სამი ჯადოსნური ჩასუნთქვა

რუბრიკა: სავარჯიშოები, ტექნიკები

chasuntqva

ეს სავარჯიშო იმდენად მარტივია, რომ შეიძლება ზოგიერთს სასაცილოდაც არ ეყოს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ესეც სწორედ ის შემთხვევაა როცა „გენიალური – მარტივია“.

ნადეჟდა ბრიჟაკს, ადამიანს ვისგანაც ეს ვისწავლე, ამ სავარჯიშომ ფაქტიურად სიცოცხლე შეუნარჩუნა, ხოლო პირადად მე კი, მას  წარმატებით ვიყენებ როგორც სტრესის მოსახსნელ, დამამშვიდებელ საშუალებას. როცა გაღიზიანების, ბრაზის, რისხვის ან რომელიმე სხვა ნეგატიური ენერგიის გავლენის ქვეშ ვექცევი, საკმარისია 1–2 წუთი, რომელიც ამ სავარჯიშოს შესრულებას უნდა და უკვე სიმშვიდით, სითბოთი და სიყვარულით  ვივსები.

მისი შესრულება შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე და ნებისმიერ პოზაში, არა აქვს მნიშვნელობა, იწვებით, იჯდებით თუ იდგებით, იმიტომ რომ ჩვენ ჩავატარებთ სუნთქვით ვარჯიშს, ოღონდ ჩავატარებთ მას განსაკუთრებული მეთოდით და წესებით. რეკომენდებულია რომ ჩასუნთქვაც და ამოსუნთქვაც იყოს რაც შეიძლება ხანგრძლივი და სრული.

დაჯექით, ან დაწექით, ან დადექით, მოკლედ ვისთვისაც როგორც უფრო მოსახერხებელი იქნება, დახუჭეთ თვალები და გააკეთეთ თქვენი პირველი გაცნობიერებული ჩასუნთქვა. ჩაისუნთქეთ ნელა, ღრმად და გაწელეთ ეს პროცესი რაც შეიძლება ხანგრძლივად. მაგრამ ამ ჩასუნთქვის დროს გთხოვთ იფიქრეთ იმათზე ვისი მადლიერიც გინდათ იყოთ იმისთვის რაც გაქვთ  ცხოვრებაში აქ და ამჟამად. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მადლიერი ღმერთის, სამყაროსი, კოსმოსის, აბსოლუტური გონის, მოკლედ ვისაც როგორც გსურთ.

  1. მაშ ასე, ჩაისუნთქეთ დაჩასუნთქვის პროცესში გულში წარმოთქვით:

Read more

მიყვარს სიცოცხლე

რუბრიკა: ბლოგის სტუმარი

miyvars-sicocxle

,,უფალო მიყვარხარ, მიყვარს სიცოცხლე, მიყვარს ჩემი თავი, ჩემი დიდი ოჯახი, მთელი ცოცხალი და არაცოცხალი სამყარო!“

მაგრამ ამ სიყვარულთან ერთად მაქვს დიდი ტკივილიც, მტკივა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა და მარტო ჩემი სიყვარული, ვერ დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც უდროოდ, ახალგაზრდა ასაკშივე იმახინჯებენ ცხოვრებას, გვევლიანებიან მოძალადეებად და/ან თავად ხდებიან, ხშირ შემთხვევაში საკუთარი ოჯახის წევრების ძალადობის მსხვერლნი.

რატომ ხდება ყოველივე ეს?

რატომ ვართ აქ?

რატომ სჭირდება ჩვენს თვალებს ამის დანახვა და ჩვენს  ყურებს ამის მოსმენა?

იქნებ გვაქვს ძალა იმისა, რაღაც ვაკეთოთ, ან იქნებ რაღაც უნდა გამოვისყიდოთ და ამისთვის ვისმენთ თითქმის ყოველ დღე ათას საზიზღრობას…

რაშია გამოსავალი?

 

ყველა ნეგატიური ემოციის და მოვლენის, მათ შორის ადამიანის პიროვნული თვისებების მიზეზი არის ის სულიერი ტრამვები, რომელსაც ადამიანი განიცდის ჩასახვის მომენტიდან, მუცლადყოფნის პერიოდში და დაბადების შემდგომ. ეს ტრამვები განსაზღვრავს მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენს სულიერ, გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.

და რა თქმა უნდა უფალი, რომელიც ჩვენი სულიერი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, განსაზღვრავს ჩვენს ბედს თუ უბედობას, ჯანმრთელობას თუ ავადმყოფობას, წარმატებას თუ წარუმატებლობას, სიმდიდრეს თუ სიღარიბეს.

მე მჯერა, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ, ამისთვის საჭიროა,  ჩვენი შეცდომების დანახვა და აღიარება, სწავლება სულ პატარა რაღაცის, რასაც მონანიება ქვია.

სული რომელიც იბადება და განსხეულდება, მოსულია ევოლუციისთვის.

მტკივა, როდესაც ზოგ შემთხვევაში, თუმცა უკვე ვხედავ მრავალ შემთხვევაში, ჩვენი საყვარელი ადამიანების სული ევოლუციას კი არა დეგრადაციას განიცდის. მიუხედავად იმისა, მნიშვნელობა არა აქვს ეკლესიაში დადის თუ არა, მორწმუნეა თუ ურწმუნო….

და მაინც რა არის ამის მიზეზი?

რატომ კლავს შვილი დედას, ნათესავი ნათესავს თუ ქმარი ცოლს? 

Read more