სამი ჯადოსნური ჩასუნთქვა

რუბრიკა: სავარჯიშოები, ტექნიკები

chasuntqva

ეს სავარჯიშო იმდენად მარტივია, რომ შეიძლება ზოგიერთს სასაცილოდაც არ ეყოს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ესეც სწორედ ის შემთხვევაა როცა „გენიალური – მარტივია“.

ნადეჟდა ბრიჟაკს, ადამიანს ვისგანაც ეს ვისწავლე, ამ სავარჯიშომ ფაქტიურად სიცოცხლე შეუნარჩუნა, ხოლო პირადად მე კი, მას  წარმატებით ვიყენებ როგორც სტრესის მოსახსნელ, დამამშვიდებელ საშუალებას. როცა გაღიზიანების, ბრაზის, რისხვის ან რომელიმე სხვა ნეგატიური ენერგიის გავლენის ქვეშ ვექცევი, საკმარისია 1–2 წუთი, რომელიც ამ სავარჯიშოს შესრულებას უნდა და უკვე სიმშვიდით, სითბოთი და სიყვარულით  ვივსები.

მისი შესრულება შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე და ნებისმიერ პოზაში, არა აქვს მნიშვნელობა, იწვებით, იჯდებით თუ იდგებით, იმიტომ რომ ჩვენ ჩავატარებთ სუნთქვით ვარჯიშს, ოღონდ ჩავატარებთ მას განსაკუთრებული მეთოდით და წესებით. რეკომენდებულია რომ ჩასუნთქვაც და ამოსუნთქვაც იყოს რაც შეიძლება ხანგრძლივი და სრული.

დაჯექით, ან დაწექით, ან დადექით, მოკლედ ვისთვისაც როგორც უფრო მოსახერხებელი იქნება, დახუჭეთ თვალები და გააკეთეთ თქვენი პირველი გაცნობიერებული ჩასუნთქვა. ჩაისუნთქეთ ნელა, ღრმად და გაწელეთ ეს პროცესი რაც შეიძლება ხანგრძლივად. მაგრამ ამ ჩასუნთქვის დროს გთხოვთ იფიქრეთ იმათზე ვისი მადლიერიც გინდათ იყოთ იმისთვის რაც გაქვთ  ცხოვრებაში აქ და ამჟამად. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მადლიერი ღმერთის, სამყაროსი, კოსმოსის, აბსოლუტური გონის, მოკლედ ვისაც როგორც გსურთ.

  1. მაშ ასე, ჩაისუნთქეთ დაჩასუნთქვის პროცესში გულში წარმოთქვით:

Read more

წარუმატებლობის შიში და ოცნებების სასაფლაო

იცით თუ არა, რა კავშირი აქვს ერთმანეთთან ნიჟარას და ფრინველთა მეფეს, რა როლი ეკისრებოდათ მათ სამყაროს შექმნის პროცესში, სად არის ოცნებების სასაფლაო და საერთოდ რა შუაშია ეს ყველაფერი წარუმატებლობების შიშთან? უყურეთ ამ 4 წუთიან ვიდეოს და მიიღეთ პასუხი ზემოთ დასმულ კითხვებზე და არა მარტო მათზე… ვიდეოს ჩასართავად დააჭირეთ თეთრ სამკუთხედს შუაში     თუ გსურთ … Read more

ფინანსების მოცარტის 14 რჩევა მათთვის, ვისაც სურს გაზარდოს საკუთარი შემოსავლები

ის აღიარებულია ევროპის საუკეთესო კონსულტანტად და ტრენერად ფინანსების სფეროში.

ის არის ყველაზე წარმატებული ავტორი მთელ მსოფლიოში მათ შორის, ვისაც კი რამე დაუწერია ფულზე და ფინანსებზე.

მისი ყველა წიგნი ბესტსელერია. მათგან ყველაზე პოპულარულები კი „გზა ფინანსური დამოუკიდებლობისაკენ“ და „მანი, ანუ ფულის ანაბანა“ თარგმნილია 30-ზე მეტ ენაზე და ათეულ მილიონობით ეგზემპლიარად არის გაყიდული მთელ მსოფლიოში.

მის თითოეულ სემინარს ათასობით ადამიანი ესწრება. მოსკოვში მისი ვიზიტის დროს სემინარზე დასწრების მსურველთა რაოდენობამ კი ისეთ ციფრებს მიაღწია, რომ ორგანიზატორებს მოუწიათ ოლიმპიური სტადიონის დაქირავებამ, სადაც 35 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

მისი მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებული ადამიანი გახდა და მათ შორის ათასზე მეტი მილიონერია.

ეს კაცი გახლავთ გერმანელი მულტიმილიონერი მწერალი, ბიზნესმენი, ინვესტორი, ტაიმენეჯმენტისა და ფინანსების სფეროს შეუდარებელი პრაქტიკოსი და ვირტუოზი-ბოდო შეფერი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ თანამემამულეების მიერ შერქმეული სახელით – „ფინანსური მოცარტი“

bodo-shefer

მე გადავწყვიტე დროდადრო გამოვაქვეყნო ამ ბლოგზე მისი რჩევები და კონსულტაციები  ფულისა და დროის მენეჯმენტის თემებზე და ამ პროექტის ფარგლებში გთავაზობთ პირველ პუბლიკაციას, რომელშიც აღწერილია ბოდო შეფერის 14 რჩევა იმ ადამიანებისთვის, რომელბსაც სურთ საკუთარი ხელფასის და ზოგადად შემოსავლების გაზრდა.

მაშ ასე, ფინანსების მოცარტი გვირჩევს:

Read more