წესი 1. ფიქრს ვიწყებთ ბოლოდან
როცა ვიწყებთ კონკრეტულ ამოცანაზე ფიქრს, ჩვენ ცხადად უნდა წარმოვიდგინოთ, თუ რა შედეგის მიღება გვინდა.
საქმე იმაშია, რომ როგორც არ უნდა ვიფიქროთ, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ რაღაც შედეგს. მატერიალურ შედეგს. ყველაფერი ჩვენს ირგვლივ – არის შედეგი ჩვენი აზროვნებისა.
დავუშვათ ჩვენ რაღაც ვიფიქრეთ ფულზე. ჩვენს ფულზე. მაგალითად, ვიოცნებეთ იმაზე, რომ ისინი გვქონდეს უფრო მეტი და ფიქრები ამაზე შევაჩერეთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენი ფულის რაოდენობა არ შეიცვლება. აზრი არ არის ბოლომდე მიყვანილი.
იმისთვის რომ შეიცვალოს, საჭიროა დავიწყოთ ბოლოდან. ანუ, ჯერ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა რაოდენობის ფულია ჩვენთვის ნორმალური თანხა. გავიფიქრეთ – ჩავიწერეთ. აი ახლა უკვე შეიძლება იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა ვიშოვოთ ისინი.
სხვანაირად აღმოვჩნდებით მახეში. თქვენ მოიფიქრეთ რაღაც ფინანსური იდეა, მაგრამ ის არ მოგცემთ თქვენ იმდენს რამდენიც გინდათ. ამიტომ ამაზე ფიქრიც არ ღირდა.
წესი 2. ფიქრს ვასრულებთ მოქმედებით
რადგან დაიწყეთ ფიქრი, საჭიროა მიიყვანოთ ის ლოგიკურ დასასრულამდე. მაგრამ როგორ გავიგოთ სად უნდა გავჩერდეთ?
სწორედ ამისთვის არის მეორე წესი: ძლიერი აზროვნება ჩერდება მხოლოდ მაშინ, როცა ნათელია შემდეგი კონკრეტული ნაბიჯი. ანუ თქვენ ჩაიწერეთ ქაღალდზე ისეთი მოქმედება, რომელიც არ საჭიროებს რაიმე დამატებით რესურსებს.
მაგალითად, თქვენ გადაწყვიტეთ დაელაპარაკოთ უფროსს ხელფასის მომატებაზე. თუ თქვენ დაწერთ მხოლოდ ამას, ეს იქნება ბუნდოვანი, გაურკვეველი და არაფერს არ მოგცემთ. მაგრამ თუ დაწერთ: „ოთხშაბათს, 10:00 საათზე მე ავალ მისაღებში და ჩავეწერები მიღებაზე“ – ეს უკვე სხვა საქმეა.
ზოგჯერ შემდეგი ნაბიჯი გაურკვეველია, იმიტომ რომ დამოკიდებულია სხვა ადამიანებზე. ასეთ შემთხვევაში, პირველ ნაბიჯად შეგიძლიათ ჩაწეროთ ამ ადამიანთან კონტაქტის დამყარება.
მაგალითად თქვენ გინდათ პიკნიკზე წასვლა მეგობრებთან ერთად მაგრამ ამ მეგობრებიდან მხოლოდ ერთს ჰყავს მანქანა. მაშინ პირველი ნაბიჯი იქნება ამ მეგობრათან დარეკვა და გარკვევა ის თუ წამოვა ამ პიკნიკზე.
აზროვნება, რომელიც არ სრულდება კონკრეტული მოქმედებით, არის სუსტი აზროვნება. როგორც წესი, ის სრულდება ფუჭი ოცნებებით. თუ პრობლემა მაინცდამაინც არც თუ ისე მნიშვნელოვანია, კიდევ არა უშავს. უბრალოდ დაკარგეთ დრო.
მაგრამ თუ პრობლემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ფიქრებს რომელიც კონკრეტული მოქმედებით არ სრულდენა მიყავხართ ნევროზამდე. ვინაიდან უბრალო, ფუჭი აზროვნება ხომ არაფერს ცვლის ცხოვრებაში, ამიტომ პრობლება ისევ და ისევ უკან გვიბრუნდება.
წესი 3. მოძრაობა ცნობილიდან უცნობისკენ.
როცა პრობლემა ძალიან ჩახლართულია, არ არის საჭირო ნისლში ბოდიალი. ყოველთვის დაიწყეთ იმით, რაც ნათელი და ცხადია. ჩამოწერეთ ქაღალდზე. შემდეგ კი, როცა ნახავთ, თუ რა არის კონკრეტულად გაუგებარი, დაიწყეთ ამაზე ფიქრი, მასში გარკვევა და თანდათანობით საერთო სურათის გამოძერწვა.
