ერთხელ, ერთმა წინასწარმეტყველმა განუცხადა ადამიანებს:
პიროვნული განვითარება
დროის კვადრანტი
“ერთხელ წარსული და მომავალი შეკამათდნენ.
წარსული ამტკიცებდა:
– მე ვარ მთავარი ადამიანისთვის. ეს მე შევქმენი ადამიანი ისეთად, როგორიც ის დღეს არის და მას შეუძლია მხოლოდ ის, რაც ისწავლა წარსულში. ადამიანს აქვს საკუთარი თავის რწმენა მხოლოდ იმიტომ, რომ მას შეუძლია კარგად აკეთოს ის საქმეები, რომელთა კეთების გამოცდილებაც აქვს წარსულიდან.
ადამიანს უყვარს ისინი, ვისთანაც მას აკავშირებს ურთიერთობები წარსულში. მხოლოდ წარსულის გახსენება ხდის მას ბედნიერს, იმიტომ, რომ მხოლოდ წარსულში გრძნობს თავს უსაფრთხოდ და მყუდროდ, რადგანაც იცის რომ იქ არაფერი შეიცვლება.
პატიების უნარი
“…მოულოდნელად, თითქოს ცხადად, თვალწინ წარმომიდგა დედაჩემის სახე. ზუსტად ისეთივე, როგორიც ბავშვობიდან მახსოვდა. მისი ნაკვთები ისეთი რეალური, ისეთი ნამდვილი ჩანდა, რომ მე მისი საყვარელი სუნამოს სურნელიც კი ვიგრძენი. ის მიყურებდა ისე, როგორც წლების წინ, თუმცა ხმას არ იღებდა, თითქოს და რაღაცას ელისო. მე კიდევ ერთხელ გამახსენდა, თუ როგორ იტანჯებოდა ის ავადმყოფობისგან თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში და … Read more
13 ბარიერი წარმატების გზაზე
როდესაც ვიწყებთ რეალურ მოქმედებას ჩვენი მიზნების განსახორციელებლად, აუცილებლად წავაწყდებით უამრავ ხელისშემშლელ ფაქტორს, რომლებიც აფერხებენ ჩვენს წინსვლას და ხშირ შემთხვევაში შეიძლება მათ შესახებ სერიოზულად არც კი დავფიქრებულვართ.
დღეს შემოგთავაზებთ დანა სავიუსის სტატიას, სადაც აღწერილია 13 ბარიერი, რომლებიც უნდა გადავლახოთ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
“…ძალზე ხშირად ჩვენ დამოკიდებულნი ვართ ისეთ უსარგებლო ჩვევებზე და პრინციპებზე, რომლებსაც მოაქვთ მხოლოდ ტკივილი, სტრესი და ტანჯვა.
დღევანდელი დღიდან ჩვენ ვიწყებთ ყველაფერ ამისგან განთავისუფლებას და ცვილებებისადმი ადაპტირებას. მზად ხართ? მაშ ასე:
შემთხვევა ავიალაინერში
1998 წლის 14 ოქტომბერს, ერთ–ერთ საკონტინენტთაშორისო ავიალაინერის ბორტზე, ერთმა ქალმა, რომელიც სალონში შავკანიანი მამაკაცის გვერდით მოხვდა, სტიუარდს მოთხოვა მისთვის სხვა ადგილი გამოენახათ. ის ისე აშკარად გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას თანამგზავრის კანის ფერის გამო, რომ დანარჩენი მგზავრები, გაოცებულები და თან ცოტა არ იყოს შეწუხებულნი იყვნენ მისი საქციელით
სტიუარდმა ქალს უთხრა:
– თვითმფრინავი სავსეა, მაგრამ ვნახავ, იქნებ ბიზნეს–კლასში არის ადგილი.
შიში წარუმატებლობის წინაშე
ჯეკ კენფილდს თავის ერთ–ერთ წიგნში მოყავს შედეგები გამოკითხვისა, რომელიც ჩაატრეს ღრმად მოხუცებულ, ავადმყოფ ადამიანებთან. ისინი პასუხობენ კითხვაზე: „რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში, რომ მოგცემოდათ მისი თავიდან დაწყების შესაძლებლობა?“
მადლიერება – ბედნიერების მთავარი კანონი
მადლიერების დღეს, ერთ–ერთ ამერიკულ გაზეთში, მოთხრობილი იყო მასწავლებელ ქალზე, რომელმაც ბავშვებს თხოვა დაეხატათ ფურცელზე ის, ვინც ან რაც მათში იწვევდა მადლიერების გრძნობას. სანამ ბავშვები …
ექო ჩვენს ცხოვრებაში
ერთხელ მამა და შვილი სეირნობდნენ მთებში. მოულოდნელად ბიჭმა წაიბორძიკა და დაეცა. მან მუხლი დაჰკრა ქვას, ეტკინა და ინსტიქტურად წამოიყვირა:
– აააა!
თავისდა გასაკვირად მან გაიგონა, რომ ვიღაცის ხმამ, მაღლა მთებიდან, გაიმეორა:
– აააა!
– ვინ ხარ? – დაუძახა ბიჭმა.
– ვინ ხარ? – გაიმეორა ისევ იმავე ხმამ.
ბიჭი გააბრაზა ასეთმა პასუხმა და დაუყვირა:
– მშიშარა!
– მშიშარა! – უპასუხა ისევ ხმამ.
ბიჭმა მამას შეხედა და ჰკითხა:
– რა არის ეს?
მამამ გაიღიმა და უპასუხა:
კაცი, რომელიც ყოველ დილით მზეს აღვიძებდა!
იყო ერთი უცნაური კაცი. ის ყოველ დილით მზეს აღვიძებდა!
გათენებამდე გამოვიდოდა აივანზე, დადგებოდა პირით აღმოსავლეთისკენ და დაიწყებდა ძახილს:
– მზეო ამოდი! მზეო ამოდი!
და ასე, სანამ მზე არ ამოვიდოდა.
– მადლობა მზეო! – იტყოდა ის მაშინ და ბედნიერი სახით შებრუნდებოდა სახლში.
ასე გრძელდებოდა ყოველდღე დიდი ხნის განმავლობაში, სანამ ერთხელ ამ ამბავს შემთხვევით ერთი მისი მეზობელი არ შეესწრო.
– შენ რა, გაგიჟდი?! – დაუძახა მან. – რას გაჰყვირი დილაუთენია, მაგის გარეშე არ ამოვა მზე თუ რა?!
– არა, არ ამოვა! – უპასუხა კაცმა და სახლში შევიდა.