ჩანაწერები ‘წარმატების კანონები’

მადლიერების კანონი

  „მადლიერების დღეს, ერთ–ერთ ამერიკულ გაზეთში, მოთხრობილი იყო მასწავლებელ ქალზე, რომელმაც  ბავშვებს თხოვა დაეხატათ ფურცელზე ის, ვინც ან რაც მათში იწვევდა მადლიერების გრძნობას. სანამ ბავშვები ხატავდნენ, მასწავლებელი დამწუხრებული ფიქრობდა იმაზე, თუ რა ცოტა მიზეზი გააჩნიათ ამ ბავშვებსუღარიბესი ოჯახებიდან იმისთვის, რომ იყვნენ მადლიერები. მან იცოდა,  რომ ბავშვების უმრავლესობა დახატავდა რაიმე საკვებს და ცოტა არ იყოს შეცბუნდა, […]

ოცნებიდან რეალობამდე!

«„სცადე…“ – ჩაიჩურჩულა ოცნებამ „რა? ისევ?“ – აღშფოთდა გამოცდილება.  

იგავის ძალა

ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდა ბრძენი, რომელიც  ყველაფერზე საუბრობდა იგავებით და გამოცანებით. ერთხელ ის „დააბეზღეს“ ხელმწიფესთან: – მეფეო, თავი მოგვაბეზრა თავისი «სიბრძნით!» თუ მას აუკრძალავთ იგავებით საუბარს, ნახავთ, რომ  ის ვერ შეძლებს ნორმალურად ერთი აზრის ჩამოყალიბებასაც კი.  ხელმწიფემ დაიბარა ბრძენი და უთხრა: –რად გინდა ეს გადაკრული საუბრები, ალეგორიები და გამოცანები? არ ჯობია პირდაპირ და გასაგებად უთხრა ადამიანებს სათქმელი?!  – თქვენო უდიდებულესობავ! – უპასუხა ბრძენმა, – ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს, […]

მოქმედების ძალა, ანუ — ვის მიყვება ხალხი და რას მივყავართ წარმატებისკენ

«მე მქონდა უამრავი იდეა, თუ როგორ დავხმარებოდი ადამიანებს, ამიტომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ლიდერი, რომელიც უწინამძღვრებდა მათ და წაიყვანდა წარმატების მწვერვალებისკენ. პირველ რიგში, შთაბეჭდილების მოსახდენად,  ვიზრუნე საკუთარ გარეგნობაზე და საკმაოდ ეფექტურ ფორმაში მყოფი წარვსდექი ადამიანების წინაშე, მაგრამ ისინი არ გამომყვნენ. მე დავეწაფე წიგნებს და გავხდი ძალიან განათლებული და ჭკვიანი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ადამიანები ჭკვიანებს არ მიყვებიან. მე […]

მოგზაურობა იწყება!

ერთი ჭეშმარიტების მაძიებელი გზაზე გადააწყდა ლოდს, რომელზეც ეწერა: «გადააბრუნე და გაიგებ ახალს.»  მოგზაურმა ბევრი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, გადააბრუნა ლოდი და ნახა წარწერა: «რისთვის ეძებ ახალ ცოდნას, თუ იმასაც არ აქცევ ყურადღებას, რაც უკვე იცი  და საერთოდ რად გინდა ცოდნა, თუ იმას რაც იცი, მოქმედებად არ აქცევ?!»   ძალიან მიყვარს წიგნები. მთელი ცხოვრება ვკითხულობდი. დღისით თუ ღამით, სახლში თუ ქუჩაში, ლამპის შუქზე და მთვარის შუქზეც, ვკითხულობდი მთელი არსებით, ვცხოვრობდი ამ წიგნებში, მიყვარდა, მძულდა, ვეჭვიანობდი და ვიბრძოდი, ვეძებდი ფათერაკებს ჩემს საყვარელ გმირებთან ერთად და ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში… და აი  ერთხელ, მორიგი წიგნის წაკითხვის […]