როდისმე შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც ამბობდა:
„მე ახლა მოვკვდები შიმშილისგან. წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვქნა. შეგიძლიათ რამე მირჩიოთ? შეგიძლიათ მომაწოდით რაიმე იდეა თუ როგორ უნდა გადავჭრა ეს საშინელი პრობლემა“?
როდისმე შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც ამბობდა:
„მე ახლა მოვკვდები შიმშილისგან. წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვქნა. შეგიძლიათ რამე მირჩიოთ? შეგიძლიათ მომაწოდით რაიმე იდეა თუ როგორ უნდა გადავჭრა ეს საშინელი პრობლემა“?
დღეს გაგაცნობთ ერთ ძალიან მაგარ, ფაქტიურად სასწაულმოქმედ ტექნიკას, რომლის დახმარებითაც, თქვენ შეძლებთ მოცემულ ეტაპზე თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის თქვენთვის მაქსიმალურად სასარგებლოდ გადაწყევტას.
რუბრიკა: სავარჯიშოები, ტექნიკები
ჩვენს სხეულს გამუდმებით უტევენ სხვადასხვა სახის ვირუსები, ბაქტერიები, მაგრამ მათგან ერთგულად გვიცავს ჩვენი იმუნური სისტემა და ამიტომ საჭიროა ჩვენც მუდმივად ვიზრუნოთ ამ სისტემის შრომისუნარიანობაზე.
დღეს წარმოგიდგენთ უძლიერეს სავარჯიშოს, რომელიც ერთის მხრივ აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას, რათა მან ეფექტუარად დაგვიცვას ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან და მეორეს მხრივ, წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდს, ერთ-ერთ ყველაზე მარტივ, მოკლე და სასიამოვნო საშუალებას ე.წ. სამყაროსეულ Wi-Fi – სთან დასაკავშირებლად.
რუბრიკა: სავარჯიშოები, ტექნიკები
ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ, რაზეც ვახდენთ ჩვენი აზროვნების მუდმივ კონცენტრირებას, სწორედ ის ვითარდება და ძლიერდება ჩვენს ცხოვრებაში.
მაგალითად, თუ ჩვენ გამუდმებით ვამჩნევთ ჩვენში ნაკლოვანებებს და ვახდენთ მათზე კონცენტრირებას, დავიწყებთ ბრძოლას საკუთარ ნაკლოვანებებთან, ადრე თუ გვიან აუცილებლად დავმარცხდებით, რამეთუ ის, რასაც ვებრძვით, მხოლოდ ძლიერდება ამ ბრძოლისგან, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით კონცენტრირებული ჩვენს ღირსებებზე, მაშინ სწორედ ამ ღირსებების განვითარებას შევუწყობთ ხელს.
ხშირ შემთხვევაში, ის რასაც ჩვენ ნაკლოვანებებს ვეძახით, სინამდვილეში არის მხოლოდ ჩვენი შეგრძნებები და დამოკიდებულება ხასიათის ამა თუ იმ თვისებაზე. მაგალითად ერთი და იგივე ქმედება ერთი და იგივე სიტუაციაში ერთისგან შეიძლება შეფასდეს როგოც სიმხდალე, მეორეისგან კი , როგორც სიფრთხილე.
ახლა მე გაგაცნობთ ერთ სავარჯიშოს, რომელიც მოგცემთ საშუალებას, შეიცვალოთ დამოკიდებულება თქვენი ე.წ. ნაკლოვანებებისადმი და დაინახოთ მათში პოზიტივი.
რუბრიკა: სავარჯიშოები, ტექნიკები
ეს სავარჯიშო იმდენად მარტივია, რომ შეიძლება ზოგიერთს სასაცილოდაც არ ეყოს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ესეც სწორედ ის შემთხვევაა როცა „გენიალური – მარტივია“.
