1974 წელს ფილიპინებში პოლიციას ჩაბარდა 52 წლის იაპონელი პორუჩიკი, რომელიც 30 წლის განმავლობაში იმალებოდა ჯუნგლებში, სადაც ის საგანგებო მისიით გადასვეს 1944 წელს და მთელი ამ ხნის განმავლობაში აგრძელებდა თავის მისიას.
ომი დიდი ხნის დამთავრებული იყო, მაგრამ იმპერატორის ერთგულმა ჯარისკაცმა ეს არ იცოდა და განაგრძნობდა პოსტზე ყოფნას მიუხედავად იმ არაადამიანური პირობებისა რომლებშიაც ამ ხნის განმავლობაში უწევდა ცხოვრება.
მთელი 30 წლის განმავლობაში ომი მძვინვარებდა ამ ჯარისკაცის ილუზიებში.
დღეს ბევრს ეღიმება ამ ისტორიის გაგონებისას, ბევრი იაპონელის საცოდაობით იწვის, მაგრამ ვერავინ ვერ ხვდება, რომ ჩვენც, თითქმის ყველა, მსგავს დღეში ვართ. ჩვენ ყველა, ამა თუ იმ დონით, ვართ მძევლები ურთიერთსაწინააღმდეგო წარმოდგენებისა იმის შესახებ თუ რა ხდება ჩვენი საზომის მიღმა.
ჩვენს თავში ცხოვრობს უამრავი რაოდენობის ილუზია, რომელთა შორის ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული, უკავშირდება ფულს და ჩვენს ფინანსურ კეთილდღეობას.
ჩვენ გვგონია, რომ გაგვაჩნია საკმარისი ცოდნა ფინანსებზე, ეკონომიკაზე და თუ არ გავქვს საკმარისი სახსრები, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს დროის საკითხია ან უბრალოდ არ გვიმართლებს და ა.შ.
არადა, სინამდვილეში, ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ გაგვაჩნია ელემეტარურლი საბაზო ცოდნა საოჯახო მეურნეობის, პირადი ფინანსების მართვის სფეროში.