასკნელ ხმაზე ჩაჰყვიროდა ყურმილში (გეგონებოდა ტელეფონის გარეშე უნდა ხმა მიაწვდინოს თავის ოცმეთაურს კოსოვოშიო) „დააპატიმრეთ და გადმოაგზავნეთ საქართველოში სასწრაფოდ და აქვე გავასამართლებთ როგორც სამშობლოს მოღალატეს“-ო. (აბა რა, როგორ შეიძლებოდა ნატოს მაღალი რანგის ოფიცრის ფიზიკური შეურაცხყოფა, მერე რა რომ მან წიხლი … Read more
ვიღაცას უთქვამს „ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარიაო მამაკაცისა“! დიახ, სიზმრად თუ ცხადად, მიწაზე თუ ცაში, ხმელეთსა თუ ზღვაში, მთაში თუ ბარში, სააქაოში თუ საიქიოში არ მეგულება ბევრად უფრო სრულყოფილი, დიადი, მშვენიერი, საოცარი, იდუმალი, ღრმა, სათუთი და ამავე დროს ძლიერი, გონიერი და ბრძნული ქმნილება უფლისა, ვიდრე ქალია! ძვირფასო ქალბატონებო, დედებო, დებო, მეუღლეებო, სწორედ თქვენ ხართ ის … Read more
ერთხელ ერთ ბუდისტურ ტაძარში, ახლაგაზრდა ბერი მივიდა წინამძღვართან და სიხარულით უთხრა: – მოძღვარო მე ვისწავლე ჩემი აზრების მართვა. ახლა ისინი მუდმივად კონტროლქვეშ მყავს. – ძალიან კარგი, – უპასუხა მოძღვარმა,- ყოჩაღ! ახლა ეცადე მედიტაციის დროს არ იფიქრო პატარა ცელქ მაიმუნებზე. რამოდენიმე დღის მერე ახალგზარდა ბერი ისევ მივიდა მოძღვართან უკვე გაწამებული სახით: – მოძღვარო დავიტანჯე, აღარ … Read more
რუბრიკა: სავარჯიშოები, ტექნიკები
ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ, რაზეც ვახდენთ ჩვენი აზროვნების მუდმივ კონცენტრირებას, სწორედ ის ვითარდება და ძლიერდება ჩვენს ცხოვრებაში.
მაგალითად, თუ ჩვენ გამუდმებით ვამჩნევთ ჩვენში ნაკლოვანებებს და ვახდენთ მათზე კონცენტრირებას, დავიწყებთ ბრძოლას საკუთარ ნაკლოვანებებთან, ადრე თუ გვიან აუცილებლად დავმარცხდებით, რამეთუ ის, რასაც ვებრძვით, მხოლოდ ძლიერდება ამ ბრძოლისგან, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით კონცენტრირებული ჩვენს ღირსებებზე, მაშინ სწორედ ამ ღირსებების განვითარებას შევუწყობთ ხელს.
ხშირ შემთხვევაში, ის რასაც ჩვენ ნაკლოვანებებს ვეძახით, სინამდვილეში არის მხოლოდ ჩვენი შეგრძნებები და დამოკიდებულება ხასიათის ამა თუ იმ თვისებაზე. მაგალითად ერთი და იგივე ქმედება ერთი და იგივე სიტუაციაში ერთისგან შეიძლება შეფასდეს როგოც სიმხდალე, მეორეისგან კი , როგორც სიფრთხილე.
ახლა მე გაგაცნობთ ერთ სავარჯიშოს, რომელიც მოგცემთ საშუალებას, შეიცვალოთ დამოკიდებულება თქვენი ე.წ. ნაკლოვანებებისადმი და დაინახოთ მათში პოზიტივი.

ერთ მოხუცთან მივიდა სამი ახალგზარდა:
– გვასწავლეთ ყველაფერი, რაც თავად იცით, – თხოვა ერთმა.
– გვასწავლეთ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და არ დავუშვათ შეცდომები, – თხოვა მეორემ.
– გაგვიმხილეთ საიდუმლო, როგორ ვეზიაროთ ცხოვრების ჭეშმარიტ სიბრძნეს, – დაამატა მესამემ.
მოხუცი ერთხანს მდუმარედ აკვირდებოდა ყმაწვილებს და ბოლოს უთხრა:
კარგი, მე გადმოგცემთ თქვენ ყველაფერს, რაც თავად ვიცი, მაგრამ მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული შეძლებთ თუ არა ჩასწვდეთ მათ სიბრძნეს.
რუბრიკა: მკითხველის გვერდი მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ სიხარულით და სიყვარულით გამთბარი დღეეების სიმრავლეს! კონკურსი „მკითხველის გვერდი“ დასრულდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 16 ავტორის 17-მა ნაშრომმა. გამარჯვებული, ხმები ყველაზე მეტი რაოდენობით, გახდა სოფი ჯაფარიძე პოსტით „ლიდერობა“ და მას გადაეცა მთავარი პრიზი “Apple iPad Mini” და უნიკალური პრაქტიკული სავარჯიშოების ნაკრები: „5 საუკეთესო … Read more
ძვირფასო მეგობარო, წინა წერილებში ჩვენ მოგვიწია შეხებამ სრუალიად ახალი ტიპის, პარადოქსალურ ინფორმაციასთან.