განვითარების თუ რომელ საფეხურზეა ადამიანი, ძირითადად განისაზღვრება მისი უნარით, მოახდინოს ზემოქმედება გარესამყაროზე და ადამიანზე. კონფლიქტების გადაწყვეტის უნარის მიხედვით ადამიანების რამდენიმე ტიპი არსებობს.
თუ ადრე (2000წლამდე) არ ჩანდა, რა ზღვარს მიაღწიეს ადამიანებმა, ახლა მსოფლიოში მიმდინარე ყველა მოვლენა ავლენს ზღვრულ მდგომარეობებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანებმა (თითოეულმა თავის საფეხურზე) მიაღწიეს განვითარების პიკს და დაიწყო მიზანმიმართული, ზვავისებური ვარდნა უკუმიმართულებით. ვარდნა, რომელიც ყველაფერს სპობს თავის გზაზე. მოდით, განვიხილოთ ადამიანის, როგორც პიროვნების განვითარების ეტაპები.
1.ადამიანი მომხმარებელი – ადამიანი მსხვერპლი.
თავის თავს უპირველესად თვლის ბიოლოგიურ ორგანიზმად. მისთვის მნიშვნელოვანია (ყველაზე მნიშვნელოვანი) სხეულის მოთხოვნილებების, ანუ პირველადი მოთხოვნების, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცხოველური ინსტინქტების დაკმაყოფილება.
ადამიანი მომხმარებელი ჭკვიანია და შეიძლება რამდენიმე უმაღლესი განათლებაც ჰქონდეს. მაგრამ ის არ ფიქრობს სტრატეგიულად. მისი აზრები მიმართულია კეთილდღეობის მიღებისაკენ აქ და ამჟამად. შემდეგ რა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. ეს ადამიანი თავისი არსით ხარბი და ანგარებიანია. თუ მას დაპირდები დიდ კეთილდღეობას (ნათელ მომავალს,ან ხორცის დიდი ნაჭერს) ხვალისთვის, ის ამისთვის ყველაფერზე წამსვლელია…