ჩვენს შიგნით ცხოვრობს მუდმივი მკვლევარი და მუდმივი კონტროლიორი.
მუდმივი მკვლევარი მიგვაქანებს წინ, გაურკვევლობაში. ის ამბობს: „მოდი, წავიდეთ იქით! მოდი, გავაკეთოთ ეს! მოდი, გავიცნოთ ეს საინტერესო ადამიანი! მოდი, მოდი!…“
ის ყველგან წინ მიძვრება, ცხვირს ყოფს სადაც უნდა და მუდმივად აფართოებს ჩვენს საზღვრებს. და ამ მუდმივი მკვლევარის წყალობით ჩვენ გვიჩნდება ახალი მეგობრები, გატაცებები, შესაძლებლობები. მუდმივმა მკვლევარმა არ იცის მოსვენება. ის მზადაა ახლავე წამოხტეს და მოირბინოს ყველა კუთხე, გადმოხტეს პარაშუტიდან, გადაიღოს სურათი ლომთან და….
მაგრამ არსებობს მუდმივი კონტროლიორიც. ის დროზე აჩერებს მუდმივ მკვლევარს, რათა არ გადეყაროს ხიფათს – ლომთან სურათის გადაღებისას. და მიდის მუდმივი წინააღმდეგობა მკვლევარსა და კონტროლიორს შორის.
თუ მუდმივი მკვლევარი – ესაა სული, მუდმივი კონტროლიორი – ცნობიერებაა. წლებთან ერთად ადამიანს სულ უფრო უჭირს, მოუსმინოს სულს, რადგან გამოცდილებით დაბრძენებული ცნობიერება სულ უფრო ძლიერად მოქმედებს.
მუდმივი კონტროლიორი ჩრდილში აქცევს მუდმივ მკვლევარს და სულ უფრო მეტად იღებს ძალაუფლებას. ადამიანის საზღვრები წყვეტს გაფართოებას.
-ამიტომ უჭირთ ადამიანებს ჩვენი გაცნობა!
-ამიტომაა გვიანი რაღაც ახლის კვლევა – ჯობს შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს…