“ფინანსების მოცარტის” მორიგი რჩევა – მაქსიმუმ ორი საქმე ერთ ჯერზე

გთავაზობთ “ფინანსების მოცარტად” წოდებული გერმანელი მულტიმილიონერის, მწერალის და ფინანსური კონსულტანტის ბოდო შეფერის ერთ–ერთ წერილს მისი “საკონსულტაციო წერილების” სერიიდან, რომლებსაც ბონუსის სახით ექსკლუზიურად იღებენ მხოლოდ ჩვენი ტრენინგის “როგორ ვმართოთ გონივრულად პირადი ფინანსები” მონაწილეები. რჩევები, რომლებსაც ბოდო შეფერი ამ წერილში იძლევა, არ მოიცავს მარტო ფინანსების სფეროს და ისინი ძალზე მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ნებისმიერი ადამიანისთვის მიუხედავად მისი პროფესიისა, ასაკისა და სქესისა.

bodo

მაქსიმუმ ორი საქმე ერთ ჯერზე 

დღეს მინდა გაგიზიაროთ ორი ძალზე მნიშვნელოვანი რჩევა:

1. ჯობია დაიწყო შეცდომებით, ვიდრე უშეცდომოდ გაწელო დრო. ასე რომ დაუყოვნებლივ დაიწყეთ მოქმედება. რატომ?

არსებობს ე.წ. 72 საათის წესი. ამ წესს ასე იმიტომ დავარქვი, რომ გამოკვლევებით დადგინდა, თუ ადამიანი გადაწყვეტიელების მიღებიდან უახლოესი 72 საათის განმავლობაში არ გადადგამს პირველ ნაბიჯს მის სარეალიზაციოდ, მაშინ არსებობს მხოლოდ ერთი შანსი ასიდან, რომ ის საერთოდ როდისმე დაიწყებს ამ საქმეს.

ამიტომ, რისი კეთებაც არ უნდა ჩაიფიქროთ, დაიწყეთ მოქმედება 72 საათის გასვლამდე. ძალზე ხშირად ადამიანები ფიქრობენ რომ დაიწყებენ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას მას შემდეგ რაც მოაგვარებენ სხვა ბევრად უფრო სასწრაფო საქმეებს ან/და შეიცვლება სიტუაცია უკეთესობისაკენ.

ეს შეცდომაა!

Read more