სტადიონზე მყოფი 10 ათასი ადამიანი, ფეხზე იდგა და ჩუმად ტიროდა

 

ეს იტორია მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პარაოლიმპიურ თამაშებზე.

ღია სტადიონზე მიმდინარეობდა შეჯიბრება სირბილში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს შორის.

ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო. მონაწილეები მოეწყვნენ სტარტზე, მსაჯმა აწია ხელი, გაისმა გასროლის ხმა და ბავშვები გაიქცნენ ფინიშის ხაზისკენ.

Read more

როგორ გამოვიმუშავოთ დილით ადრე ადგომის ჩვევა?

screenshot_3

გიჭირთ დილით ადგომა როცა მაღვიძარა რეკავს? გიჩნდებათ სურვილი რომ გამორთოთ და გააგრძელოთ ძილი?

ადრე მეც ყოველდღიურად მიწევდა მსგავსი რიტუალის ჩატარება. როცა მაღვიძარა რეკავდა და გამოვყავდი ტკბილი ძილის მდგომარეობიდან, მე მაშინვე გამოვრთავდი ხოლმე მას, შემდეგ კი დიდხანს ვფიქრობდი, ნუთუ მართლა ასე მნიშვნელოვანია დღეს ადრე ადგომა? 

Read more

წარმატების 3 საიდუმლო ახალგაზრდა მილიონერისგან

არტიომ ნესტერენკო, წარმატების 3 საიდუმლო

 

მიმდინარე წლის 18-20 მარტს კომპანია MBM -ის ორგანიზებით უკრაინაში, ქ. ბროვარიში ჩატარდა სამდღიანი ბიზნესკონფერნცია Brand&Marketing (ბრენდ მარკეტინგი). მე როგორც ამ კომპანიის ერთ-ერთი პროექტის “მაღალანაზღაურებადი სპიკერების აკადემიის” პლატინიუმ ჯგუფის წევრს, საჩუქრად გადმომეცა კონფერენციაზე დასაწრები VIP პაკეტი და რა თქმა უნდა სიხარულით მივიღე მოწვევა და დავესწარი კიდევაც ამ ღონისძიებას, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ღონისძიება დიდი რაოდენობის პრაქტიკული ხასიათის უნიკალური კონტენტით, რომელსაც ახალგაზრდა მაგრამ უკვე ძალიან გამოცდილი პრაქტიკოსი ინტერნეტბიზნესმენები გვიზიარებდნენ არტიომის თამადობით, უამრავი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და არაჩვეულებრივი ახალი კავშირები, საზეიმო საღამოები და ალაფურშეტები, მოწვეული მსახიობების, კომიკოსების და ცოცხალი მუსიკის თანხლებით, ლაზერშოუ, სტენდაპშოუ… მოკლედ სასარგებლოს და სასიამოვნოს საოცარი შეხამება!

და რაც ასევე საისამოვნოა მიუხედავად ძალიან გადატვირტლი გრაფიკისა კომპანია MBM-ის დამფუძნებელმა, ახალგაზრდა მილიონერმა არტიომ ნესტერენკომ მაინც გამონახა დრო ჩემტან ინტერვიუს ჩასაწერად.

ჩაწერა მიმდინარეობდა რუსულ ენაზე, მისი ქართულად გახმოვანება ჯერ მზად არ მაქვს, ამიტომ ვიდეოს თან ერთვის ინტერვიუს ტექსტური ვერსია ქართულ ენაზე.

ვიდეოს ჩასართავად დააჭირეთ თეთრ სამკუთხედს შუაში. ტქესტური ვერსია იხილეთ ვიდეოს ქვემოთ.

 


ინტერვიუს ტექსტური ვერსია ქართულ ენაზე:

მოგესალმებით, მე ვარ ხვიჩა მებონია, ინტელექტტრენერი და სამოტივაციო სპიკერი. ახლა ვიმყოფები ქ. ბროვარიში, უკრაინა, სადაც ვესწრები გრნადიოზულ სამდღიან ბიზნეს-კონფერენციას „ბრენდ-მარკეტინგი“ რომელიც ტარდება კომპანია MBM -ის ორგანიზებით. და ახლ ჩვენ გვაქვს საშუალება გავესაუბროთ ამ კომპანიის დამფუძნებელს, ახალგაზრდა ამბიციურ, გიჟ (როგორც მას ხშირად ეძახიან) მილიონერს არტიომ ნესტერენკოს.   

Read more

ოცნებიდან რეალობამდე!

პიროვნული–განვითარება

“„სცადე…“ – ჩაიჩურჩულა ოცნებამ

„რა? ისევ?“ – აღშფოთდა გამოცდილება.  

Read more