რუბრიკა: მკითხველის გვერდი
დაბადებიდანვე ყველა ადამიანს თან ახლავს თავის ცხოვრების მედალიონი. თავიდან ის ძალიან ლამაზია და მზის შუქზე მკაფიოდ ანათებს. ადამიანის სულშიც ბრწყინავს და ანათებს მედალიონის ანარეკლი. ლაღად გადის წლები და ცივი ნიავიც კი, ვერ არღვევს ადამიანის სიმშვიდეს, სიხარულს და ლამაზ დღეებს .
არავინ იცის, რომ ამ ჯადოსნურ მედალიონს მეორე მხარეც აქვს: წარუმატებლობის, დიდი გამოცდის, სინანულისა და მარცხის.
არავინ იცის, როდის შემოტრიალდება მედალიონი მეორე მხარეს და არავინ იცის, რატომ ხდება ასე.
და როდესაც ასე ხდება, ადამიანს უკვირს – ადრე ხომ ყველაფერი სხვაგვარად იყო?- სვამს უამრავ კითხვას, მაგრამ პასუხი…