მდიდრების და ღარიბების აზროვნების ფორმები

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, გთავაზობთ მორიგ წერილს «ფინანსების მოცარტად» წოდებული გერმანელი მულტიმილიონერის ბოდო შეფერის საკონსულტაციო წერილების სერიიდან მასში თქვენ გაეცნობით მდიდარი და ღარიბი ადამიანების რწმუნებულებებს ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში. გაანალიზეთ და დაკვირდით მათგან რომელი შეფერება თქვენს დღევანდელ მდგომარეობას.  

Read more

ყველაფერი შესაძლებელია!

 მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,

გთავაზობთ  ერთ–ერთ წერილს “ფინანსების მოცარტად” წოდებული გერმანელი მულტიმილიონერის ბოდო შეფერის საკონსულტაციო წერილების სერიიდან, რომლებსაც პერიოდულად ღებულონ ჩვენს მიერ პირადი ფინანსების თემაზე შექმნილი ტრენინგის მონაწილეები.

 

sakonsul.png5555555555555555555555555

 

“მდიდარი და ღარიბი ადამიანები განსხვავებულად ხედავენ და აღიქვამენ ყველაფერს, რაც მათ გარშემო ხდება. მდიდრები კონცეტრაციას ახდენენ შესაძლებლობებზე, ღარიბები კი – პრობლემებზე.

როცა ჩვენ ვეუბნებით ადამიანს, რომ სამყარო სავსეა შესაძლებლობებით, ის მაშინვე, დაუფიქრებლად, ჩამოთვლის უამრავ რამეს, რაც შეუძლებლად ეჩვენება. მე ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, თუ რატომ არ სურს ადამიანთა უმრავლესობას დაინახოს ის უსაზღრვრო შესაძლებლობები, რომლებიც მას გარს აკრავს?

შეიძლება საქმე ცვლილებებისადმი შიშშია, მითუმეტეს თუ ეს ცვლილება გულისხმობს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და ისეთი ცხოვრების შექმნას სადაც შენ თვითონ ხარ საკუთარი ბედის მჭედელი.

მე ღრმად მწამს, რომ შესაძლებელია ყველაფრის განხორციელება, რაც კი შეიძლება ადამიანს გონებაში აზრად მოუვიდეს. ბევრს ეს მოეჩვენება აბსურდად, იმიტომ, რომ მათ აზროვნებაში დომინირებს წარმოდგენები უკმარისობაზე და შეზღუდვებზე.

Read more

შინაგანი ბორკილები – ანუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი თოკით დავაბათ უზარმაზარი სპილო

zoloto

მოგესალმებით ჩემო ძვირფასო, არაჩვეულებრივო მეგობრებო!

მიხარია, რომ კვლავ ჩემი სტუმრები ხართ. ეს ნიშნავს, რომ თქვენც ჩემსავით ეძებთ. მაძიებელი კი არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, რადგან ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ჩვენ  „ოქროს“ ვეძებთ არა მდინარის ფსკერზე, არამედ საკუთარ თავში.

 

თითოეული ჩვენთაგანი იბადება იმისთვის, რომ იყოს ჯანმრთელი, მდიდარი, ბედნიერი, წარმატებული ადამიანი. ამის კოდი თითოეულ ჩვენთაგანში დაბადებიდანვე დევს, მაგრამ შემდეგ, ჩვენივე უკუღმართი ცხოვრების, ჩვენივე ცრუ სტერეოტიპული აზროვნების შედეგად შექმნილი სოციალური წნეხის ქვეშ მოქცეულები ვკარგავთ ამ კოდის გასაღებს…

ინტერნეტში წავიკითხე ერთი საინტერესო ისტორია…  

Read more