პირადი ბლოგი | პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება

ჩანაწერები ‘პირადი ბლოგი’

მოგზაურობა იწყება!

ერთი ჭეშმარიტების მაძიებელი გზაზე გადააწყდა ლოდს, რომელზეც ეწერა: “გადააბრუნე და გაიგებ ახალს.”  მოგზაურმა ბევრი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, გადააბრუნა ლოდი და ნახა წარწერა: “რისთვის ეძებ ახალ ცოდნას, თუ იმასაც არ აქცევ ყურადღებას, რაც უკვე იცი  და საერთოდ რად გინდა ცოდნა, თუ იმას რაც იცი, მოქმედებად არ აქცევ?!”   ძალიან მიყვარს წიგნები. მთელი ცხოვრება ვკითხულობდი. დღისით თუ ღამით, სახლში თუ ქუჩაში, ლამპის შუქზე და მთვარის შუქზეც, ვკითხულობდი მთელი არსებით, ვცხოვრობდი ამ წიგნებში, მიყვარდა, მძულდა, ვეჭვიანობდი და ვიბრძოდი, ვეძებდი ფათერაკებს ჩემს საყვარელ გმირებთან ერთად და ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში… და აი  ერთხელ, მორიგი წიგნის წაკითხვის […]