მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ერთგულო მკითხველებო, ახალშემობრძანებულო სტუმრებო!
გილოცავთ, დღეს ამ ბლოგზე დღესასწაულია!
დღეს ჩვენ გვყავს იუბილარი, რომელიც ერთი წლის გახდა!
დიახ – „ჩვენ გვყავს!“ – ვინაიდან ეს ბლოგი არ არის მარტო ჩემი საკუთრება.
მართალია, ის ჩემი მეცადინეობით გაჩნდა, მაგრამ გაჩენა ერთია, მთავარია როგორ აღზრდი. აი, ამაში კი მარტო მე ვერაფერს გავხდებოდი.
ის ვერ მოაღწევდა თავის პირველ დაბადების დღემდე, რომ არა თქვენისთანა არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებმაც, პირველივე დღიდან, სიყვარულით ჩაიხუტეთ გულში ახალშობილი და, შემდეგ, შეძლებისდაგვარად, უშურველად უზიარებდით თქვენს წილ სითბოს, სიყვარულსა და მზრუნველობას.
მანამდეც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ, ამ ბლოგის შექმნა, იყო ჩემი თვითაღზრდის პროცესის გასაჯაროების მცდელობა…