ჩანაწერები ‘ოაზისი’

რაინდი უდაბნოში

უდაბნოში ერთი რაინდი მიიკვლევდა გზას. დიდი ხნის მძიმე მგზავრობამ მას ძალები გამოაცალა, მითუმეტეს რომ ცხენიც დაკარგა. მან მოიშორა აბჯარი და ფარი, რომლებიც უკვე მძიმე ტვირთად აწვა და როცა უკვე იმედი გადეწურა – შენიშნა ოაზისი.   გახარებულს, დროებით დაღლაც გადაავიწყდა და თითქმის სირბილით გააგრძელა გზა. მაგრამ როცა ოაზისამდე მიაღწია, ნახა რომ წყაროსთან უზარმაზარი სამთავიანი ურჩხული იჯდა.