ფინანსების მოცარტის 14 რჩევა მათთვის, ვისაც სურს გაზარდოს საკუთარი შემოსავლები

ის აღიარებულია ევროპის საუკეთესო კონსულტანტად და ტრენერად ფინანსების სფეროში.

ის არის ყველაზე წარმატებული ავტორი მთელ მსოფლიოში მათ შორის, ვისაც კი რამე დაუწერია ფულზე და ფინანსებზე.

მისი ყველა წიგნი ბესტსელერია. მათგან ყველაზე პოპულარულები კი „გზა ფინანსური დამოუკიდებლობისაკენ“ და „მანი, ანუ ფულის ანაბანა“ თარგმნილია 30-ზე მეტ ენაზე და ათეულ მილიონობით ეგზემპლიარად არის გაყიდული მთელ მსოფლიოში.

მის თითოეულ სემინარს ათასობით ადამიანი ესწრება. მოსკოვში მისი ვიზიტის დროს სემინარზე დასწრების მსურველთა რაოდენობამ კი ისეთ ციფრებს მიაღწია, რომ ორგანიზატორებს მოუწიათ ოლიმპიური სტადიონის დაქირავებამ, სადაც 35 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

მისი მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებული ადამიანი გახდა და მათ შორის ათასზე მეტი მილიონერია.

ეს კაცი გახლავთ გერმანელი მულტიმილიონერი მწერალი, ბიზნესმენი, ინვესტორი, ტაიმენეჯმენტისა და ფინანსების სფეროს შეუდარებელი პრაქტიკოსი და ვირტუოზი-ბოდო შეფერი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ თანამემამულეების მიერ შერქმეული სახელით – „ფინანსური მოცარტი“

bodo-shefer

მე გადავწყვიტე დროდადრო გამოვაქვეყნო ამ ბლოგზე მისი რჩევები და კონსულტაციები  ფულისა და დროის მენეჯმენტის თემებზე და ამ პროექტის ფარგლებში გთავაზობთ პირველ პუბლიკაციას, რომელშიც აღწერილია ბოდო შეფერის 14 რჩევა იმ ადამიანებისთვის, რომელბსაც სურთ საკუთარი ხელფასის და ზოგადად შემოსავლების გაზრდა.

მაშ ასე, ფინანსების მოცარტი გვირჩევს:

Read more