ჩანაწერები ‘ლიტერატურა’

სუნთქვის შემგროვებელი

  „თუ მთა არ მივა მუჰამედთან, მუჰამედი მივა მთასთან თქო“ შევუძახე საკუთარ თავს ერთხელაც,  როცა „სუნთქვის შემგროვებლის“ წალენჯიხაში ჩამოსვლის ლოდინში კიდევ ერთი დღე ჩამადნა ხელებში გაზაფხულის თოვლივით და მაშინვე სიტყვას საქმეც მივაყოლე:  ავდექი, წიგნის „დაუფლების“ დაუოკებელი სურვილი ქალამნებად ამოვიცვი ფეხებზე, ყოველი შემთხვევისთვის მოთმინებაც ავისხი ტანზე აბჯარივით და დავადექი «დიდი ქალაქისკენ» მიმავალ გზას… 

„სამასმეერთე მილიონერი“… თუ პირველი წიგნი მომავალი მილიონერებისთვის?

რამოდენიმე წლის წინ ერთმა უცხოელმა პირდაპირ სცენიდან და თანაც ქართულად „დაგვმოძღვრა“: – ისე არ მოგივიდეთ ქართველებს, როგორც თქვენს ერთ ანდაზაშია ნათქვამი: „თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო“ ეს უცხოელი, არაჩვეულებრივად ასრულებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს და ალბათ უკვე ხვდებით, თუ რისი თქმა სურდა ამ ანდაზით, თუმცა ჩემი დღევანდელი პოსტის თემა სულაც არ არის მუსიკა. საქმე იმაშია, რომ […]