ქვისმთლელი

იყო ერთი ქვისმთლელი, რომელიც უკმაყოფილო იყო თავისი ცხოვრებით.

ერთხელ, ქალაქში საყიდლებზე წასულმა, გზად ჩაიარა ერთი მდიდარი ვაჭრის სახლთან, რომლის ჭიშკართანაც უამრავი ადამიანი ირეოდა.

– როგორი მდიდარი და გავლენიანია ალბათ ეს ვაჭარი, – შურით გაიფიქრა მან და ინატრა მის ადგილას ყოფნა.

მისდა გასაკვირად, ის უცებ იქცა მდიდარ ვაჭრად და გახდა იმ ქალაქში ერთ–ერთი ყველაზე შეძლებული და გავლენიანი ადამიანი.

Read more

ადამიანი, რომელმაც გააცინა სიკვდილი!

30 წლის წინ ამერიკელი ფსიქოლოგი ნორმან კაზინსი სერიოზულად გახდა ავად, მას დაუსვეს დიაგნოზი – კოლლაგენოზი. მისი მდგომარეობა მართლაც კრიტიკული იყო, სტატისტიკის მიხედვით, მსგავსი დიაგნოზით ყოველი ათასი ავადმყოფიდან მხოლოდ ორი ინარჩუნებდა სიცოცხლეს.

ნორმან კაზინსი

ნორმანი პრაქტიკულად უკვე პარალიზებული იყო. პაციენტის მდგომარეობა ექიმებმა  უიმედოდ შეაფასეს და ის გაწერეს საავადმყოფოდან. 

Read more

შიში წარუმატებლობის წინაშე

pirovnuli-zrda

ჯეკ კენფილდს თავის ერთ–ერთ წიგნში მოყავს შედეგები გამოკითხვისა, რომელიც ჩაატრეს  ღრმად მოხუცებულ, ავადმყოფ ადამიანებთან. ისინი პასუხობენ კითხვაზე: „რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში, რომ მოგცემოდათ მისი თავიდან დაწყების შესაძლებლობა?“ 

Read more

რა არის პრობლემა – წინააღმდეგობა თუ შესაძლებლობა?

პიროვნული–განვითარება

იაპონელები უძველესი დროიდან მისდევენ თევზჭერას. ოდითგანვე თევზი მათი ყველაზე საყვარელი კერძი, ხოლო თევზჭერა ყველაზე სარფიანი საქმე იყო, მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა კუნძულის მოსახლეობა, მით უფრო ძნელი იყო თევზის მოპოვება სანაპიროს სიახლოვეს და მეთევზეებს თანდათანობით სულ უფრო და უფრო შორს უწევდათ ოკეანეში შესვლა. 

Read more