დევიდ ხოკინსმა თავის წიგნში „ძალა ძალადობის წინააღმდეგ“ აღწერა ადამიანის ცნობიერების დონეთა იერარქია. ეს ძალიან საინტერესო მიდგომაა, რომლის გაცნობაც მოგცემთ საშუალებას, გააცნობიეროთ თუ რა დონეზე იმყოფებით მოცემულ სიტუაციაში.
სურვილი
სურვილის ობიექტი
ერთხელ, ერთ ბრძენთან მივიდა ახალგაზრდა კაცი და თხოვა აეყვანა ის მოსწავლედ. ბრძენი დათანხმდა, მაგრამ უთხრა:
– მხოლოდ ერთი დღეა შენს განკარგულებაში.
ახალგაზრდა კაცი დაანაღვლიანა ამ სიტყვებმა, მაგრამ შემდეგ თავისთავს დაპირდა, რომ ყურადღებით იქნებოდა მთელი დღის განმავლობაში, არ გამოტოვებდა მასწავლებლის არცერთ სიტყვას და საქციელს რათა გონებაში აღებეჭდა ყოველი წამი ამ ერთი დღის გაკვეთილისა.
დღის განმავლობაში, ბრძენთან მოდიოდა უამრავი ადამიანი. მას აძლევდნენ კითხვებს ცხოვრების დანიშნულებაზე, რელიგიაზე, ბედნიერებაზე. ვიღაცა სთხოვდა დახმარებას, ზოგი მოდიოდა უბრალოდ პატივისცემის გამოსახატავად.