რუბრიკა: მკითხველის გვერდი
…მივდიოდი ქუჩაზე, რომელსაც ერქვა “არსად”…კადრებივით გარბოდა ცხოვრება, მწველი დღეებისგან გამოხუნებული…ძველი ფირის წყვეტილი ხაზებივით დიოდა წვიმა…
და იყო გზა…არსაით…
კადრებს მიჰყვებოდნენ ადამიანები, წარსულიდან…ფერი ფერს ცვლიდა, ტირილი სიცილს, სიცივე სითბოს,ზაფხულს ზამთარი…და….გარბოდა ცხოვრება…წარსულის გროვად იქცეოდა და სულ უფრო ცოტა რჩებოდა მომავალი…და მივდიოდი, ჯიუტად გზაზე…არსად და არსაით…გარბოდა ცხოვრება და საათი მოთმინებით ითვლიდა წამებს, ბოლო ჩამოკვრამდე…
მერე აღარ იქნება დრო…და აღარც აზრი ექნება პატიებას…მერე იქნება “დასასრული”, გაცრეცილი კინოს ბოლო კადრზე…მერე ვეღარაფერს შეცვლი…