ქვისმთლელი

იყო ერთი ქვისმთლელი, რომელიც უკმაყოფილო იყო თავისი ცხოვრებით.

ერთხელ, ქალაქში საყიდლებზე წასულმა, გზად ჩაიარა ერთი მდიდარი ვაჭრის სახლთან, რომლის ჭიშკართანაც უამრავი ადამიანი ირეოდა.

– როგორი მდიდარი და გავლენიანია ალბათ ეს ვაჭარი, – შურით გაიფიქრა მან და ინატრა მის ადგილას ყოფნა.

მისდა გასაკვირად, ის უცებ იქცა მდიდარ ვაჭრად და გახდა იმ ქალაქში ერთ–ერთი ყველაზე შეძლებული და გავლენიანი ადამიანი.

Read more

წარმატების სამი ფაქტორი

2008 წელს ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით ის იყო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი. 2012 წელს კი იმავე „ფორბსის“ მონაცემებით მისი ქონება შეფასდა 44 მილიარდ დოლარად.

მიუხედავად ამისა ის ცხოვრობს საკმაოდ მოკრძალებულად. დადის უბრალო ავტომობილებით, იცვამს სადა კოსტიუმებს, იკვებება სწრაფი კვების ობიექტებში. ერთადერთი მისი სისუსტე ამ მხრივ რეაქტიული თვითმფრინავებია.

უორენ ბაფეტი

მას უწოდებენ ყველა დროის უდიდეს ქველმოქმედს, ადამიანს, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში გაიღო ყველაზე გულუხვი შემოწირულობა. 2010 წელს მან საქველმოქმედო ფონდებს შესწირა 37 მილიარდი (!) დოლარი. ასევე ცნობილია მისი ანდერძის შინაარსი, რომლის მიხედვით, თავის ოჯახს უტოვებს მხოლოდ მცირე ნაწილს უზარმაზარი ქონებიდან, დანარჩენი კი მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას.  

Read more

მოქმედების ძალა, ანუ – ვის მიყვება ხალხი და რას მივყავართ წარმატებისკენ

პიროვნული–განვითარება

“მე მქონდა უამრავი იდეა, თუ როგორ დავხმარებოდი ადამიანებს, ამიტომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ლიდერი, რომელიც უწინამძღვრებდა მათ და წაიყვანდა წარმატების მწვერვალებისკენ. პირველ რიგში, შთაბეჭდილების მოსახდენად,  ვიზრუნე საკუთარ გარეგნობაზე და საკმაოდ ეფექტურ ფორმაში მყოფი წარვსდექი ადამიანების წინაშე, მაგრამ ისინი არ გამომყვნენ. მე დავეწაფე წიგნებს და გავხდი ძალიან განათლებული და ჭკვიანი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ადამიანები ჭკვიანებს არ მიყვებიან. მე … Read more