„ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა.“ (მათ. 4, 4).
ადამიანთა შორის დღემდე მხოლოდ ერთეულებმა თუ შეძლეს უფლის ეს მცნება თავისი ცხოვრების წესად ექციათ…
უნებლიედ მზერა სამყაროსაკენ გადამაქვს და ვხვდები, რომ ის, ერთადერთია რომელსაც შექმნის დღიდან არასოდეს უღალატია უფლის სიტყვისთვის, ის ყოველთვის უანგაროდ, განურჩევლად კეთილისა და ბოროტისა, ყველას თანაბრად უნაწილებს საკუთარ სიმდიდრეს და ასე, პირადი მაგალითით ყოველწამიერად გვიმტკიცებს რომ „უსულო“ ბუნება, რომელსაც თავისი არსებობის პრიორიტეტად სიყვარული უქცევია თვით ადამიანსაც კი აღემატება თავისი გულმოწყალებით.
-ნუთუ მხოლოდ დღეს გაუცივდა ადამიანს გული ყველასა და ყველაფრისადმი?
პასუხის საპოვნელად ვცდილობ ისტორიის ფურცლები მოვიშველიო…
თითქმის ყველა ეპოქაში, სხვადასხვა პოეტისა თუ მწერლის შემოქმედებაშიб სწორედ ადამიანის ზნეობრივი საკითხები იკავებდნენ უპირველეს ადგილს. ადამიანისა რომელიც გაჩენის დღიდან თავის თავში თვითონვე მოიცავს პატარა სამყაროს, რომელსაც ნათლად დაუნახავს ამ სამყაროს მშვენიერება და ამავე მშვენიერებით დაბრმავებულს ეგოს უზარმაზარი, სალი კლდეები აღუმართავს გარშემო.
მას აღარ ძალუძს იქვე, მის გვერდით მყოფ ერთ ადამიანში მაინც შენიშნოს ისეთივე ლამაზი სამყარო, რომელსაც ის თვითონ დაატარებს და რომელიც თითოეულ ადამიანში ზუსტად ისეთივე თვალწარმტაცი და განუმეორებელია როგორც მასში. ყველასა და ყველაფრისაგან გაუცხოებულს თვითონვე წაურთმევია საკუთარი თავისთვის სამყაროს მრავალფეროვნების სილამაზის ხილვით გამოწვეული ტკბობის შესაძლებლობა და ასე სალ კლდეებს შეფარებული პატივმოყვარე ადამიანი, მხოლოდ სხვებისგან ითხოვს სიყვარულს, თავად კი არ სურს უყვარდეს…
ისე, უბრალოდ, უანგაროდ უყვარდეს…
ამა სოფლის სულით გაჟღენთილს დაუკარგავს აღქმა უფლის მაცხოვნებელი სიტყვებისა…ცხოვრების კრედოდ პური უქცევია და კერპთაყვანისმცემლობის ტყვეობაში გამომწყვდეულს სიტყვა „ცხონების“ მნიშვნელობაც კი დავიწყებია…ის არც კი ცდილობს დავიწყებული გაიხსენოს, შეუსწავლელი შეისწავლოს და ასე ნელ-ნელა მაცხოვნებელი სიტყვების აღქმის უნარიც დაიბრუნოს…
ალბათ, ეს ადამიანის მიერ საკუთარი თავისადმი გამოტანილი ყველაზე დიდი სასჯელია კაცობრიობის ისტორიაში…
„ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა.“ (მათ. 4, 4).
ფიქრებიდან გამომარკვიეს საუკუნეების წინათ გაჟღერებულმა სიტყვებმა…
და მაინც როგორია ჩემი თვალით დანახული სრულყოფილი სამყარო?
ჩემს სახეს ღიმილი ეფინება…
ვხვდები რომ ჩემთვის სრულყოფილი სამყარო ეს ის ადამიანია რომელიც კერპთაყვანისმცემლობის წყვდიადიდან გამოსულა და ისევ დაუბრუნებია აღქმა უფლის მაცხოვნებელი სიტყვებისა.
მისთვის სხვა ადამიანიც ისეთივე ძვირფასი გამხდარა როგორც საკუთარი თავი.
სხვა მრავალ წმინდანთან ერთად, მისთვის „უსულო“ ბუნებაც უფლის სიტყვისადმი მორჩილების მისაბაძ მაგალითად ქცეულა.
სიყვარულის ძალით გამოფხიზლებულს, ეგოს უზარმაზარი, სალი კლდეებიც გაუფანტავს ისე როგორც მზის სხივებს – ღამის წყვდიადი…
სიყვარულით გულანთებულს, განურჩევლად კეთილისა და ბოროტისა, ყველასათვის უანგაროდ, თანაბრად უწილადებია თავისი სიყვარული, სიყვარული რომელსაც ასე თანაბრად საჭიროებს სულიერი თუ უსულო, სიყვარული რომელსაც ძალუძს მთელი სამყარო „დაიპყროს“ და ამავდროულად მთელი სამყარო გაათავისუფლოს ბოროტებისაგან…
მაგრამ როდის? როდის იქცევა ეს ყველაფერი რეალობად?
ალბათ, მაშინ როცა სამყაროს ყოველი მკვიდრი თავად მისცემს სიყვარულს მათ გულებში დავანების უფლებას და ისიც იესოსავით თავადვე მიუგებს ამა სოფლის სულს:
„არა ხოლო პურითა ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა.“ (მათ. 4, 4).
ავტორი: ნატო ტეფნაძე-ჰოერხენ
P.S. ეს არის უნიკალური ონლაინ პროგრამის „სუპერეფექტურობის“ მესამე სეზონის დახურულ ჯგუფში გამოქვეყნებული სტატია.
13 ნოემბერს გაიმართება უფასო ვებინარი „როგორ გავხდეთ სუპერეფექტურები“ რომლის მონაწილეებიც სრულიად უფასოდ მიიღებენ თითქმის ყველა იმ პრქტიკულ ინსტრუმენტს, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ ამ უნიკალურ 4 კვირიან პროგრამაში.
ვებინარში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია დარეგისტრირდეთ შემდეგ გვერდზე:
P.P.S. გაუზიარე ეს პოსტი მეგობრებს, გაავრცელე სიყვარულის ენერგია, შევცვალოთ სიყვარულით სამყარო!
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია