რამოდენიმე საუკუნის წინ დიდმა ალქიმიკოსმა და ექიმმა პარაცელსმა თქვა:
„ცივილიზაციის განვითარების თანამედროვე დონეზე, ქალების და მამაკაცების უმრავლესობის წარმოსახვა ძალზე სუსტია, მათი ნება ძალზე დუნე, ხოლო მათი რწმენა საკმაოდ გამსჭვალულია ეჭვებით იმისთვის, რომ მიაღწიონ სასურველ შედეგს. საბედნიეროდ მათ წარმოსახვას, რაც არ უნდა მანკიერი იყოს, არ ექნება საკმარისი ძალა მანამ, სანამ მორალის მდგომარეობა არ აიწევს დღევანდელზე ბევრად უფრო მაღალ დონეზე“
ადამიანები უმეტესად ცხოვრობენ ძალზე მოსაწყენი და ერთფეროვანი ცხოვრებით. ტელეგადაცემები, ღამის ე.წ. “ტუსოვკები”, ღრეობები, ნარკოტიკები – ეს მხოლოდ სუსტი მცდელობაა თავდავიწყებისა: სამყარო აღარ არის უკვე ადამიანებისთვის გამოცანა. და ეს არის ყველაზე სამწუხარო. ადამიანებმა შეწყვიტეს საკუთარი თავის და გარემომცველი სამყაროს აღქმა როგორც უდიდესი საიდუმლოსი.
არადა, „ადამიანი შეიქმნა ღვთის ხატად და დარად“ და თავისი არსით არის შემოქმედი. შემოქმედი საკუთარი სამყაროსი, რომელსაც ჩვენ ვქმნით ჩვენი აზრებით, გრძნობებით და ემოციებით. ჩვენი ქმედებები იწყება არა სიტყვებით ან/და მოძრაობებით, არამედ აზრებით. აზრი – ენერგიის უნივერსალური ფორმაა და მისი ძალა კოლოსალურია.
ჩვენი აზრები და გრძნობები მატერიალიზდება, ანუ იქცევა რეალობად. აზრი, რომელიც წარმოიქმნება როგორც ენერგია ჩვენს სულში, არსად არ იკარგება. მუშაობს ენერგიის შენარჩუნების კანონი. ნებისმიერი აზრი, გაგზავნილი სამყაროში ქმნის გარკვეულ ფორმებს და მოვლენებს ჩვენს ცხოვრებაში და ამგვარად ეს ენერგია გვიბრუნდება უკანვე ამა თუ იმ სახით.
სწორედ ამ პირველი პუნქტიდან გამოდის მტკიცებულება რომ „მსგავსი იზიდავს მსგავსს“ ….
ჩვენ თვითონ ვქმნით იმ სამყაროს რომელშიც ვცხოვრობთ, თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრობს უნიკალურ რეალობაში, უფრო სწორად რეალობის საკუთარ, უნიკალურ მოდელში, რომელიც ეფუძნება საკუთარ და წინაპრების გამოცდილებას.
სინამდვილეში სამყარო უსასრულო და მიუწვდომელია და ჩვენ ვამარტივებთ მას რომ ვიგრძნოთ თავი უსაფრთხოდ.
ყველაფერი ამ სამყაროში: ჩვენი სხეულის მდგომარეობა, ფზიკური, სულიერი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ურთიერთობები ოჯახში, მეგობრეთან, ადამიანებთან ზოგადად, სამუშაო, ფინანსური მდგომარეობა, ყველაფერი არის ანარეკლი და ტრანსფორმაცია ჩვენი აზრების, გრძნობების და ემოციების.
აქედან გამომდინარეობს გენიალური მტკიცებულება: „ჩვენ ვცხოვრობთ ჰარმონულ, სამართლიან სამყაროში, სადაც ყველას მიეზღვევა საკუთარი აზრებისამებრ“
და ვინაიდან ჩვენ თვითონ ვქმნით საკუთარ სამყაროს, შესაბამისად თავადვე შეგვიძლია შევცვალოთ ის.
როგორ?
შევიცვალოთ ჩვენ თვითონ.
ჩვენი გარემომცველი სამყარო არის ჩვენი ანარეკლი და თუ არ მოგვწონს, კი არ ვებრძოლოთ, განვუდგეთ და ა.შ. არამედ პირიქით, მივიღოთ ყველა და ყველაფერი ისეთად როგორიც და როგორც არის. უბალოდ შევიცვალოთ ჩვენ თვითონ და მაშინ სამყაროც შეიცვლება. იმუშავებს ანარეკლის კანონი.
