რუბრიკა: ბლოგის სტუმარი
,,უფალო მიყვარხარ, მიყვარს სიცოცხლე, მიყვარს ჩემი თავი, ჩემი დიდი ოჯახი, მთელი ცოცხალი და არაცოცხალი სამყარო!“
მაგრამ ამ სიყვარულთან ერთად მაქვს დიდი ტკივილიც, მტკივა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა და მარტო ჩემი სიყვარული, ვერ დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც უდროოდ, ახალგაზრდა ასაკშივე იმახინჯებენ ცხოვრებას, გვევლიანებიან მოძალადეებად და/ან თავად ხდებიან, ხშირ შემთხვევაში საკუთარი ოჯახის წევრების ძალადობის მსხვერლნი.
რატომ ხდება ყოველივე ეს?
რატომ ვართ აქ?
რატომ სჭირდება ჩვენს თვალებს ამის დანახვა და ჩვენს ყურებს ამის მოსმენა?
იქნებ გვაქვს ძალა იმისა, რაღაც ვაკეთოთ, ან იქნებ რაღაც უნდა გამოვისყიდოთ და ამისთვის ვისმენთ თითქმის ყოველ დღე ათას საზიზღრობას…
რაშია გამოსავალი?
ყველა ნეგატიური ემოციის და მოვლენის, მათ შორის ადამიანის პიროვნული თვისებების მიზეზი არის ის სულიერი ტრამვები, რომელსაც ადამიანი განიცდის ჩასახვის მომენტიდან, მუცლადყოფნის პერიოდში და დაბადების შემდგომ. ეს ტრამვები განსაზღვრავს მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენს სულიერ, გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.
და რა თქმა უნდა უფალი, რომელიც ჩვენი სულიერი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, განსაზღვრავს ჩვენს ბედს თუ უბედობას, ჯანმრთელობას თუ ავადმყოფობას, წარმატებას თუ წარუმატებლობას, სიმდიდრეს თუ სიღარიბეს.
მე მჯერა, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ, ამისთვის საჭიროა, ჩვენი შეცდომების დანახვა და აღიარება, სწავლება სულ პატარა რაღაცის, რასაც მონანიება ქვია.
სული რომელიც იბადება და განსხეულდება, მოსულია ევოლუციისთვის.
მტკივა, როდესაც ზოგ შემთხვევაში, თუმცა უკვე ვხედავ მრავალ შემთხვევაში, ჩვენი საყვარელი ადამიანების სული ევოლუციას კი არა დეგრადაციას განიცდის. მიუხედავად იმისა, მნიშვნელობა არა აქვს ეკლესიაში დადის თუ არა, მორწმუნეა თუ ურწმუნო….
და მაინც რა არის ამის მიზეზი?
რატომ კლავს შვილი დედას, ნათესავი ნათესავს თუ ქმარი ცოლს?
ჩვენ დაუნდობლად ვკიცხავთ და ვგმობთ მათ საქციელს, გამართლებაც გვაქვს; მან რაღაც დააშავა, მან ფეხმძიმე ცოლს სცემა, უფრო მეტიც, მან საკუთარი მეუღლე, რომელთან ოდესღაც ჯვარი დაიწერა, ,,ერთ სულ და ერთ ხორც გახდა’’ დაუნდობლად სიცოცხლეს გამოასალმა. ვგმობთ და გვეშინია, ოდესმე ჩვენც არ აღმოვჩნდეთ მსგავს სიტუაციაში. მაგრამ გაგიგიათ ალბათ ,,შიში ვერ იხსნის სიკვდილსა’’. გარდა გმობისა და განკითხვისა ვაკეთებთ რამეს?
დავფიქრებულვართ იმაზე, თუ რატომ არის მამაკაცებში ამდენი აგრესია??? რატომ ვართ ამ დღეში? გვიფიქრია?
