იყო ერთი უცნაური კაცი. ის ყოველ დილით მზეს აღვიძებდა!
გათენებამდე გამოვიდოდა აივანზე, დადგებოდა პირით აღმოსავლეთისკენ და დაიწყებდა ძახილს:
– მზეო ამოდი! მზეო ამოდი!
და ასე, სანამ მზე არ ამოვიდოდა.
– მადლობა მზეო! – იტყოდა ის მაშინ და ბედნიერი სახით შებრუნდებოდა სახლში.
ასე გრძელდებოდა ყოველდღე დიდი ხნის განმავლობაში, სანამ ერთხელ ამ ამბავს შემთხვევით ერთი მისი მეზობელი არ შეესწრო.
– შენ რა, გაგიჟდი?! – დაუძახა მან. – რას გაჰყვირი დილაუთენია, მაგის გარეშე არ ამოვა მზე თუ რა?!
– არა, არ ამოვა! – უპასუხა კაცმა და სახლში შევიდა.