სანამ წარმატებას მიაღწევდნენ

დღეს, როცა თვალს ვადენებთ წარმატებული ადამიანების ცხოვრებას, ჩვენ წარმოდგენა არა გვაქვს, თუ სინამდვილეში რა სირთულეების გადალახვამ, ხშირად კი რა ჯოჯოხეთის გავლამ მოუწიათ მათ სანამ წარმატების მწვერვალებს დალაშქრავდნენ.

დღეს ისინი გამარჯვებულები არიან, მაგრამ გაიმარჯვეს პირველ რიგში სწორედ იმიტომ, რომ თავის დროზე მიიღეს გადაწყვეტილება არ დანებებულიყვნენ არავითარ შემთხვევაში.

გადაავლეთ თვალი ამ ისტორიებს და კარგად დაფიქრდით მათზე.

Google1998 წელს Google – ს დამფუძნებლებმა, სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა YAНОО– ს შესთავაზეს თავიანთი კომპანიების გაერთიანება. YAНОО – მესვეურებმა ირონიული ღიმილით მოისმინეს მათი წინადადება და „დელიკატურად“ აუხსნეს, რომ არ აპირებდნენ თავინთი დროის დახარჯვას „დაუფრთიანებელ ბარტყების ბავშვურ პროექტზე“.

5 წლის მერე Google– ს საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა  20 მილიარდი დოლარი, ხოლო 2012 წლის მონაცემებით ის შეფასდა 250 მილიარდ დოლარად.


1959 წელს კომპანია „უნივერსალ პიკჩერზმა“ კასტინგის შემდეგ უარით გაისტუმრა ორი ყმაწვილი:   

Read more