ჩანაწერები ‘პრიზები’

როგორ მასწავლეს შვილებმა ცურვა

საკონკურსო ნაშრომი N6       ალბათ გინახავთ დაბა სიონი. თიანეთის ზურმუხტ მთებს შორის  მოქცეული მდინარე იორის წყალსაცავი- ცისფერი  ბრილიანტი,  ხან  მწვანე და ხანაც შაბიამნისფერი. ზოგჯერ სამივე შეფერილობით. ულამაზესია. პირველად რომ ვნახე თვალს ვერ ვაშორებდი.  გადავწყვიტე შვილები წამომეყვანა. დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად( ამაზე სხვა დროს მოგიყვებით)  მაინც მოვახერხეთ სიონში დასვენება თითქმის ერთი თვით. 

ნუ გეშინია ტკივილის

საკონკურსო ნაშრომი N5 ნუ გეშინია ტკივილის საყვარელო … ის ყველაზე საოცარი რამ არის, რაც უფალმა ჩადო ჩვენში … სიცოცხლის დასაცავად… რომელიც სიგნალია… იმისი , რომ რაღაც უნდა შეცვალო ,იმოქმედო …უშველო … ის გაცოცხლებს …ეს სიცოცხლეა … მკვდარ სხეულს აღარაფერი ტკივა … ამას სიცოცხლე განაპირობებს, ტკივილს შეგრძნებას მასში … სიფრთხილედ გამოიყენე ის და არა შიშის საფუძვლად […]

ფიქრები წყენასა და პატიებაზე

 საკონკურსო ნაშრომი N4 ადამიანი ბიოსოციალური არსებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერასოდეს ვიარსებებთ ერთმანეთთან ურთიერთობის გარეშე. ურთიერთობა გვხდის ბედნიერსა და უბედურს, გვიყალიბებს წარმოდგენებსა და პროგრამებს, რომლებითაც ვცხოვრობთ, გვაძლევს ცხოვრებისეულ გაკვეთილებსა და სულიერი განვითარების შესაძლებლობას. 

ფორთოხლის ლიმონათი

საკონკურსო ნაშრომი N3                                                        ჩემი ბავშვობის ჩანახატებიდან 2004 წელი. 14 ოქტომბერი. დღეს ყველანი სახლში ვართ. გარეთ ისეთი ამინდია, რომ გგონია სიცივეა, მაგრამ სინამდვილეში ჯერ კიდევ თბილა და გსიამოვნებს. დედიკოს ჩემი საშემოდგომო ქურთუკი გარეთ გამოუფენია და ხვალისთვის მიმზეურებს. ჩემი პატარა დაიკო,  სავარძელში ზის და რაღაცაზე ფიქრობს.