გამარჯობა, ჩემო სუპერეფექტურო მეგობრებო.
ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ, თქვენთან ერთად. ძალიან საინტერესოა ამდენი ადამიანის, ამდენი „სამყაროს“ აღმოჩენა, დაკვირვება, შესწავლა, მათი ღირებულებებისა და ქმედებების გააზრება და საკუთარ ცხოვრებაში დანერგვა.
მადლიერი ვარ უფლის, რომ ამ ყველაფრის საშუალება მომეცა. მერწმუნეთ, ყველა თქვენგანი ძალიან მიყვარს! შეიძლება არადამაჯერებლად ჟღერს (ზოგ თქვენგანს ხომ თითქმის საერთოდ არ ვიცნობ), თუმცა, აი ასე!
მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ!
მიყვარხართ, რადგან მიყვარს ღმერთი და ღმერთმა თქვენთან ერთად მარგუნა სიცოცხლე დედამიწაზე… თუმცა, არათუ სიცოცხლე მარგუნა თქვენთან ერთად, ამ საოცარ გარემოშიც მომახვედრა და მომცა საშუალება, მეც ვყოფილიყავი თქვენი, გენიოსების საოცარი გუნდის წევრი, მეც გამეზიარებინა თქვენი შეხედულებები, ღირებულებები, ფასეულობები… თუნდაც ის, რომ დღეს ამ სიტყვებს ვწერ და თქვენ კითხულობთ, ძალიან დიდი საჩუქარია ჩემთვის… ასე რომ, დიახ! მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!