ამიტომ, როცა შეეყრებით გაუგებარ პრობლემას, პირველ რიგში ჩამოწერეთ ის რაც თქვენთვის უკვე ცნობილია ამის შესახებ და შემდეგ დაიწყეთ დანარჩენი ინფორმაციის შეგროვება.
წესი 4. ვმოძრაობთ მხოლოდ წინ
ძლიერი აზროვნება ერთი აზრიდან მეორეზე გადადის მკაცრად შედეგის მიმართულებით. რაც ფურცელზე გიწერიათ იმაზე ფიქრობთ, აზრებით აქეთ იქით ხეტიალის გარეშე.
გავრცელებული შეცდომა გამოიყურება შემდეგნაირად. თქვენ უკვე რაღაც გადაწყვიტეთ, მოქმედების გარკვეული მონახაზიც გააკეთეთ, მაგრმა მერე შეგეშეინდათ, ვაითუ ასე აღარ გამოვიდესო და იწყებთ სხვა ვარიანტზე ფიქრს. ეს უკვე ჩიხია.
იმის გარკვევა, გამოვა თუ არა, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვეცდებით მის განხორციელებას.
იმავე პიკნიკის მაგალითზე თქვენ შეიძლება გააკეთოთ შემდეგი რამ. როცა გადაწყვეტილი გქონდათ დაგერეკათ მეგობრისთვის, გაგეფიქრათ: „იქნება და მას არ სცალია. მოდი სხვა რამეს მოვიფიქრებ.“
ამ შემთხვევაში თქვენ მოხვდით ჩიხში.
– ჯერ ერთი, თქვენი ნააზრევი მაშინვე ფასს კარგავს, იმიტომ რომ არ განგიხორციელებიათ კონკრეტული მოქმედება.
– მეორე, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება მეგობრის ნაცვლად. თქვენ არ იცით უნდა თუ არა მას პიკნიკზე წასვლა. იქნება და მას ძალიან გახარებოდა თქვენი შეთავაზება.
– მესამე, თქვენ შეიძლება მოიფიქროთ სხვა რამე, მაგრამ შეიძლება ბოლოს ისიც შეცვალოთ და ასე გაგრძლედეს დაუსრულებლად.
როგორც წესი ხშირად ასეც ხდება. ადამიანებს სუსტი აზროვნებით შეიძლება წლობით ეშინოდეთ გადაწყვეტილების მიღების.
ჯობია სწრაფი გადაწყვეტილება და კონკრეტული მოქმედება, ვიდრე დიდხანს ფიქრი და ყველაფრის გათვალისწინების მცდელობა.
ყველაფრის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელია.
წესი 5. გადაწყვეტილების მიღება შეგიძლიათ მხოლოდ თქვენ.
როცა თქვენ ფიქრობთ რაიმე ამოცანის გადაწყვეტაზე, ყველაზე ხშირად ნებისმიერი ცხოვრებისეულ პრობლემაზე თქვენი გადაწყვეტილებას შეხება აქვს სხვა ადამიანებთან.
მაგალითად, თქვენ გინდათ დაელაპარაკოთ უფროსს ხელფასის მომატებაზე, ან გსურთ დანიშნოთ პაემანი.
სუსტი აზროვნების შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ ამოხსნაზე პასუხისმგებლობას აკისრებთ სხვას. ანუ, თუ თქვენ უარს გეტყვიან, ამაში დამნაშავეა სხვა. თქვენ კი იმაზც არ ფიქრობთ, თუ როგორ გააკეთოთ ეს სწორად.
ძლიერი აზროვნების არსი მდგომარეობს იმაში, რომ აზროვნების დროს იმ სხვის მაგივრადაც უნდა იფიქრო. ანუ რატომ უნდა დაგეთანხმოს ის ადამიანი? რაშია მისი სარგებელი?
ასეთ შემთხვევაში თქვენი წინადადება იქნება ბევრად უფრო გონივრულად ფორმულირებული და ბევრად უფრო მეტი შანსი ექნება წარმატების.
და კიდევ უარესი ვარიანტია, თუ თქვენ აპირებთ საუბრის დაწყებას ისე, რომ ჯერ თვითონ არ მიგიღიათ არანაირი გადაწყვეტილება. ეს დაემსგავსება უაზრო ლაყბობას, რადგან თვითონ არ გეცოდინებათ წესიერად რა გინდათ და თქვენს თანამოსაუბრეს ხომ მითუმეტეს.
ამიტომ, დაიმახსოვრეთ. როცა ფიქრობთ, თავიდან ბოლომდე ფიქრობთ მხოლოდ თქვენ თვითონ და გადაწყვეტილებაც მიღებული იქნება მხოლოდ პირადად თქვენს მიერ. და უკვე ამის მერე იწყებთ ურთიერთობას და დაინახავთ თქვენი ნაფიქრის შედეგებს.
