რუბრიკა: ნახევრად ხუმრობით
ძვირფასო დედა და მამა!
მას შემდეგ რაც კოლეჯში წავედი, იშვიათად გწერდით. მე ძალიან ვწუხვარ და ვნანობ რომ უყურადღებობას ვიჩენდი თქვენს მიმართ. ახლა შეგატყობინებთ ყველაფერს, რაც თავს გადამხდა ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ მანამ, სანამ კითხვას გააგრძელებთ, ძალიან გთხოვთ ჩამოჯექით. თქვენ არ გააგრძელებთ კითხვას სანამ არ ჩამოჯდებით, კარგი?
ახლა მე კარგად ვგრძნობ თავს. უკვე თითქმის სრულიად განვიკურნე თავის ქალის მოტეხილობისა და ტვინის შერყევისგან, რომელიც მივიღე კოლეჯის საერთო სახცოვრებელში ხანძრის გაჩენინას მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოხტომის შედეგად. მე ორი კვირა გავატარე საავადმყოფოში და ახლა უკვე თითქმის ნორმალურად ვხედავ და თავის ტკივილებიც იშვიათად მაქვს.
საბედნიეროდ ხანძარი და ჩემი გადმოხტომის ფაქტი დაუნახავს მორიგე ოპერატორს საერთო საცხოვრებლის პირდაპირ მდებარე გაზგასამართი სადგურიდან და მან გამოიძახა სახანძრო და სასაწრაფო დახმარების მანქანები. ის ასევე მოდიოდა ჩემს მოსანახულებლად საავადმყოფოში და რადგან მე არ ვიცოდი სად უნდა მეცხოვრა ხანძრის შემდეგ, მან შემომთავაზა დროებით მისი ოთახი გაგვეყო. ეს ოთახი სინამდვილეში ნახევრადსარდაფია, მაგრამ არა უშავს, საკმაოდ კომფორტულია…




