დღეს ეჭვი აღარავის ეპარება, რომ არსებობს მასობრივი კულტურა და ელიტარული კულტურა.
წიგნები, რომლებიც მილიონიანი ტირაჟით გამოდის და წიგნები, რომელთა 100 ეგზემპლარის გამოცემაც საკმარისია.
გიგანტური მოედნები, რომლებიც 10 000-ობით პოპმუსიკის მსენელს იტევს და პატარა საკონცერტო დარბაზები კამერული მუსიკის მოსასმენად.
კომიკსების მილიონიანი ტირაჟი და სახვითი ხელოვნების მშვენიერი ალბომები, რომელთა ფასები მთელ მსოფლიოში იმდენად მაღალია, რომ აუცილებელია კარგად გესმოდეთ მათი ღირებულება, რათა თავს უფლება მისცეთ, შეიძინოთ ისინი.
არსებობს მიწიერი და კოსმიური კულტურა. ადამიანი – ეს ხომ კოსმიური სულია, მოთავსებული მიწიერ სხეულში. ამიტომ მიწიერი და კოსმიური კულტურის მიზნები სხვადასხვაა.
მიწიერი კულტურის მიზანი სხეულის მოფერება და ლოიალობაა, მიწაზე ბიოლოგიური სხეულის მიჯაჭვა და ამ ბიოლოგიური სხეულის უკანასკნელ ზღვარამდე გაძღომაა, რათა შექმნას საშუალო ხატი ადამიან-პიროვნებისა და განსაზღვროს მისი (პიროვნების) ძირითადი მოთხოვნები. პიროვნებამ უნდა იაზროვნოს სტერეოტიპულად და იმოქმედოს დანარჩენი საშუალოდ არსებულთა პიროვნებების სასარგებლოდ. ამიტომ კულტურა მათთვის ასე გახსნილად იწოდება „მასობრივ კულტურად“. ხოლო საინფორმაციო წყარო, რომელიც მათ უნდა მიიიღონ, იწოდება „მასობრივი ინფორმაციის საშუალებებად“…