საკუთარი ჭეშმარიტების ძიება

anna gvilava, ანნა გვილავა

 

“ჭეშმარიტება ის არის, რომ საკუთარი ხანძრიდან საკუთარი ჭეშმარიტება იბადება.”

Read more

ადამიანის ევოლუციის ეტაპები

განვითარების თუ რომელ საფეხურზეა ადამიანი, ძირითადად განისაზღვრება მისი უნარით, მოახდინოს ზემოქმედება გარესამყაროზე და ადამიანზე. კონფლიქტების გადაწყვეტის უნარის მიხედვით ადამიანების რამდენიმე ტიპი არსებობს.

თუ ადრე (2000წლამდე) არ ჩანდა, რა ზღვარს მიაღწიეს ადამიანებმა, ახლა მსოფლიოში მიმდინარე ყველა მოვლენა ავლენს ზღვრულ მდგომარეობებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანებმა (თითოეულმა თავის საფეხურზე) მიაღწიეს განვითარების პიკს და დაიწყო მიზანმიმართული, ზვავისებური ვარდნა უკუმიმართულებით. ვარდნა, რომელიც ყველაფერს სპობს თავის გზაზე. მოდით, განვიხილოთ ადამიანის, როგორც პიროვნების განვითარების ეტაპები.

evolucia1

1.ადამიანი მომხმარებელი – ადამიანი მსხვერპლი.

თავის თავს უპირველესად თვლის ბიოლოგიურ ორგანიზმად. მისთვის მნიშვნელოვანია (ყველაზე მნიშვნელოვანი) სხეულის მოთხოვნილებების, ანუ პირველადი მოთხოვნების, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცხოველური ინსტინქტების  დაკმაყოფილება.

ადამიანი მომხმარებელი ჭკვიანია და შეიძლება რამდენიმე უმაღლესი განათლებაც ჰქონდეს. მაგრამ ის არ ფიქრობს სტრატეგიულად. მისი აზრები მიმართულია კეთილდღეობის მიღებისაკენ აქ და ამჟამად. შემდეგ რა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. ეს ადამიანი თავისი არსით ხარბი და ანგარებიანია. თუ მას დაპირდები დიდ კეთილდღეობას (ნათელ მომავალს,ან ხორცის დიდი ნაჭერს) ხვალისთვის, ის ამისთვის ყველაფერზე წამსვლელია…    

Read more

როგორ აღმოვაჩინოთ ადამიანის ზეშესაძლებლობები

 

2004 წლის აგვისტოში მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სენსაციური მონაცემები ადამიანის გენოტიპის შესახებ. გამოკვლევების მიხედვით ადამიანების 80% არ გამოიყურება ისე, როგორც შეიძლება, რომ გამოიყურებოდეს. ანუ, ადამიანი არ იყენებს თავისი ორგანიზმის რეზერვებს. 99,99….% გენოტიპისა ადამიანებს აქვთ ერთნაირი. 0,0…1% -ეს არის ის რაც გვასხვავებს სხვებისგან.

ბიოლოგიური გეგმით ყველა ერთნაირად ვართ მოწყობილი. ესე იგი, ყველა ადამიანი იბადება ერთნაირი (!!!) ფიზიკური შესაძლებლობითა და პოტენციალით  და როგორი შესახედაობა ექნება ადამიანის სხეულს, დამოკიდებულია იმაზე, აღმოაჩენს თუ არა ის თავისი ორგანიზმის შესაძლებლობებს.

genotipi1

ჩვენი ორგანიზმის მაგალითზე, რომელსაც შეიძლება შევეხოთ და დავრწმუნდეთ, რომ ის რეალურია, მინდა თქვენამდე მოვიტანო ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს თქვენი წარმოდგენა სამყაროზე და თქვენს შესაძლებლობებზე.

ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს გარეგნობის ფორმირებასა და ორგანიზმის შესაძლებლობებზე არის გენოტიპი

გენოტიპი არის გენების კრებული, რომელიც ადამიანმა მიიღო ბიოლოგიური მშობლებისგან. პლანეტაზე ყველა ადამიანს აქვს წყვილი ხელები, წყვილი ფეხები, ერთი თავი, ორგანოები და ორგანოთა სისტემები. ეს აგებულია ორგანიზაციულ პრინციპზე დაწყებული უჯრედიდან ერთიან ორგანიზმამდე. გენების მხოლოდ მცირე % განგვასხვავებს არა მარტო ჩვენი მშობლებისა და და-ძმებისგან, არამედ მთელი კაცობრიობისაგან.

ბიოლოგიური სხეული -ეს ჩვენი სხეულია. გავრცელებულია აზრი, თითქოს ადამიანის ორგანიზმზე გავლენას ახდენენ მხოლოდ გენები და  გარემო პირობები. მაგრამ ეს ასე არაა.  შეხედულება, თითქოს დაბალ ადამიანებს უნდა ჰყავდეთ დაბალი შვილები, არც თუ ისე სწორია. ბუნებრივად ადამიანში ჩადებულია სიმაღლე მამაკაცისთვის 200-215 სმ და აპოლონის გარეგნობა, ქალის სიმაღლე კი უნდა იყოს არა ნაკლებ 195 სმ.

ამ ინფორმაციის ფონზე ჩნდება ლოგიკური კითხვა:    

Read more