ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება | ნაწილი მეორე — სიმპათია

 

სიმპათია კეთილგანწყობის, თანაგრძნობის და ვინმესადმი შინაგანი სწრაფვის მანიშნებელია. იგი წყაროა ჰარმონიული ურთიერთობებისა.   

როდესაც ადამიანებს შორის არსებობს სიმპათია, მაშინ ამ ადამიანების ორგანიზმში წარმოიშობა ნეირო ქიმიური ნივთიერება — ოქსიტოცინი, რომელიც წარმოშობს დადებით შეგრძნებებსა და ორმხრივ მიზიდულობას.

მეორე მხრივ, როცა ადამიანი არ გესიმპათიურება, ზემოთ ხსენებული ქიმიის (ოქსიტოცინის) არ არსებობა შეიგრძნობა და ამას გრძნობს მოსაუბრე (განსაკუთრებით ქალი) რის შემდეგაც და რის გამოც საუბარი ვერ აეწყობა, არანაირ სიტყვას და ფრაზას მნიშვნელობა არ ექნება და შედეგიც ვერ იქნება სასურველი.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ მნიშვნელოვანი შეხვედრა ადამიანთან, რომელიც არ გესიმპათიურება.

ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო, როგორც წესი, ასეთ შეხვედრებისგან თავი უნდა შეიკავო, მაგრამ თუ ეს შეხვედრა აუცილებელი და გარდაუვალია?

ახლა შემოგთვაზებთ მარტივ ტექნიკას, რომლითაც შეგიძლიათ სუპქერეფექტურად და ვირტუოზულად დაძლიოთ წინააღმდეგობა და გამოიწვიოთ თქვენში სიმპათია.

ამ ტექნიკას „კონტექსტში მოქცევა„ ჰქვია. იგი პირველად გიორგი თვალაძის ტრენინგზე მოვისმინე და ახლა ჩემეული ინტერპრეტაციით შემოგთავაზებთ.

მოდი წამოვიდგინოთ ორსული ქალი. დავუშვათ ტყუპებზეა ორსულად და ძალიან „გაბერილია“ …. როგორი განწყობა გიჩნდებათ ასეთი ქალის მიმართ? მე მაგალითად, აღფრთოვანებასა და სიხარულს ვერ ვმალავ და ზემოთ ხსენებული ოქსიტოცინიც ჩემში გაათმაგებულად გამოიყოფა.

ახლა წარმოიდგინეთ მსუქანი, ჩაფამფალებული და უშნო ქალი და მასთნ გაქვთ საქმიანი შეხვედრა, გრძნობთ, რომ სიმპათია ვერ გექნებათ ასეთი ქალის მიმართ. საკმარისია, ეს ქალი ჩასვათ ორსული ქალის კონტექსტში, ანუ წარმოიდგინოთ, რომ ეს ქალი მსუქანი არის ორსულობის გამო, მის სხეულში სიცოცხლეა, მალე დედა უნდა გახდეს ა.შ. აუცილებლად გაგიჩნდებათ მისდამი სიმპათია და მოგეცემათ ის ენერგიაც, რომელიც საჭიროა დადებითი ურთიერთობისთვის.

მეორე მაგალითი ავიღოთ: ვთქვათ ავტობუსის გაჩერებასთან ზის უჟმური კაცი, რომლის დანახვამ უარყოფითი რეაქცია მოახდინა თქვენზე.

საკმარისია, წარმოიდგინო, რომ ეს არის მშრომელი გლეხი, რომელიც შვილივით უვლის ვენახს, ზრუნავს ოჯახზე… უბრალოდ წესრიგი და დისციპლინა უყვარს და ამიტომა აქვს მკაცრი სახე, გულის სიღრმეში კი ღვთისნიერი და მოსიყვარულეა…

ასეთი წარმოდგენის შემდეგ, რომ მიხვიდეთ იმ კაცთან და დაელაპარაკოთ, მაგალითად, ვენახის მოვლაზე, ის კაცი გაიბადრება და სიამოვნებით გაგესაუბრებათ, საერთოდ სოფლის საქმისაც რომ არაფერი გაეგებოდეს, იმიტომ, რომ თქვენგან იგრძნობს სიმპათიას.
მაშასადამე, მთავარი ის კი არ არის, ის უჟმური კაცი მართლა გლეხია თუ არა და მართლა შვილივით უვლის თუ არა ვენახს.

მთავარია დადებით კონტექსტში ჩასვათ ეს არასიმპათიური პიროვნება, რომ გამოიწვიოთ თქვენში სიმპათია მისდამი და მასში — თქვენდამი ზოგადად, შეიძლება ანტიპათია სულაც არ გქონდეთ ადამიანისადმი და ნეიტრალური დამოკიდებულებით იწყებდეთ მასთან ურთიერთობას, მაგრამ ჩვენ ხომ ეფექტური შედეგი გვინდა, ამიტომ იმ ნეიტრალური დამოკიდებულების სიმპათიაში გადაზრდა შესაძლებელი ამ კონტექსტში ჩასმით.

მაგალითად, მაღაზიაში პურს ყიდულობ და გამყიდველისადმი გაქვს ნეიტრალური დამოკიდებულება, საკმარისია წარმოიდგინო, რომ ეს გამყიდველი არის უდიდესი პოტენციალის მქონე ადამიანი, რომ მისდამი გაგიჩნდება სიმპათია და სულ სხვანაირად დაელაპარაკები. და მასაც გაუჩნდება შენდამი სიმპათია.

მოკლედ, თუ გვინდა წარმატებული და ჰარმონიული ურთიერთობა, უნდა შევძლოთ სიმპათიის გამოწვევა და მისით სარგებლობა (რა თქმა უნდა იქ და მაშინ, სადაც და როცა ურთიერთობა საჭიროა)

პრაქტიკა:

1. ივარჯიშე სიმპათიის გამოწვევაზე;
2. გამოიყენე ტექნიკა „კონტექსტში მოქცევა„

 

გისურვებთ წარმატებებს!

პატივისცემით, ბესიკ კაიშაური

 

ნაწილი პირველი — ენერგია

 

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, ვინ იცის, იქნებ ახლა რომელიმე მათგანს ეს ინფორმაცია როგორც ჰაერი ისე სჭირდება

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

დატოვეთ კომენტარი