ჩანაწერები ‘დიდი ადამიანები’

ანტუან დე სენტ ეკზიუპერის ლოცვა

რუბრიკა: დიდი ადამიანები   ღმერთო, მე გთხოვ არა სასწაულებს და მირაჟებს არამედ ყოველი დღის ძალას. მაზიარე პატარა ნაბიჯების ხელოვნებას. მაქციე დაკვირვებულად, რომ ყოველდღიურობის მრავალფეროვნებაში დროულად შევჩერდე იმ აღმოჩენებზე და გამოცდილებაზე, რომლებმაც ამაღელვეს. მასწავლე ჩემი ცხოვრების დროის სწორად განკარგვა. მაჩუქე უნარი, რომ გავარჩიო პირველხარისხოვანი მეორეხარისხოვანისაგან. მე გთხოვ მომცე ზომიერების და თავშეკავების ძალა, რომ გონივრულად ვგეგმავდე ჩემს […]

მონობიდან მბრძანებლობამდე… ანუ — რაშია წარმატების ჯადოქრობა?

კაიროს ე.წ. „მკვდართა ქალაქში“ რამოდენიმე ყველაზე ცნობილი ადამიანის უკანასკნელი განსასვენებელია.  მათგან ერთ–ერთში განისვენებს ალი ბეი ალ ქაბირი – ეგვიპტის ყველაზე სახელგანთქული მმართველი. ისტორიკოსები მას ახალი ეგვიპტის ფუძემდებლად მოიხსენიებენ, ხოლო მადლიერი თანამემამულეები კი „ქარბუქთა დამაოკებელს“ და „ორი ზღვის ყაენს უწოდებდნენ.“ მისი საფლავის პირდაპირ აღმართულია მავზოლეუმი, სადაც განისვენებს „კაიროს თეთრ განძად“ წოდებული ნაფისა ხანუმი – უმშვენიერესი ცოლი […]

ამოუხსნელი ამოცანა

  1939 წელს, შრომითი სტატისტიკის ბიუროში 2 წლიანი მუშაობის შემდეგ, 25 წლის ჯორჯ დანცინგი სასწავლებლად შევიდა კალიფორნიის ბერკლის სახელობის უნივერსიტეტში სტატისტიკური მეცნირების ფაკულტეტზე.  

სანამ წარმატებას მიაღწევდნენ

დღეს, როცა თვალს ვადენებთ წარმატებული ადამიანების ცხოვრებას, ჩვენ წარმოდგენა არა გვაქვს, თუ სინამდვილეში რა სირთულეების გადალახვამ, ხშირად კი რა ჯოჯოხეთის გავლამ მოუწიათ მათ სანამ წარმატების მწვერვალებს დალაშქრავდნენ. დღეს ისინი გამარჯვებულები არიან, მაგრამ გაიმარჯვეს პირველ რიგში სწორედ იმიტომ, რომ თავის დროზე მიიღეს გადაწყვეტილება არ დანებებულიყვნენ არავითარ შემთხვევაში. გადაავლეთ თვალი ამ ისტორიებს და კარგად დაფიქრდით მათზე. 1998 წელს Google […]

ჩარლი ჩაპლინის წერილი საკუთარ ქალიშვილს – ჯერალდინას

ჩემო გოგონა! ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა. შენ ისე შორს ხარ ჩემგან… მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. […]