პასუხისმგებლობის კანონი – ეს არის საკვანძო მომენტი საკუთარ თავზე მუშაობისას. ამ იდეის გაგება ბევრს უძნელდება იმიტომ რომ ისინი ურევენ პასუხისმგებლობის გრძნობას დანაშაულის გრძნობასთან. ავიღოთ საკუთარ თავზე სრული პასუხისმგებლობა ჩვენს ცხოვრებაზე ნიშნავს, უარის ვთქვათ სხვების და საკუთარი თავის დადანაშაულებაზე, განვთავისუფლდეთ კრიტიკის, განსჯის და სიძულვილისგან.
თუ ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, ვერავინ ვერ შეძლებს მასზე გავლენის მოხდენას. ჩვენს გარშემო თანდათანობით შეიქმნება ისეთი ველი, რომელიც ხელს შეუწყობს სასიკეთო და საჭირო მოვლენების და ადამიანების მოზიდვას. ჩვენი რწმუნებულებების შეცვლით ჩვენ ვცვლით საკუთარ სამყაროს.
არჩევანის კანონი – როცა ადამიანი იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე, მას უჩნდება არჩევანის თავისუფლება. ის ხდება საკუთარი ცხოვრების პატრონი და ნამდვილი ჯადოქარი. ის თვითონ ირჩევს როგორი აზროვნებით იხელმძღვანელოს. ემსახუროს სიკეთეს თუ ბოროტებას. მას აქვს სრული თავისუფლება.
ქვეცნობიერში არსებობს ინფორმაცია ნებისმიერ მოვლენაზე რაც კი სამყაროში ხდება. ეს იმას ნიშნავს რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიცით ყველაფერი.
წარმოიდგინეთ სხეულის უჯრედი. მას არ შეუძლია დაინახოს მთელი ორგანიზმი, მაგრამ მასში არსებობს ინოფრმაცია მთელ სხეულზე. ის კოდირებულია გენეტიკურ დონეზე. ადამიანი – ეს არის ასეთივე უჯრედი სამყაროში. მის ქვეცნობიერში ინახება სრული ინფორმაცია სამყაროს წარსულზე, აწმყოზე და მომავალზეც კი.
ამ კანონით აიხსნება ბევრი ფენომენი: ნათელმხილველობა და წინასწარმეტყველება მაგალითად. ანდა შორი მანძილიდან აზრების წაკითხვის ფენომენი. მკითხაობაც შეიძლება მსგავს ფენომენს მივაკუთვნოთ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განავითაროს, თუმცა კი არ განავითაროს, აღმოაჩინოს საკუთარ თავში მსგავსი უნარები. აუცილებელია მხოლოდ აზრების და განხრახვის სიწმინდე.
რაც უფრო მეტად წმინდაა ადამიანის აზრები და განზრახვა, მით უფრო მეტი უნარები აქვს მას და მით უფრო მეტ ცოდნას იღებს ის სამყაროსგან.
ამის გამოხატვა შეიძლება უფრო ადვილადაც: რაც უფრო ნაკლებია აგრესია ჩვენში მით უფრო საისამოვნო და საინტერესოა ჩვენი ცხოვრება და მით უფრო მეტი ჯანმრთელობა და უნარები გაგვაჩნია. შეცვალო საკუთარი თავი, პირველ რიგში ნიშნავს იმ აგრესიული აზრების და ფიქრებისგან განთავისუფლებას, რომლებიც ამპარტავნებასთანაა კავშირში.
მთლიანობია (ერთიანობის) კანონი – ვინაიდან ადამიანი არის მხოლოდ და მხოლოდ უფლის, სამყაროს ნაწილი, ის მუდმივად მიისწრაფვის ამ მთლიანისკენ. ნიუტონმა აღმოაჩინა მსოფლიო მიზიდულობის კანონი მატერიალური სხეულებისთვის, მაგრამ ეს კანონი მოქმედებს ასევე ცოცხალ ორგანიზმებზე, რომლებიც წარმოადგენენ საინფორმაციო–ენერგეტიკულ სტრუქტურებს. თითოეული ცოცხალი ორგანიზმი ჩანასახიდანვე წარმოადგენს მთლიანს, რადგან ცხოვრობს თავად რეალობაში. მაგრამ ადამიანის ცნობიერებამ დაყო სამყარო, დაარღვია მთლიანობა. და ამიტომ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ქვეცნობიერად მიილტვის ამ მთლიანობის აღდგენისაკენ. ეს არის ღმერთი. ეს აერთიანებს ყველა ადამიანს და არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ყველა ცოცხალს ამ სამყაროში. და არა მხოლოდ ამ ადამიანურ სამყაროში, არამედ ყველა სამყაროში.
გამოდის, რომ საბოლოო მიზანი ყველასთვის ერთია, მაგრამ გზებია განსხვავებული.
ნაწილი მიილტვის მთელისკენ. სული მიილტვის ღმერთისკენ.
