იაპონელებს გამოჰყავთ საინტერესო ფორმის მცენარე – „ბონსაი.“ ეს არის ჯუჯა ხე ქოთნებში. ის ძალიან ლამაზია, აქვს იდეალური ფორმები და პროპორციები.თუმცა მისი სიმაღლე მხოლოდ რამოდენიმე სანტიმეტრს აღწევს…
კალიფორნიაში ხარობს გიგანტური ხეების ჯიში, რომლებსაც „სეკვოიას“ ეძახიან. ამ ხეების უმრავლესობას სახელებიც კი აქვს. მაგალითად ერთ–ერთს ჰქვია „გენერალი შერმანი.“ ის სიმაღლეში 83 მეტრია, ხოლო მისი ტანის გარშემოწერილობა 24 მეტრს აღწევს.
ეს დიდებული გიგანტი იმდენად დიდია რომ, თუ მისგან მასალას დაამზადებდნენ, ამ მასალით აშენდებოდა 35 საშუალო ზომის კერძო სახლი…