რამოდენიმე წლის წინ ერთმა უცხოელმა პირდაპირ სცენიდან და თანაც ქართულად „დაგვმოძღვრა“:
– ისე არ მოგივიდეთ ქართველებს, როგორც თქვენს ერთ ანდაზაშია ნათქვამი: „თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო“
ეს უცხოელი, არაჩვეულებრივად ასრულებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს და ალბათ უკვე ხვდებით, თუ რისი თქმა სურდა ამ ანდაზით, თუმცა ჩემი დღევანდელი პოსტის თემა სულაც არ არის მუსიკა.

საქმე იმაშია, რომ ამ ბლოგის დაბადების დღიდანვე, გეგმაში მქონდა ცალკე გვერდის გახსნა, სადაც მკითხველებს შევთავაზებდი წარმატების ფილოსოფიაში, პიროვნული ზრდისა და თვითგანვითარების სფეროში შექმნილი წიგნების ჩამონათვალს და მათ მოკლე მიმოხილვას.