ადამიანს მთელი ცხოვრება მოსვენებას არ ძლევს პირველწაყაროსგან დაშორების განცდა. ინტუიციურად ის გრძნობს ამას და მიილტვის მთლიანისკენ. ჩვენს ცხოვრებაში ეს გამოიყურება როგორც სულიერი სიმშვიდის, ბედნიერებისკენ ლტოლვა. ადამიანი მიილტვის მიწიერი საგნებისკენ იმის იმედით, რომ მოიპოვებს მარადიულ ნეტარებას. ის ცდილობს ამის მიღწევას ფულის, საკვების, ნივთების, გართობის, სექსის, ურთიერთობები მეშვეობით. მაგრამ დროთა განმავლობაში ის იგრძნობს ამ ყველაფრის დაკარგის სიმწარეს და სიბერეში ჩნდება მტკივნეული განცდა იმისა, რომ ხცოვრებაში ხელიდან იქნა გაშვებული ის რისთვისაც ებოძა სიცოცხლე. მაგრამ ძალები უკვე არარ აქვს.
ადამიანს ღმერთი აძლევს სიცოხლეს და ცნობიერებას იმისთვის, რომ მან გაამდიდროს ეს ცნობიერება საკუთარი ცხოვრების პროცესით და შეიტანოს საკუთარი უნიკალური წვლილი სამყაროს ევოლუციის პროცესში. ამაში მდგომარეობს სწორედ პასუხის კითხვაზე : „რაშია ცხოვრების აზრი და დანიშნულება?“
თითოეული ადამიანი ქვეცნობიერად ახორციელებს ცხოვრების მთავარ აზრს და მთავარ ფუნქციას – იცხოვროს ამ სამყაროში და ეცადოს რომ მისი რეალობის მოდელი შეესაბამებოდეს თავად რეალობას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – გააერთიანოს ცნობიერი და ქვეცნობიერი. მხოლოდ ასე შეუძლია მას მოიპოვოს საკუთარი მთლიანობა.
პოზიტიური განზრახვის კანონი – მთელი ჩვენი ცხოვრება არის უწყვეტი პროცესი ჩევნი ქვეცნობიერი და ცნობიერი განზრახვვების განხორციელებისა. თითოეულ ადამიანს აქვს თავის უნიკალური გზა და მისი განსაზღვრა ხდება ქვეცნობიერად. ძალზე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი ქვეცნობიერი ყიველთვის ანხორციელებს ჩვენთვის პოზიტიურ განზრახვას. მე ღრმად მწამს რომ ადამიანი არის რთული დაბალანსებული არსება. ამიტომ მის ცხოვრებაში არასდროს არაფერი არ ჩნდება უბრალოდ ისე, შემთხვევით.
უფრო მეტიც – ნებისმიერ ქცევას ადამიანისა (ავადმყოფობის ჩათვლით) გააჩნია თავისი პოზიტიური ფუქნცია გარკვეულ კონტექსტში. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, რა სიტუაციებიც არ უნდა შევქმნათ ჩვენს ცხოვრებაში, რა ავადმყოფობეც არ უნდა გვჭირდეს, ყველაფერი არის საშუალება ჩვენი პოზიტიური განზრახვის განხორციელებისა.
განზრახვა არ შეიძლება იყოს ნეგატიური, ვინაიდან ნეგატიური გამოცდილება როგორც ასეთი ბუნებაში არ არსებობს.
ადამიანს არ შეუძლია უარი თქვას საკუთარი განზრახვის განხორციელებაზე. ეს შეუძლებელია. ასეთია ცხოვრება. ამიტომ არ არის საჭირო ვებრძოლოთ საკუთარ თავს – საჭიროა უბრალოდ შევცვალოთ საკუთარი აზრები და ქცევის ფორმები. რეალურად გავაცნობიეროთ ჩვენი ზრახვები, შევქმნათ ახლები და შევცვალოთ მათი განხორციელების საშუალებები. ეს ცოდნა აქცევს ჩვენს ცხოვრებას შინაარსიანს, ცნობიერს და ძლიერს.
ვალერი სინელნიკოვის წიგნების მიხედვით
––––––––––––
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
ძალიან მომწონს თქვენი ცხოვრებისადმი ასეთი ხედვა. მიხარია რომ აღმოვაჩინე ასე მოაზროვნე ადამიანი, წარმატებებს გისურვებთ.მჯერა რომ ჩვენი შინაგანი აზროვნება არის განმსაზღვრელი ჩვენი ცხოვრების.ყველას გისურვებთ პოზიტიურად აზროვნებას რათა თქვენ თვითონ იგრზნოთ თავი ბედნიერად!
მადლობა რომ არსებობთ!!!
