არის თუ არა ყველა ადამიანში მზე

screenshot_2

 

ბავშვობაში, როცა საკუთარ თავთან ვრჩებოდი, ყოველთვის ვთხზავდი რაღაც მოთხრობებს, ზღაპრებს, მითებს, იგავებს… ძალიან ბევრი ჩანახატი შემიქმნია გონებაში თუნდაც ექსკურსიების დროს, როდესაც ავტობუსის ფანჯრიდან ულამაზეს ბუნებას შევყურებდი. ყოველთვის, როცა რაიმე ისტორიას ვიგონებდი ჩემი ბავშვური გონებით და მულტფილმების, ზღაპრებისა და საბავშვო მოთხრობების ასაკში მყოფს, ბოროტი გმირის ტიპაჟი უნდა გამომეძერწა, რათა შემდეგ სიკეთეს გაემარჯვა, ვფიქრობდი, ვინ შეიძლება იყოს ბოროტის „როლში“ ჩემს მოთხრობაში, ვის შეიძლება ვარგუნო ეს როლი–მეთქი… 

Read more

შენ დაიბადე ორიგინალად, ნუ გახდები ვიღაცის ასლი!

brandon_kidwell_10

 

ეს მე შენთვის დავწერე გენიალურო ადამიანო!

გიჭირს დილით ადგომა/გაღვიძება?…გიჭირს ცხოვრებისეული ამოცანების გადაწყვეტა?… მავნე ჩვევებისგან განთავისუფლება?…

ძალიან კარგი, თუ ასეა, გილოცავ შექმნილ მდგომარეობას…რადგან შენ იქ ხარ, სადაც უნდა იმყოფებოდე.

გაგიკვირდება, რა არის აქ მოსალოცი, მაგრამ დამიჯერე, ნამდვილად მოსალოცია! იმიტომ, რომ ადამიანს თუ არ გაუჭირდა, თუ სულმა, გონებამ  წინააღმდეგობა არ ნახა, ისე ვერ გაძლიერდება, ვერ წავა წინ. დაემსგავსება მანქანას რომელიც ბუქსაობს, იმიტომ რომ საბურავებს წინააღმდეგობა არ აქვს, არ არის მოდებაში. ამ ბუქსაობაში ის ნელ ნელა ცვდება  და თუ დიდხანს ვაბუქსავებთ გასკდება, დაიშვებს, მწყობრიდან გამოვა …

Read more

გაბედეთ ბედნიერება!

screenshot_4

 

იცი, მეგობარო, გუშინ დამესიზმრა… საფლავის ქვაზე მიწერილი ტირესავით ყოფნა–არყოფნის ზღვარზე დააბიჯებდნენ ადამიანები… არც ყოფნა იყო, არც – არყოფნა… არც… არც რაღაც სხვა…
რატომ, მეგობარო! რატომ არ ვაფასებთ ადამიანები სიცოცხლეს! არც კი გვგონია, რომ რაიმე გვაქვს დასაფასებელი ამქვეყნად და მუდმივ წუწუნსა და უმადურობაში ვატარებთ სანუკვარ წამებს!..

მე არ მინდა ასეთი სამყარო… არ მინდა! არა…

მე მჯერა ხვალინდელი აისის… ფეთქვის, სამყაროს წიაღიდან რომ იფრქვევა და… „მომენდე, მე შენთან ვარო“, რომ გაგრძნობინებს! მჯერა ხეზე კვირტების აფეთქების ძალის… აფეთქებისა, „ცოტაც მოითმინეო“, რომ გაჰყვირის… 

Read more

როგორია სრულყოფილი სამყარო

3165

 

„ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა.“ (მათ. 4, 4).

ადამიანთა შორის დღემდე მხოლოდ ერთეულებმა თუ შეძლეს უფლის ეს მცნება თავისი ცხოვრების წესად ექციათ…

უნებლიედ მზერა სამყაროსაკენ გადამაქვს და ვხვდები, რომ ის, ერთადერთია რომელსაც შექმნის დღიდან არასოდეს უღალატია უფლის სიტყვისთვის, ის ყოველთვის უანგაროდ, განურჩევლად კეთილისა და ბოროტისა, ყველას თანაბრად უნაწილებს საკუთარ სიმდიდრეს და ასე, პირადი მაგალითით ყოველწამიერად გვიმტკიცებს რომ „უსულო“ ბუნება, რომელსაც თავისი არსებობის პრიორიტეტად სიყვარული უქცევია თვით ადამიანსაც კი აღემატება თავისი გულმოწყალებით.

Read more

ქარის მოტანილი საჩუქარი

  ძვირფასო მეგობარო, მართალია, არ ვიცი, ვინ ხარ, რა გქვია, როგორ ხარ… ისიც კი არ ვიცი, ოდესმე, თუნდაც შემთხვევით, შევხვედრივართ თუ არა ერთმანეთს… ან… შევხვდებით, კი, ოდესმე?! არ ვიცი, ეს საკითხი ბედს მივანდოთ… მე კი ერთ რამეს გეტყვი: მე შენ მიყვარხარ! მიყვარხარ, რადგან მიყვარს ღმერთი და ღმერთმა შენთან ერთად მარგუნა სიცოცხლე დედამიწაზე!.. ყოველთვის ვფიქრობდი… რა … Read more

სრულყოფილი მსოფლიო

სრულყოფილი მსოფლიო

 

„ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ხელმძღვანელმა დავალება მოგვცა და თქვა : “თქვენს მომავლ ნაშრომში უნდა აისახოს…“

მოკლედ, სრულყოფილი მსოფლიო უნდა აღგვეწერა…

ჰოდა, პირველი, რაც გამახსენდა, ეროვნული მოძრაობის დროინდელი საქართველო იყო…რადგან ჩემს ცნობიერ ცხოვრებაში მასზე უკეთესი არაფერი ყოფილა, აქამდე არაფერი…

Read more