ნადეჟდა ბრიჟაკს, ადამიანს ვისგანაც ეს ვისწავლე, ამ სავარჯიშომ ფაქტიურად სიცოცხლე შეუნარჩუნა, ხოლო პირადად მე კი, მას წარმატებით ვიყენებ როგორც სტრესის მოსახსნელ, დამამშვიდებელ საშუალებას. როცა გაღიზიანების, ბრაზის, რისხვის ან რომელიმე სხვა ნეგატიური ენერგიის გავლენის ქვეშ ვექცევი, საკმარისია 1–2 წუთი, რომელიც ამ სავარჯიშოს შესრულებას უნდა და უკვე სიმშვიდით, სითბოთი და სიყვარულით ვივსები.
მისი შესრულება შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე და ნებისმიერ პოზაში, არა აქვს მნიშვნელობა, იწვებით, იჯდებით თუ იდგებით, იმიტომ რომ ჩვენ ჩავატარებთ სუნთქვით ვარჯიშს, ოღონდ ჩავატარებთ მას განსაკუთრებული მეთოდით და წესებით. რეკომენდებულია რომ ჩასუნთქვაც და ამოსუნთქვაც იყოს რაც შეიძლება ხანგრძლივი და სრული.
დაჯექით, ან დაწექით, ან დადექით, მოკლედ ვისთვისაც როგორც უფრო მოსახერხებელი იქნება, დახუჭეთ თვალები და გააკეთეთ თქვენი პირველი გაცნობიერებული ჩასუნთქვა. ჩაისუნთქეთ ნელა, ღრმად და გაწელეთ ეს პროცესი რაც შეიძლება ხანგრძლივად. მაგრამ ამ ჩასუნთქვის დროს გთხოვთ იფიქრეთ იმათზე ვისი მადლიერიც გინდათ იყოთ იმისთვის რაც გაქვთ ცხოვრებაში აქ და ამჟამად. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მადლიერი ღმერთის, სამყაროსი, კოსმოსის, აბსოლუტური გონის, მოკლედ ვისაც როგორც გსურთ.
რუბრიკა: სავარჯიშოები, ტექნიკები
ეს ტექნიკა, რომლის ავტორიც გახლავთ ცნობილი უკრაინელი ფსიქოლოგი ვალერი სინელნიკოვი, არის გარემომცველ სამყაროსთან ეფექტური ურთიერთქმედების ხელოვნება და მისი სრულყოფილად დაუფლებისთვის საჭიროა ნაბიჯ–ნაბიჯ გავარჩიოთ ცხოვრებისეული სიტუაციები, როგორც უკვე ჩავლილი, ისე ისინი, რომლებიც წარმოიშობიან გზადაგზა. თანდათანობოთ ეს პროცესი გახდება ავტომატური და თქვენ დაიწყებთ სამყაროს ახლებურად აღქმას, ჩამოგიყალიბდებათ ცნობიერების ახალი მოდელი, „საკუთარი ცხოვრების ბატონ–პატრონის“ მოდელი. ამასთან ერთად კი გაიხსნება ახალი შესაძლებლობები.
ყველა მოვლენას ჩემს ცხოვრებაში, ვქმნი მე თვითონ, გარემომცველ სამყაროსთან ერთად, ღმერთთან ერთად. ყველაფერი რასაც მე ვხედავ, მესმის და ვგრძნობ, არის ჩემი აზრების და გრძნობების ანარეკლი. ასევე ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების აზრების, გრძნობების და რწმუნებულებების ანარეკლი.
ჩვენ ყველანი დაკავშირებულები ვართ ერთმანეთთან თანამზრახველობის, თანამონაწილეობის უხილავი ძაფებით. თანამზრახველობით, თანამონაწილეობით სამყაროს ერთიან ორგანიზმთან.
გარემომცველი სამყარო არის ჩვენი აზრების, გრძნობების და ემოციების ანარეკლი. გარეთ გამოდის ყველაფერი ის, რაც ჩვენს ქვეცნობიერშია, ჩვენს სულშია. შემთხევითობები არ არსებობს. ყველაფერი ამ სამყაროში კანონზომიერია.
ამიტომ პირველი, რაც უნდა ვთქვათ ნებისმიერი სიტუაციის განხილვისას არის შემდეგი: