ერთ მოხუცთან მივიდა სამი ახალგზარდა:
– გვასწავლეთ ყველაფერი, რაც თავად იცით, – თხოვა ერთმა.
– გვასწავლეთ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და არ დავუშვათ შეცდომები, – თხოვა მეორემ.
– გაგვიმხილეთ საიდუმლო, როგორ ვეზიაროთ ცხოვრების ჭეშმარიტ სიბრძნეს, – დაამატა მესამემ.
მოხუცი ერთხანს მდუმარედ აკვირდებოდა ყმაწვილებს და ბოლოს უთხრა:
კარგი, მე გადმოგცემთ თქვენ ყველაფერს, რაც თავად ვიცი, მაგრამ მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული შეძლებთ თუ არა ჩასწვდეთ მათ სიბრძნეს.