“ადამიანი მიილტვის მიწიერი საგნებისკენ იმის იმედით, რომ მოიპოვებს მარადიულ ნეტარებას. ის ცდილობს ამის მიღწევას ფულის, საკვების, ნივთების, გართობის, სექსის, ურთიერთობების მეშვეობით. მაგრამ დროთა განმავლობაში ის იგრძნობს ამ ყველაფრის დაკარგვის სიმწარეს და სიბერეში ჩნდება მტკივნეული განცდა იმისა, რომ ხცოვრებაში ხელიდან იქნა გაშვებული ის რისთვისაც ებოძა სიცოცხლე.”
ამის გაცნობიერება ყველაზე მთავარ რამედ მიმაჩნია ცხოვრებაში. არა აქვს მნიშვნელობა, რა აქცია ადამიანმა სანუკვარ მიზნად: მდიდრული ავტომობილის შეძენა თუ კომფორტული სახლის აშენება; კარგი სამსახურის შოვნა, კარიერის გაკეთება თუ ოცნების ქალზე ან მამაკაცზე დაქორწინება; შვილებისთვის უზრუნელყოფილი მომავლის შექმნა თუ ნობელის პრემიის მოპოვება… ეს ყველაფერი ცალ-ცალკე კი არა, ერთად აღებულიც ვერ დააკმაყოფილებს ბოლომდე და ვერც ბოლომდე ბედნიერს გახდის,ზუსტად ვიცი.
მიზეზი კი ისაა, რომ, როგორც ერთმა არაჩვეულებრივმა პიროვნებამ თქვა: “ადამიანის სულს ღმერთი შია!” ამ შიმშილის გრძნობას მხოლოდ ჭეშმარიტების ძიება და მასთან ზიარება შველის. სხვა არაფერი. არაფერი და მორჩა.
სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე, როცა ადამიანი შეიცნობს საკუთარ თავს და შეძლებს მისი თავის მართვას, ის აუცილებლად ახლოსაა ღმერთთან.ღმერთთან სიახლოვე ეს უკვე სამყაროს შეცნობაა.
,,არჩევანის კანონი – როცა ადამიანი იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე, მას უჩნდება არჩევანის თავისუფლება. ის ხდება საკუთარი ცხოვრების პატრონი და ნამდვილი ჯადოქარი. ის თვითონ ირჩევს როგორი აზროვნებით იხელმძღვანელოს. ემსახუროს სიკეთეს თუ ბოროტებას. მას აქვს სრული თავისუფლება.” ქალბატო ქეთევან ადამიანებს რომ თავისი სურვილი აესრულებინათ, კაცობრიობა მთავარი პრობლემის გარეშე დარჩებოდა. მიმაჩნია, რომ მხოლოდ მოძრაობა და მოძრაობაა მთავარი ცხოვრებისეული აზრი.
ქალბატონო ქეთევან, ქალბატონო თეა,
ვეთანხმები, მომწონს და ვიზიარებ თქვენი პოსტების რეზიუმეს:
«ადამიანის სულს ღმერთი შია!» ამ შიმშილის გრძნობას მხოლოდ ჭეშმარიტების ძიება და მასთან ზიარება შველის. სხვა არაფერი. არაფერი და მორჩა.
“ადამიანებს რომ თავისი სურვილი აესრულებინათ, კაცობრიობა მთავარი პრობლემის გარეშე დარჩებოდა. მიმაჩნია, რომ მხოლოდ მოძრაობა და მოძრაობაა მთავარი ცხოვრებისეული აზრი.”
ჩვენი უმეცრება და უბედურება ისაა რომ სულიერების, უფლის,მოყვასის სიყვარულის გარეშე ვცდილობთ ცხოვრების სიამ-ტკბილობის, ბედნიერების მოპოვებას, თვით სამყაროს შეცნობასაც კი, ეს იმდროს როცა არა თუ ერთმანეთი, საკუთარი თავიც კი ვერ შეგვიცნია, ესაა ჩვენი უბედურების თავიც და ბოლოც.
batono xvicha treningi tu iqneba am welshi? da rodis?
იანვრის ბოლოსთვის გამოქვეყნდება “წარმატების აკადემია MK”–ის ტრენინგების, სემინარების, კურსების და სხვადასხვა ღონისძიებების განრიგი 🙂
batono xvicha gtxovt mitxrat rodis iqneba shemdegiseminari? vanobaqradze@gmail.com
ტრენინგი “გარღვევა წარმატების მწვერვალებისკენ” გაიმართება სავარაუდოდ მარტის ბოლოს. თუ გსურთ რომ დროულად შეიტყოთ სიახლეები გამოიწერეთ რომელიმე უფასო წიგნი ან კოკოლოგიის ტესტები ამ საიტიდან და თქვენი ელფოსტა მოხვდება ჩვენს ხელმომწერთა ბაზაში.