იქნებ ჩვენშია მიზეზი. იქნებ ჩვენივე დაგროვებულ აგრესიას ვიმკით, ნათქვამია ,,ხე ნაყოფით იცნობაო’’. იქნებ ჩშვენივე ნაყოფია რასაც ვიღებთ, გამრავლებული, გაათკეცებული მოდიფიცირებული სახით.
თუნდაც ის, რომ ჩვენი ცხოვრების განმავლობაში არაფერს ვაშავებთ, მაგრამ მაინც აგრესიის წყარო ვხდებით, გვცემენ, გვაუპატიურებენ და ზოგ შემთხვევაში გვკლავენ კიდევაც, თუმცა მიზეზი არ ჩანს…
როდესაც ვამბობ, რომ ნებისმიერი ჩვენთაგანია ამის გამომწვევი მიზეზი, ალბათ ფიქრობთ:
„აგრესია კი არა ჭიანჭველასთვის ფეხი არ დამიდგამსო.“
ან კიდევ:
„მე რომ სიკეეთები მიკეთებია იმდენი უნდა, მაგრამ მაინც ხედავ რა დღეში ვარო?“
მოდით ავხსნათ: ჩვენი სული როდესაც განსხეულდება დაბადების დროს ჩვენს სხულში, თან მოყვება უამრავი ცოდვა, (ასტრალური პროგრამა) ანუ ქვეცნობიერი დამძიმებულია გარკვეულ დონეზე. ჩვენივე ცოდვილი სული კი იზიდავს თავის მსგავს გენოტიპს – ანუ თავისი ცოდვების მსგავსი ცოდვების მქონე ადამიანს. შესაბამისად ჩვენც იგივე ცოდვებისკენ ვართ მიდრეკილნი, როგორი სიმძიმითაც არის მოსული ჩვენი სული და რა გენეტიკაც გვაქვს. თან ხშირად იგივე ცოდვებს ვიმეორებთ კიდეც და ასე მივდივართ დაღმავლობის გზით.
მაგრამ სული მოსულია ტრანსფორმაციისთვის.
ხოლო იმისთვის, რომ მოვახდინოთ ტრანსფორმაცია ჩვენი სულისა, პირველ რიგში უნდა შევწყვიტოთ ცოდვების ჩადენა, ანუ ეს ხდება ჩვენივე ქმედებებით სიცოცხლის განმავლობაში. მეორეს მხრივ კი, უნდა მოვახდინოთ ჩვენი სულის, წინაპრების და ჩვენს მიერ ამ ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვების გააზრება და მონანიება.
ნებისმიერ მოძალადეს ყავს მსხვერპლი და მისი ძალადობა, ხშირად უხილავად, მაგრამ მაინც მსხვერპლის მიერ არის პროვოცირებული.
სხვათაშორის ეს მოქმედებს, როგორც ცალკეულ ადამიანებზე , ასევე ქვეყნებზეც.
მაგ: თუ ქალს შეურაცყოფს ქმარი, ესე იგი თავად ამ ქალში არის (თუნდაც მხოლოდ ქვეცნობიერ დონეზე) დიდი დოზით პრეტენზია, აგრესია საწინააღმდეგო სქესის მიმართ. (რომელიც ოდეღაც მისმა სულმა, წინაპრებმა დააგროვეს და მოთავსდა ქვეცნობიერში).
ასეთ დროს, შეიძლება ქალი გარეგნულად ითმენს ქმრის აგრესიას, მაგრამ შინაგანად ვერ ითმენს და მის ქვეცნობიერში კიდევ უფრო მეტად იზრდება პრეტენზია–აგრესიები ქმრის მიმართ, ისედაც გადავსებულ ქვეცნობიერს, კიდევ ემატება ცხოვრების განმავლობაში მოთმენილი აგრესია-პრეტენზიები. შეკავებული აგრესია უფრო მეტად აზიანებს სულს ცნობიერ და ქვეცნობიერ დონეზე. და როდესაც საწინაღმდეგო სქესის აგრესიული აურა ურტყამს კაცს უხილავად, ის აუცილებლად დაარტყამს ხილულად, თუნდაც სიტყვით ხმა არ ამოიღოს. რადგან მამაკაცი ფიზიკურად არის ძლიერი (იანია), ქალი კი სულიერად (ინია).