მაგალითად, თუ თქვენ გინდათ დაპატიჟოთ ქალი სადმე, მაშინ ჯერ თვითონ გადაწყვიტეთ სად გინდათ მისი დაპატიჟება. თუ ვთქვათ კინოში, მაშინ რა ფილმზე, რომელ კინოთეატრში და რომელ სეანსზე. და პირველი მოქმედება მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ აგროვებთ ამ ინფორმაციას: რა გადის ახლა საინტერესო და ა.შ.
და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდებით ქალს და სთავაზობთ მას მზა გადაწყვეტილებას. თუ მას არ მოეწონება ერთი ფილმი, შესთავაზეთ მეორე, არ აწყობს დრო – შეთავაზეთ სხვა დრო და ა.შ. ამით თქვენი შანსი წახვიდეთ გოგოსთან ერთად კინოში ბევრად უფრო გაიზრდება, ვიდრე უბრალოდ რომ უთხრათ:
– მოდი კინოში წავიდეთ.
– და რა გადის ახლა?
– არ ვიცი, ვიფიქრე შენ გეცოდინებოდა…
წესი 6. იაზროვნეთ ნათლად. არ გესმით – იკითხეთ
ადამიანს არ შეუძლია ყველაფერი იცოდეს. ეს თითქოსდა ჩვეულებრივი აზრია, მაგრამ როცა თქვენ ამის შესახებ გავიწყდებათ, იწყება სირთულეები: თქვენ იწყებთ ფიქრს პრობლემაზე, რომელზეც გაქვთ ბუნდოვანი წარმოდგენა.
მაგალითი. თქვენ გადაწყვიტეთ იყიდოთ პატარა კომპიუტერი და გამყიდველი გეკითხებათ:
– თქვენ ნოუთბუქი გინდათ თუ ნეტბუქი?
თუ თქვენ ცხადად გესმით რა განსხვავებაა მათ შორის, მაშინ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ თუ არ გესმით, მაშინ შეიძლება მოხვდეთ ხაფანგში. თქვენ შეიძლება არ შეიმჩნიოთ რომ ვერ ერკვევით ამ საკითხში და დაიწყოთ ბუნდოვანი ამოცანის გადაჭრა. ასეთ დროს კი ძალზე ადვილია შეცდე და იყიდო სავსებით არა ის, რაც გინდოდა.
რეალურ ცხოვრებაში მსგავსი სიტუაციები არის ყოველი ფეხის ნაბიჯზე. თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ ექსპერტი ყველა საკითხში, დეტალურად ერკვეოდეთ კომპიუტერებში, ავტომობილებში, სარეცხ მანქანებში, მტვერსასრუტებში და ა.შ. მაგრამ თქვენ გჭირდებათ მათი ყველაფრის გამოყენება.
ამიტომ, დაიმახსოვრეთ ძლიერი აზროვნების შემდეგი წესი: არ გესმით – იკითხეთ.
ადამიანები ბუნდოვანი აზროვნების ხაფანგში იმიტომ ხვდებიან რომ ეშინიათ სულელებად არ გამოჩნდნენ. მაგრამ რეალურად ჭკვიან ადამინს ესმის, რომ ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია და ამიტომ სწორედ ჭკვიანი ადამიანი კითხულობს მუდამ რჩევებს.
წესი 7. შეამოწმეთ ჯაჭვი
ეს არის დამასრულებელი წესი ძლიერი აზროვნების. როცა თქვენ ჩამოწერეთ ამოცანის ამოხსნა და ჩაინიშნეთ პირველი მოქმედება, ნუ იჩქარებთ მის განხორციელებას მანამ სანამ არ გადახედავთ მთელ ჯაჭვს თავიდან ბოლომდე. ჯაჭვის თითოეული რგოლისთვის უპასუხეთ შემდეგ ორ შეკითხვას:
1. თქვენ გესმით რა უნდა გააკეთოთ აქ?
2. შედეგი მოგცემთ საშუალებას გადახვიდეთ შემდეგ რგოლზე?
ხოლო მას შემდეგ რაც გაივლით სათითაოდ ყველა რგოლს, უპასუხეთ შეკითხვას უკვე მთლიანად ამ ჯაჭვისთვის:
მიმიყვანს ეს ჯაჭვი სასურველ შედეგამდე?
პრაქტიკული დავალება – ჯაჭვის აგება
ახლავე დაიწყეთ თქვენი რომელიმე კონკრეტული ამოცანის ამოხსნა ამ ზემოთ განხილული 7 წესის გამოყენებით.
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
წყარო: “როგორ გავხდე უფრო ჭკვიანი” – კონსტანტინ შერემეტიევი
უღრმესი მადლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციებისთვის…
წარმატებები ანა <3