ჩანაწერები ‘სიტყვის ძალა’

სიტყვის ძალა

«…მე შევედი სატელეფონო ჯიხურში, რომელიც ერთადერთი იყო  ჩვენს ქალაქში, მაგრამ ისეთი პოპულარული, რომ  მასში მოსახვედრად დიდხანს უნდა მდგარიყავი რიგში. ბოლო დღეების მოვლენებისგან დათრგუნულმა და გულდამძიმებულმა, ძლივს ჩავაგდე მონეტა შესაბამის ჭრილში და ავიღე ყურმილი, მაგრამ ნომრის ასაკრეფად აწეული ხელი ჰაერში გამიშეშდა… ზუმერის ნაცვლად ყურმილიდან გადმოიღვარა სასიამოვნო მუსიკის ჰანგები, ხოლო შემდეგ გაისმა საოცრად თბილი, ახლობელი და სასიამოვნო ხმა […]

ლურსმანი და თავშეუკავებელი ახალგაზრდა

იყო ერთი ძალზე ემოციური და თავშეუკავებელი ახალგაზრდა, რომელიც ადვილად ბრაზდებოდა ხოლმე და შემდეგ საშინელი სიტყვებით ილანძღებოდა. ერთხელ მამამისმა ის დასაჯა შემდეგნაირად: ყოველ ჯერზე, როცა ახალგაზრდა ვერ შეძლებდა სიბრაზის შეკავებას, მას ერთი ლურსმანი უნდა ჩაეჭედა ხის ძელზე. პირველივე დღეს ძელზე გაჩნდა რამოდენიმე ათეული ლურსმანი. ასე გაგრძელდა რამოდენიმე დღე, მაგრამ მერე ახალგაზრდას მობეზრდა რა ხშირ–ხშირად ძელზე ლურსმნის […]