ამ შემთხვევაში ქალმა უნდა მოინანიოს ეს აგრესია და მიუტევოს ქმარს, რადგან არ მივიდეს საქმე მკვლელობამდე. თუ ქალს არ შეუძლია მიტევება, თავის თავზე მუშაობა და თავისი სულიდან ამ პრობლემების აღმოფხვრა, უნდა დაშორდეს, როგორც ფიზიკურ ისე სულიერ დონეზე, რათა არ დააზინოს სულიერად შვილებიც. უფრო მეტად კი ვაჟი, რადგან დედის აგრესია დიდი დოზით მის ვაჟზე გადადის და ვიღებთ უკვე ძალიან აგრესიულ ახალგაზრდობას მომავალში, რაც ბლოკირდება ნარკომანობით, ლოთობით, აზარტული თამაშებით, ძალადობით, მკვლელობებით…
ასე რომ, თუ ქალს აგრესიული, ლოთი, მოძალადე ქმარი „შეხვდა“, უნდა ესმოდეს, რომ პრობლემა მასშია, მან მოიზიდა ისეთი მამაკაცი, როგორიც მისმა სულმა დაიმსახურა.
მე ვფიქრობ ჩვენვე შეგვიძლია ჩვენივე სულიერი ტრანფორმაციის გზით ჩვენივე ქვეცნობიერში ჩადებული აგრესიის ბლოკირება.
მოდით დავფიქრდეთ, იქნებ შეძლებისდაგვარად მოვახერხოთ ეს. თუ მოვახერხეთ, გამოგვეწვია ისეთი აგრესია, რომ ვიღაცამ გვიყვირა, გვცემა, გაგვაუპატიურა და სასიკვდილოდ გაგვიმეტა, იქნებ მოვახერხოთ ისიც, რომ ჩვენვე გამოვიწვიოთ, სითბო, სიყვარული, სიხარული და ბედნიერება…
და ბოლოს: სტატისტიკით ცნობილია, რომ კაცობრიობის ისტორიაში კეთილშობილებით, ღირსებით გამორჩეულ დიად ადამიანთა უმრავლესობას გამორჩეულად კარგი დედა ყავდა. თუ ვერ ვიქნებით გამორჩეულად კარგი დედები, სულ ცოტა მაინც გავაკეთოთ ჩვენი შვილებითვის – ჩვენივე ლოცვით, მონანიებით და მიტევებით დავიცვათ და გადავარჩინოთ მათი სულები, რათა ოდესმე არ აღმოჩნდნენ მსხვერპლის ან მოძალადის როლში.
დიდი სიყვარულით, მაკა დვალი
ექიმი სუჯოკ–თერაპევტი, ენიოლოგი, RPT (ათვლის წერტილი თერაპია) ტექნოლოგიების პირველი ლიცენზირებული სპეციალისტი საქართველოში.
ძალიან მომეწონა თქვენი სტატია ძალადობასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ დღეს საუბარი გვიწევს უკვე საზოგადოებაში გამეფებულ ძალადობაზე როგორც შედეგზე.სწორედ, რომ დედები არიან სულისჩამდგმელნი იმ უხეშობის რასაც სამწუხაროდ ბიჭებში ვხედავთ. საზოგადოებას ხომ უხეში მამაკაცი მიაჩნია მამაც ადამიანად, მოკრძალებულთ კი დედიკოს ბიჭებს ეძახიან. შედეგიც სახეზეა. თაობებმა ფაქტიურად ამ ფსიქიკით კვლავწარმოების პროცესი განიცადა და ……………